იტალიური ბრეშას პროკურატურამ ბრალდება მოუხსნა მარიო ბალოტელის, რომელიც არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობასა და გაუპატიურებაში იყო ეჭვმიტანილი. ძიებამ დაადგინა: ხანმოკლე რომანი ორმხრივი თანხმობის შედეგი იყო და გოგონამ დაარწმუნა ფეხბურთელი, რომ უკვე სრულწლოვანი იყო. მოგვიანებით გოგონამ, რომლის ვინაობასაც გამოძიება არ ასაჯაროებს, ფეხბურთელის შანტაჟირება გადაწყვიტა და სიჩუმის სანაცვლოდ მას 100 ათას ევროს სთხოვდა. როგორც უკვე მოგახსენეთ, მარიო ბალოტელის ყველა...
წელი: 2020
ინგლისში ფეხბურთელების ხელფასებს იცავენ
ინგლისში პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია პრემიერლიგასა და ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციას სასწრაფო შეხვედრას სთხოვს — ხელფასის საკითხებზეა სალაპარაკო. აგერ უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც „ლესტერმა” „ასტონ ვილას” 4:0 მოუგო და მას მერე ფეხბურთის სამშობლოში ბურთი აღარ გაგორებულა. ინგლისელებმა სხვადასხვა ლიგაში ჩემპიონატები მას მერე შეწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ მიკელ არტეტა და კალუმ ჰადსონ-ოდოი კორონავირუსით იყვნენ ავად. თავდაპირველად...
კრიში მანჩესტერში ბრუნდება?
კრიშტიანუ რონალდუ აღარც მალავს, რომ ტურინის „იუვენტუსიდან“ წასვლა სურს. ამაში გარკვეული როლი იტალიაში შექმნილმა კატასტროფულმა პანდემიურმა ვითარებამაც ითამაშა. თუ ესპანურ პრესას ვენდობით, ფეხბურთელს შესაბამისი წინადადებით უკვე მიმართეს პსჟ-მა და „მანჩესტერ იუნაიტედმა“. რონალდუ თანახმაა დაბრუნდეს „ოლდ ტრაფორდზე“, თუკი ოლე გუნარ სულშერი გუნდს ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანს. იმ მომენტისთვის, როცა პრემიერლიგა დაპაუზდა, მანჩესტერელები მეხუთე ადგილზე იყვნენ, მაგრამ „სიტისთვის“...
როცა პრეზიდენტი ტუალეტში შედიოდა…
ესპანურ ფეხბურთს კორონავირუსმა უკვე წაართვა ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი. 21 მარტს მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი, 76 წლის ლორენსო სანსი ამ ეპიდემიის მიზეზით გარდაიცვალა. 17 მარტს ის მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს და კორონავირუსი დაუდგინეს. იქამდე მან არ მოისურვა ჰოსპიტალში ყოფნა და რვა დღე შინ თვითიზოლაციაში გაატარა. თუმცა ამან მისი მდგომარეობა უფრო დაამძიმა და ისევ მოხვდა სამედიცინო დაწესებულებაში,...
ფსონი, პორნო და 15 მილიონი
ბრაზილიელი პაულინიო კარგა ხანია ჩინურ სუპერლიგაში ბურთაობს და 15 მილიონ დოლარსაც იღებს წლიური ჯამაგირის სახით. მისი იდილიური ყოფა კი ერთმა ფოტომ ლამის უმუშევრობად და ჩინეთიდან დეპორტაციად აქცია. საქმე იმაშია, რომ პაულინიომ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა იაპონელ ცუკასა აოისთან ერთად. მომღიმარი სიმპათიური ახალგაზრდების ფოტოში არაფერი იქნებოდა დასაძრახი, რომ არა აოის პროფესია და პაულინიოს მაისურზე განთავსებული ლოგო. ცუკასა...
ზამ-თარ-ში!
ინგლისური „ბრაიტონი“ საკუთარ მატჩებზე 1000 ბილეთს გაუნაწილებს ბრიტანეთის ჯანდაცვის ასოციაციის თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს. ამით მათ სურთ გამოხატონ მადლიერება მედმუშაკების მიმართ და სხვა კლუბებსაც მოუწოდეს, გამოეხმაურონ წამოწყებას. „ბრაიტონის“ წამოწყება უკვე აიტაცა „ბორნმუთმა“ და სასაჩუქრედ ისიც 1000 ბილეთს გამოყოფს. ბუნებრივია, კონკრეტულ შეხვედრებზე ჯერ საუბარი ნაადრევია და ეს მხოლოდ მომავალ სეზონში მოხდება.
კორონა ბარსას ხელფასებს დაერია
„ბარსელონა” კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რთული პერიოდის გადალახვას ცდილობს. კლუბმა შეიმუშავა ფინანსური-სახელფასო გეგმა. „ბარსას”დირექტორატს ფეხბურთელებისთვის ეს გეგმა განსახილველად არ მიუცია, უბრალოდ გააცნო, როგორც გადაწყვეტილება. ესპანეთის ჩემპიონს ზურგს ლა ლიგა უმაგრებს, რომელმაც ქვეყანაში კლუბებს ERTE-ს გამოყენების უფლება მისცა. რა არის ERTE? მარტივად და პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის ხელფასების შემცირების უფლება, სანამ კორონავირუსი მძვინვარებს. ჯერჯერობით, ERTE-ს მოქმედება 11 აპრილამდეა...
როგორ შევიტანოთ მილიონი
„მანჩესტერ სიტის” თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ კორონავირუსთან ბრძოლას 1 მილიონი ევრო შესწირა. მან ფული ბარსელონის ანხელ სოლერ დანიელის ფონდს ჩაურიცხა. ეს ფონდი ბარსელონელ ექიმთა ოფიციალურ კოლეჯთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. ფონდმა, რომელიც უკვე საუკუნეა რაც არსებობს, ოფიციალური განცხადებით დაადასტურა „ბარსელონასა” და „ბაიერნის” ყოფილი მწვრთნელის ქველმოქმედების ფაქტი. გვარდიოლას გულუხვმა შენატანმა ახალი ძალა შესძინა კომპანიას, რომლის ფარგლებშიც უკვე აგროვებული...
… ოლიმპიური კომიტეტი დანებდა
შაბაშ! ოლიმპიური თამაშები გადაიდო. ეს უკვე გადაწყვეტილი საქმეა. აქამდე სულ სამჯერ იყო, ოლიმპიური თამაშები რომ არ გაიმართა (1916, 1940 და 1944 წლებში) და მაშინ მიზეზი მსოფლიო ომები გახდა. კორონავირუსი ამავე კალიბრის კატასტროფების რიგში ჩადგა და, თუმცა ჯერჯერობით საუბარი მხოლოდ ერთი წლით გადატანაზეა, არავინ იცის, როგორი იქნება მსოფლიო 2021 წლის ზაფხულში. პირველი ემოცია? დაახლოებით ისეთი, ძალიან...
სანჩო ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდაა
საფეხბურთო ობსერვატორიამ (CIES) მსოფლიოს ყველაზე ღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა (2000 წელს შემდეგ დაბადებულები). საინტერესოა, რომ პირველი ორი ადგილი „დორტმუნდის“ ფეხბურთელებმა დაიკავეს. პირველ ადგილზე ინგლისელი ჯეიდონ სანჩოა. მისი ფასი 184 მილიონი გირვანქა გახლავთ. თითქმის მისი ნახევარი ფასი ღირს ჯეოდონის ნორვეგიელი თანაგუნდელი ერლინგ ჰოლანდი – 94 მილიონი. მესამეზე მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი როდრიგოა – 82 მილიონი, მეოთხეზე...









