უეფას კლუბთა ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-ფლეის 49-50-ე პუნქტების თანახმად, ვადაგადაცილებული საკრედიტო დავალიანების თაობაზე ანგარიშის წარდგენის ბოლო ვადად 31 მარტი იყო დათქმული. უეფამ გაითვალისწინა კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ფორსმაჟორული ვითარება და კლუბებს ანგარიშის წარსადგენ ბოლო ვადად 31 მარტის ნაცვლად 30 აპრილი დაუთქვა.
წელი: 2020
ჰოლანდის თებერვალი
დორტმუნდის „ბორუსიას“ ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი ბუნდესლიგაში თებერვლის თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. გამოკითხვაში მან უკან მოიტოვა „ლაიფციგის“ ნახევარმცველი კრისტოფერ ნკუნკუ და „კიოლნის“ მცველი ისმაილ იაკობსი. თებერვალში ჰოლანდმა 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა. ჯამში ახალბედამ „დორტმუნდის“ მაისური 11 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს,...
გული შუაზე იყოფა
შოტლანდიის პრემიერლიგის „ჰართსმა“ ფეხბურთელები და სრული პერსონალი გააფრთხილა, რომ კორონავირუსის პანდემიით განოწვეული პაუზის დროს, ხელფასების 50 პროცენტს ვერ მიიღებენ. როგორც კლუბის პრეზიდენტი ენ ბადჯი აცხადებს, იძულებითმა პაუზამ მათი ბიუჯეტი მილიონი გირვანქით აზარალა. კლუბმა დაკარგა სატელევიზიო უფლებებისა და მატჩებზე დასააწრები ბილეთების გაყიდვებით დაგეგმილი თანხა. „ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელიც ხელფასის განახევრებით უკმაყოფილოა და კლუბის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, შეუძლია...
ძრავასავით კაცი…
იურგენ კლოპი რომ ქარიზმატული კაცია და არც იუმორი დაეწუნება, ცნობილი ამბავია. აი, ამას წინათ, კორონავირუსის შესახებ ჰკითხეს, მან კი მიუგო: „ბეისბოლის კეპი მახურავს და წვერგაუპარსავი ვარ, მე რას მეკითხებით, ვისაც მაგისი გაეგება, იმათ ჰკითხეთ.“ ახლა კი, ამ ეპიდემიის გამო პრემიერლიგის გათამაშება შეწყვეტილია და გერმანელიც „ენფილდს“ ინტერვიუსთვის ეწვია. ინტერვიუც ისეთი იყო, თავისუფალი ჩარჩოებისგან. რამდენიმე ციტატა: …...
კორონავირუსი: სად და როგორ არიან ქართველი მორაგბეები
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოვლენების ამგვარ განვითარებას ვერავინ წარმოიდგენდა. ახალი კორონავირუსი უსწრაფესად გავრცელდა ევროპაში და სპორტულ ღონისძიებებს ვინ დაეძებს, პლანეტაზე გლობალური დღის წესრიგი შეიცვალა, თუმცა ჩემი პროფილი რაგბია და ამ სფეროზე ვისაუბრებ. ჯერ იყო და ექვსი ერის მესვეურებმა გადაწყვიტეს ტურნირის შეჩერება, შემდეგ – „რაგბი ევროპამ“ და ამათ ფაქტობრივად ყველა ტურნირი მიჰყვა. ერთადერთი, სუპერ რაგბის...
მაისის შუაში
ლა ლიგას პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ვარაუდობს, რომ ევროპის ტოპ ლიგები მაისში ჩემპიონატებს განაახლებენ. ტებასმა „მარკას” მისცა ინტერვიუ, რომელიც გადმოვაქართულეთ. გთავაზობთ ოდნავ შემოკლებულ ვარიანტს. — რა მონაცემები გაქვთ ხელთ პროფესიონალ ფეხბურთელებს შორის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით? — ფეხბურთელებს შორის სურათი ზუსტად იგივეა, რაც საზოგადოების დანარჩენ ნაწილში. საქმე ის არის, რომ ვირუსი ჯერჯერობით აღმავლობას განიცდის და კიდევ ორი...
ნეიმარმა მოხია…
ნეიმარს ბრაზილიაში წასასვლელად ვერც გახურებული სეზონი აბრკოლებს და, კორონავირუსის პანდემიისას ევროპაში რაღა გააჩერებს?! მიუხედავად იმისა, რომ ამ უხილავმა სენმა მის სამშობლოშიც შეაღწია, საფრანგეთისგან განსხვავებით შედარებით მსუბუქი სტატისტიკაა – სულ 367 შემთხვევა. მართალია ფრანგებს 18 მარტის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა საერთო ჯამში დაინფიცირებული იქ 7,730 ადამიანია და ეს ქვეყანა ევროპაში კორონავირუსის ერთ-ერთი მთავარი კერაა. მოსაზღვრე ესპანეთში კი...
… მერე, შემწვარ ღორსაც მადიანად შეექცევიან
სამხრეთ ამერიკაში, ისევე, როგორც ყველგან, კორონავირუსის გამო ფეხბურთი თითქმის დაკეტილია. მაგრამ ერთი ბრაზილიელი ვარსკვლავი თამაშს ისევ აგრძელებს. რონალდინიომ, რომლის ბოლო პროფესიონალური მატჩი „ფლუმინენსეში“ 2015 წლით თარიღდება, გასულ უქმეებზე ხუთი ბურთი გაიტანა და ექვსიც საგოლედ უპასა… ეს ამბავი პარაგვაის ციხეში მოხდა და საკმაოდ დაიწერა კიდეც, მაგრამ ახლა აქამდე უცნობ ამბებზე გეტყვით. პარაგვაული გაზეთის, La Nación-ის ცნობით,...
მილიარდერის ჟესტი
„ჩელსიმ” ინგლისური საზოგადოება ლამაზი ჟესტით მოხიბლა — დასავლეთლონდონური კლუბის მეპატრონემ რომან აბრამოვიჩმა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას „მილენიუმ ოტელი” დაუთმო. ცხადია, აქცია დროებითია. ის იმოქმედებს დღეიდან ორი თვის განმავლობაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი გადაიხედება სიტუაციის შემდგომი განვითარების მიხედვით. როგორც კი ბრიტანეთში კორონავირუსს დაამარცხებენ, სასტუმრო მფლობელს დაუბრუნდება. ხსენებული „მილენიუმ ოტელი” „სტემფორდ ბრიჯის” კომპლექსში შედის. ეს ჯერ კიდევ...
კორონამ ვარსკვლავი არ იცის
მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავი კევინ დიურანტი თავს აქამდე მშვენივრად გრძნობდა. არანაირი სიმპტომები. მოთამაშე საკუთარ დარბაზში ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა და მოულოდნელად covid 19 აღომაჩნდა. „გაუფრთხილდით ერთმანეთს, არ მოადუნოთ ყურადღება და დაიცავით კარანტინის წესები. ვიფიქროთ თავზე და სხვაზე,“ – თქვა კორონავირუსის დადასტურების შემდეგ დიურანტმა. „ნეთსის“ კიდევ სამ მოთამაშეს აქვს კორონავირუსი. ჰოდა, ბრუკლინელთა ამ პრობლემების გამო გუნდურად შეამოწმებენ „ლეიკერსსაც“....









