წელი: 2020

Home 2020
ბარსამ გრიზმანი გააიაფა
ჩანაწერი

ბარსამ გრიზმანი გააიაფა

კატალონიური „ბარსელონა“ მომავალი სეზონისთვის გაძლერებას კი გეგმავს, მაგრამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ამის გაკეთებას მინიმალური დანახარჯით აპირებს. პირველ ყოვლისა, ტრანსფერზე დააყენებენ ფელიპე კოუტინიუს, რომელის ამჟამად იჯარით მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობს. ფაქტობრივად გადაწყვეტილია ანტუან გრიზმანის ბედიც. კლუბი მზადაა, მას 100 მილიონ ევროდ შეელიოს, არადა გასულ ზაფხულს კატალონოელებმა „ატლეტიკოს“ მასში 120 მილიონი გადაუხადეს. თუ გრიზმანის პირდაპირ გაყიდვა არ...

სანამ პორტუგალიას დავჭირდები
ჩანაწერი

სანამ პორტუგალიას დავჭირდები

2008 წლის მაისში პორტუგალიის თასის ფინალში ლისაბონის „სპორტინგმა“ „პორტუს“ ორი უპასუხო გოლი დამატებით დროში გაუტანა და ტიტულს მეთხუთმეტედ დაეუფლა. სწორედ ამ დროს ავღანურ ყანდაგარში დაბანაკებული ნატოს პორტუგალიური სამხედრო კონტიგენტი ადგილობრივებთან ერთად უყურებდა მატჩს. სამხედროთა შორის იყო ექიმი-ლეიტენანტი, 28 წლის ფრედერიკუ ვარანდაში. 2020 წელს კი ის უკვე „სპორტინგის“ პრეზიდენტია. სულაც არ უყვარს მედიაში ხშირად გამოჩენა და...

კორონავირუსის მსხვერპლი: ლორენსო სანსი
ჩანაწერი

კორონავირუსის მსხვერპლი: ლორენსო სანსი

კორონავირუსმა ლორენსო სანსი იმსხვერპლა. მადრიდის „რეალის” 76 წლის ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა ვერ უშველეს. ის 21 მარტს გარდაიცვალა. სანსი „ლოს ბლანკოსს” 1996-2000 წლებში ედგა სათავეში. მანამდე ის „სანტიაგო ბერნაბეუზე” რამონ მენდოსას ადმინისტრაციაში დირექტორად მუშაობდა. ლორენსო სანსმა „რეალის” დასუსტებულ გუნდს, რომელსაც Los Merengues (ბეზეს) ეძახდნენ, ახალი სიცოცხლე შთაბერა. მან თავიდან მწვრთნელად მიიყვანა ფაბიო...

კორონა რესტორანში
ჩანაწერი

კორონა რესტორანში

ეს ამბავი კორონავირუსის გავრცელების მაგალითად გამოდგება: „პორტსმუთის” ფეხბურთელი შონ რეგეტი რესტორანში სადილობდა, როდესაც კლუბის ფიზიოთერაპევტმა ბობი ბაჩიჩმა დაურეკა და შეატყობინა, რომ მას კორონავირუსი სჭირდა. პორტსმუთელებმა მთელს გუნდს ჩაუტარეს ტესტეირება. რეგეტი პორტსმუთიდან ჯილინგემს, დედასთან მიემართებოდა. 2 მარტს გუნდი ფეხბურთის ასოციაციის თასზე „არსენალს” შეხვდა, ამ თამაშიდან ათი დღის შემდეგ კი „არსენალის” მწვრთნელს მიკელ არტეტას covid 19 დაუდგინდა....

გადაიდო, გადაიდო, კიდევ გადაიდო…
ჩანაწერი

გადაიდო, გადაიდო, კიდევ გადაიდო…

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ასე გადაწყვიტა კავშირის გამგეობამ – ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ყველა სპორტული ღონისძიება არა თუ ჩვენში – პლანეტა დედამიწაზე არის შეწყვეტილი, გადადებული, გაუქმებული… ერთადერთი იმას შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად არჩევნები 25 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატებმა ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ სხვადასხვა მიზეზთა გამო გადადება მოითხოვეს, რაც...

ბელარუსთან, 2 ივნისს…
ჩანაწერი

ბელარუსთან, 2 ივნისს…

  მაშ ასე, ჯერ ადრე კია, მაგრამ შეგვიძლია გავემზადოთ: გადაწყდა, რომ საქართველო – ბელარუსის ფლეი ოფი 2 ივნისს შედგება. მატჩი 21 საათზე დაიწყება და ის ბილეთები იქნება ვარგისი, რომელიც ქომაგობას აქამდე ჰქონდა შეძენილი. 2 ივნისვე შედგება ერთა ლიგის D ჯფუფის მაკედონია – კოსოვოს მეორე ფლეი ოფი. შეგახსენებთ, ფინალში ამ ორ წყვილს შორის უკეთესი შეხვდება და...

ზინედინ არაბი
ჩანაწერი

ზინედინ არაბი

და თქვა გოგია მესვეტემ: ქალაქ ბორდოსა ერთი ახალგაზრდა კაცი იყო და ბურთაობდა. კარგი მობურთავე იყო და პატივიც ფრიადი ჰქონდა. მთელი ბორდოს ქალაქის ბავშვები იმას დასდევდნენ. ამ ახალგაზრდა კაცს ზინედინ ზიჰდანი ერქვა და ქონებაც ფრიადი მოეგროვებინა. ერთხელ ზინედინი მეჯლიშში იყო და ქეიფობდა, თან იქ მოსული ხალხის ლაპარაკს უგდებდა ყურს. ერთი ვაჭარი კაცი ჰყვებოდა მილეთის ამბავს, უცხო...

უშველეთ ფეხბურთელებს!
ჩანაწერი

უშველეთ ფეხბურთელებს!

პრემირლიგის ფეხბურთელები ლამისაა აჯანყდნენ! ჯერ თუ არა, მერე ნამდვილად აჯანყდებიან! ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ისინი საშველს პროფკავშირებში ეძებენ. უკვე დაუწყიათ მოლაპარაკებები პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან. მიზიეზი: ცნობილია, რომ წამყვანი ევროპული ლიგების შეფებს შეწყვეტილი პირველობების აღდგენა, უკიდურესად შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარება და შემდეგ ახალი სეზონის დაწყება აქვთ განზრახული. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამას 2021 წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატიც...

დაბრუნდები, მაგრამ როდის?
ჩანაწერი

დაბრუნდები, მაგრამ როდის?

„ჩელსი” ვილიანის თხოვნას განიხილავს — ბრაზილიელს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამშობლოში სურს დაბრუნება. ნახევარმცველს ის ლონდონი, რომელსაც ამ დღეებში ხედავს, აღიზიანებს. ის ამბობს, რომ ინგლისის დედაქალაქი საომარი მოქმედებების ზონას ჰგავს, რაც ძირითადად იმის ბრალია, რომ ხალხი მაღაზიებს შეესია. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო COVID 19-ს ებრძვის, 31 წლის ფეხბურთელს ოჯახთან უნდა ყოფნა და ამაში საკვირველი არაფერია, მაგრამ დასავლეთლონდონელებს...

ცეცხლი ტოკიოში ჩავიდა
ჩანაწერი

ცეცხლი ტოკიოში ჩავიდა

ოლიმპიური ცეცხლი უკვე ტოკიოშია და 26 მარტიდან ამომავალი მზის ქვეყნის გარშემო მოგზაურობას დაიწყებს. ტოკიო 2020-ის სპეციალური თვითმფრინავი იაპონიის მაცუშიმას პრეფექტურის ავაიბაზაზე ადგილობრივი დროით 10 საათზე დაეშვა. გასაგები მიზეზების გამო იაპონური დელეგაცია საბერძნეთს სულ რამდენიმეკაციანი დელეგაციით ესტუმრა. ცეცხლი კი თვითმფრინავიდან იაპონიის საამაყო შვილებმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა საორი იოშიდამ და ტადიშიდო ნამურამ გამოიტანეს. ცხადია, იქვე გახლდათ იაპონიის ეროვნული ოლიმპიური...