საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი გურამ გიორბელიძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დრეზდენის „დინამოში“ ითამაშებს. დრეზდენელებმა ჩვენებური ოფიციალურად წარადგინეს და მასზე დიდ იმედსაც ამყარებენ. „გიორბელიძე ჩვენს ფილოსოფიას როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ განასახიერებს და თამაშის სტილით გამოირჩევა. მოხარული ვარ, რომ ყველა პოზიციაზე ორი ფეხბურთელის შეძენა შევძელით“, – ამბობს დრეზდენელთა სპორტული დირექტორი რალფ ბეკერი. „მიხარია, რომ მაქვს საშუალება...
