„ჩელსიმ” ინგლისური საზოგადოება ლამაზი ჟესტით მოხიბლა — დასავლეთლონდონური კლუბის მეპატრონემ რომან აბრამოვიჩმა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას „მილენიუმ ოტელი” დაუთმო. ცხადია, აქცია დროებითია. ის იმოქმედებს დღეიდან ორი თვის განმავლობაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი გადაიხედება სიტუაციის შემდგომი განვითარების მიხედვით. როგორც კი ბრიტანეთში კორონავირუსს დაამარცხებენ, სასტუმრო მფლობელს დაუბრუნდება.
ხსენებული „მილენიუმ ოტელი” „სტემფორდ ბრიჯის” კომპლექსში შედის. ეს ჯერ კიდევ იმ დროინდელი ამბავია, როდესაც „ჩელსის” კენ ბეიტსი ფლობდა და სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარა. „მილენიუმ ოტელის” გარდა კომპლექსში „კოპთორნ ოტელიც” შედის.
ინგლისის ჯანდაცვის სისტემას „ლურჯების” თავმჯდომარე ბრუს ბაკი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ყველა ხარჯს, რომელიც სასტუმროს საავადმყოფოდ მუშაობის პერიოდში იქნება დასაფარი, აბრამოვიჩი კისრულობს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
