ავსტრიის ბუნდელიგის მესამე ტურის შეხვედრაში „ვოლფსბერგერი“ საკუთარ მოედანზე „ლუშტენაუს“ შეხვდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
მასპინძლეთა შემადგენლობაში ძირითად შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა სანდრო ალთუნაშვილმა, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო – 7.6 „ფლეშსკორისგან“, ხოლო 7.8 „სოფასკორისგან“.
„ლუშტენაუსთან“ შეხვედრისას სანდრომ 5 მწვავე და გონივრული პასი შეასრულა, რომელთაგან ორჯერ მისი თანაგუნდელები მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
„სოფასკორმა“ ალთუნაშვილი კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩატარებული სამი ტურის შემდეგ „ვოლფსბერგერი“ 5 ქულით მესამე ადგილზეა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
