უმედლო დასასრული

Home კატეგორიის გარეშე უმედლო დასასრული
უმედლო დასასრული

შეიძლება იყოს 3 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობაში-(ი)ს გამოსახულებატოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენებიდან ბოლოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97) და კარატისტი გოგიტა არქანია (75) გამოვიდნენ, მაგრამ გამოსვლა ორივემ უმედლოდ დაასრულა.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, დაკავებულია სპორტით და შენობაში-(ი)ს გამოსახულებარეპეშაჟის ნახევარფინალში ოდიკაძე აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს შეხვდა, 30 წამით ადრე იგებდა კიდეც – 5:4, მაგრამ ვერ შეინარჩუნა და 5:7 დათმო.

გოგიტა არქანია ჯგუფში იაპონელ რიუტარო არაგასთან 2:3 დამარცხდა, თურქ უგურ ატკაშთან 1:4 წააგო, გერმანელ ჯონათან ჰორნთან 3:4 აგებდა, მაგრამ მეტოქემ ხუთი წამით ადრე ტრავმა მიიღო და მასთან შედეგები ყველას გაუნულდა, ბოლოს კი, ყაზახ დანიარ იულდაშევთან 3:1 მოიგო, თუმც ეს ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

საქართველოს დელეგაციამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე რვა მედალი მოიპოვა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია – ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...