საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი, რომელიც ივნისში ავსტრიის „ვოლფსბერგერში“ ჩაირიცხა, ახალი სეზონისთვის ემზადება. რამდენიმე დღის წინ გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სლოვაკურ „ჟილინასთან“ და ფრედ 2:2 ითამაშა.
სამიდან ორი მატჩში („ჟილინასთან“ და „ლეობენთან“) ალთუნაშვილი ძირითად შემადგემლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს, პირველ საკონტროლო შეხვედრაში კი, დაბალლიგელ „ველდენთან“, ქართველი ნახევარმცველი შეხვედრაში 75-ე წუთიდან ჩაერთო.
„ვოლფსბერგერმა“ მეოთხე ამხანაგური შეხვედრა უნგრეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსან „დებრეცენთნ“ გუშინ, 11 ივლისს ითამაშა და ადის იასიჩის გოლით 1:0 მოიგო. ალთუნაშვილი ამ შეხვედრაშიც სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
![სანდრო ალთუნაშვილი [დინამო ბათუმი] ალთუნაშვილის მეოთხე ავსტრიული](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2023/07/სანდრო-ალთუნაშვილი-დინამო-ბათუმი.png)