სანამ პორტუგალიას დავჭირდები

Home აქეთურ-იქითური სანამ პორტუგალიას დავჭირდები
სანამ პორტუგალიას დავჭირდები

2008 წლის მაისში პორტუგალიის თასის ფინალში ლისაბონის „სპორტინგმა“ „პორტუს“ ორი უპასუხო გოლი დამატებით დროში გაუტანა და ტიტულს მეთხუთმეტედ დაეუფლა.

სწორედ ამ დროს ავღანურ ყანდაგარში დაბანაკებული ნატოს პორტუგალიური სამხედრო კონტიგენტი ადგილობრივებთან ერთად უყურებდა მატჩს. სამხედროთა შორის იყო ექიმი-ლეიტენანტი, 28 წლის ფრედერიკუ ვარანდაში.

2020 წელს კი ის უკვე „სპორტინგის“ პრეზიდენტია. სულაც არ უყვარს მედიაში ხშირად გამოჩენა და თუ „მანჩესტერში“ ბრუნუ ფერნანდეშის ტრანსფერს არ ჩავთვლით, ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როცა კრიშტიანუ რონალდუს პატივსაცემადკლუბის სტადიონის სახელწოდების  გადანათვლის იდეა წამოაყენა.

დღეს პრეზიდენტი ისევ ყურადღების ცენტრშია. 40 წლის ვარანდაშმა ისევ თეთრი ხალათი მოირგო და კორონავირუსთან მებრძოლების წინა რიგში ჩადგა:

„მე ვემსახურებოდი ქვეყანას და დღეს ვუბრუნდები საკუთარ პროფესიას, რადგან იქ უფრო საჭირო ვარ. ამას გავაკეთებ მანამ, სანამ პორტუგალიას დავჭირდები,“ – დაწერა ფრედერიკუ ვარანდეშმა სოციალურ ქსელში.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".