კორონავირუსმა ლორენსო სანსი იმსხვერპლა. მადრიდის „რეალის” 76 წლის ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა ვერ უშველეს. ის 21 მარტს გარდაიცვალა.
სანსი „ლოს ბლანკოსს” 1996-2000 წლებში ედგა სათავეში. მანამდე ის „სანტიაგო ბერნაბეუზე” რამონ მენდოსას ადმინისტრაციაში დირექტორად მუშაობდა.
ლორენსო სანსმა „რეალის” დასუსტებულ გუნდს, რომელსაც Los Merengues (ბეზეს) ეძახდნენ, ახალი სიცოცხლე შთაბერა. მან თავიდან მწვრთნელად მიიყვანა ფაბიო კაპელო, რომელსაც გარს ისეთი ლეგიონერები შემოუკრიბა, როგორებიც იყვნენ რობერტო კარლოსი, კლარენს ზეედორფი, დავორ შუკერი, პრედრაგ მიატოვიჩი… ამ თაობის კულმინაცია 1997-98 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება გახლდათ.
მისი პრეზოდენტობის ხანაში „რეალმა” ჩემპიონთა ლიგაში ორჯერ გაიმარჯვა. იყო წარმატებები შინაურ სარბიელზეც. და მაინც, „თეთრების” სტრუქტურაში გაჩენილი ინსტიტუციური პრობლემების გამო სანსს 2000 წელს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუხდა. ამ არჩევნებზე სულ რაღაც 3167 ხმით გაიმარჯვა ფლორენტინო პერესმა, რომელთანაც მას, როგორც „მარკა” წერს, შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა.
ყოფილმა პრეზიდენტმა 2004 წელს კვლავ სცადა თანამდებობაზე დაბრუნება, მაგრამ ვერ შეძლო — არჩევნებში დამარცხდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/08/2026 | 09:47მოურინიუ: რეალი ის კლუბია, რომელსაც არ სჭირდება ფეხბურთელი, გადმოსვლა ორჯერ რომ უნდა შესთავაზო
სიახლეები19/08/2026 | 06:54მუსიალას გათიშვები საშიში არ არის
მთავარი ამბავი18/08/2026 | 09:23როგორ მოემზადა მამარდაშვილი სეზონისთვის?
სიახლეები18/08/2026 | 07:53რატომ გაიმართა სუპერთასის შეხვედრა ლანსში?
