იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა სატელეფონო საუბარი დაგეგმეს. სავარაუდოდ, ეს ორი პატივცემული კაცი დაუსვამს წერტილს ოლიმპიადის გადატანა-არგადატანის საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლით გადადება გადაწყდება, ოლიმპიადა მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატს შეიწირავს. მოგეხსენებათ, სამძლეოსნო მონდიალი, რომელიც თავისთავად გრანდიოზული ტურნირია, 4 წელიწადში ერთხელ იმართება. 2021 წელს ჩემპიონატს ამერიკულმა იუჯინმა 6-15 აგვისტოს უნდა...
წელი: 2020
მო(უ)ხალისე
ჟოზე მოურინიუმ დაამტკიცა, რომ ხალხის კაცია — კორონავირუსის გამო შინ ჩაკეტილი ლონდონელი მოხუცებისთვის საკვების დარიგებაში მიიღო მონაწილეობა. „ტოტენჰემ ჰოთსპურის” 57 მწვრთნელი ორი ორგანიზაციის, Age UK-სა და Love Your Doorstep-ის ჩრდილო ლონდონის უბან ენფილდის განყოფილებებში ჩაეწერა მოხალისედ. წარმოიდგინეთ, სხვა მოხალისეების გაკვირვება, როდესაც გვერდით „რეალის”, „ჩელსის”, „მანჩესტერ იუნაიტედის”, „ინტერისა” და „პორტუს” ყოფილი თავკაცი დაინახეს. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ჩემპიონატი ჯერჯერობით...
ოლიმპიადა ერთი წლით გადაიდება
ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდება. მიზეზი: კორონავირუსი. ეს სიხლე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრმა დიკ პაუნდმა თქვა. დიდმოხელის ამ სიტყვებს წინ უძღოდა კანადისა და ავსტრალიის უარი ტოკიოში ჩასვლაზე, რასაც მოჰყვა კიდევ ერთი მრავალრიცხოვანი და გავლენიანი გუნდის (თუ გნებავთ ქვეყნის), დიდი ბრიტანეთის განცხადება — კორონავირუსის პირობებში ოლიმპიადაში მონაწილეობას ალბათ არც ჩვენ მივიღებთო. პაუნდმა USA Today-ს განუცხადა: „ოლიმპიადის...
უეფამ ფინალები გადადო
უეფამ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი პანდემიის გამო იმთავითვე ერთი წლით გადადო, ევროტურნირების ფინალები კი დაახლოებით ერთი თვით – ივნისის ბოლოსთვის გადაიტანა. ეს ყველაფერი წევრ ასოციაციებთან კონსულტაციების შემდეგ იყო. სულ რამდენიმე წუთის წინ კი უეფამ ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე გამოაცხადა, რომ ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ფინალები, ასევე ქალთა ჩემპიონთა ლიგის გადამწტვეტი შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო. შეგახსენებთ, რომ...
უარი ოლიმპიადას… ჯერ ორი!
კორონავირუსს ერთი-მეორეს მიყოლებით დანებდნენ ეროვნული და საერთაშორისო სპორტული ფედერაციები. გაჩერდა ყველა ტურნირი. უფრო სწორად – თითქმის ყველა, რაკი, მაგალითად, დღევანდელ სპორტულ განრიგს თუ ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ საფეხბურთო ჩემპიონატი კვლავ გრძელდება მიანმარსა და ნიკარაგუაში… თუმცა ამ საყოველთაო უძრაობაში, ბოლო, ვინც ჯიუტად არ ნებდებოდა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იყო. სოკ-ში და ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტში ომახიანად ამტკიცებდნენ, რომ...
საქართველოში რაგბი კიდევ გადაიდო
საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა განაცხადა, რომ ქართულ რაგბში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზა თავდაპირველად გამოცხადებულ 1 აპრილს არ დასრულდება. როგორც მედიკოსები პროგნოზირებენ, პანდემიის განვითარებამ პიკს აპრილში უნად მიაღწიოს და ამ დროს რაგბის თამაში მიზანშეუწონელია, ამდენად, საშეჯიბრო კომიტეტმა ლიდერბეთის დიდი 10-ის განახლების თარიღი ორი კვირით გადაწია, მაგრაამ ამას ასევე საგანგებო მდგომარეობაც ემატება, რომელიც...
რაკიტიჩი მესამასეს ელოდება და საჭმელს აკეთებს
კრონავირუსის პანდემიის დროს ფეხბურთელები შინ სხედან, ცოლ-შვილთან ერთად და სახლის პირობებში ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. მათ რიცხვშია „ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, რომელიც დარბაზის და ტრენაჟორების გარდა ინტერნეტშიც ბევრ დროს ატარებს, ხუმრობს და ფანებს ელაპარაკება. „ფაქტია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ჩემი თანაგუნდელები, ვარჯიში და ახლობლები მენატრებიან. მინდა მალე დაბრუნდეს ჩვეულებრივი ცხოვრება, განვაგრძო ბრძოლა...
რუსული რულეტი პრემიერლიგაში
თუკი პრემიერლიგა სეზონის განახლებამდე ფეხბურთელებს სავარჯიშოდ ხუთ კვირას არ მისცემს, ჩათვალეთ, რომ ისინი რუსულ რულეტს თამაშობენ! ასე მძაფრად გამოხატა თავისი დამოკიდებულება ჰოლანდიელმა რაიმონდ ვერჰეიენმა, რომელიც „ბარსელონაში”, „მანჩესტერ სიტიში” და უელსის ნაკრებში ფიზიკური მომზადების მწვრთნელად არის ნამუშევარი. ინგლისის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო ოფიციალურად 30 აპრილამდეა გაჩერებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მაისის დასაწყისში ბურთი მართლა რომ გაგორდეს, ფეხბურთელები...
იბრა მიდის… მილანიდანაც…
იტალიურ გაზეთებში ხმა დაირხა, სეზონის ბოლოს ზლატანი დაგვტოვებსო. ასაკი ასაკად და „უძლეველი იბრა“ კორონავირუსის პანდემიამაც შეაშინა. აპენინებზე დაბრუნება ვეტერანი შვედისთვის მთლად იღბლიანი არ გამოდგა. „მილანში“ გადასვლიდან 2 თვეში ნახევარკუნძული და მსოფლიო ახალმა ვირუსმა მოიცვა და სხვა ყველაფერთან ერთად სპორტიც შეაჩერა. ჯერ არავინ უწყის როდის ან საერთოდ თუ განახლდება სეზონი, ან რა იქნება სატრანსფერო ფანჯრისას, მაგრამ...
ტოჩინოშინი უმაღლესში დაქვეითდა
ჰარუ ბაშო დასრულდა. სუმოტორებმა საბლოო შედეგი დააფიქსირეს. ქართველი ჩემპიონი, დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-18 მაეგაშირა კოტონოვაკას შეერკინა, რომელსაც დადებითი ბალანსი განაღდებული ჰქონდა (8:6), ჩვენებურს კი მინიმალური უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შანსი ჰქონდა და ამ ორთაბრძოლას 6:8-ზე ბალანსით შეხვდა. თითქოს, ეს შერკინება მარტის ბაშოზე ლევანის ფორმას გამოხატავდა. ჯანმრთელი ტოჩინოშინი სხვა დროს კოტონოვაკას შანსს არ დაუტოვებდა, თუმც ახლა ქართველი ფეხებზე მყარად ვერ დგას და მოწინააღმდეგემაც ამით ისარგებლა, უვატეჰინერის კიმარიტეთი (ილეთით) ის ადგილზე...





