უეფამ ფინალები გადადო

Home კატეგორიის გარეშე უეფამ ფინალები გადადო
უეფამ ფინალები გადადო

უეფამ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი პანდემიის გამო იმთავითვე ერთი წლით გადადო, ევროტურნირების ფინალები კი დაახლოებით ერთი თვით – ივნისის ბოლოსთვის გადაიტანა. ეს ყველაფერი წევრ ასოციაციებთან კონსულტაციების შემდეგ იყო. სულ რამდენიმე წუთის წინ კი უეფამ ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე გამოაცხადა, რომ ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ფინალები, ასევე ქალთა ჩემპიონთა ლიგის გადამწტვეტი შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, სტამბოლში, ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გამართულიყო, ევროპის ლიგის ფინალისთვის კი 27 მაისს პოლონურ გდანსკს უნდა ემასპინძლა.

შეგახსენებთ, ორიოდ დღის წინ უეფამ ერთა ლიგის D ჯგუფის ფლეი ოფების თარიღი დაადგინა – 2 ივნისი, საკლუბო ტურნირების მთავარი მატჩების გადადების შემდეგ კი საქართველო-ბელორუსის უკვე დათქმულ დროს ჩატარებაც საეჭვო გახდა.

 

ავტორის პროფილი

კობა ინასარიძე
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.