… ლევან გორგაძე დოჰიოზე ტრავმის პირობებში ასპარეზობს, მის წინააღმდეგ ჰენკა უკვე ორჯერ გამოიყენეს (ერთხელ წარმატებით – იშიურა; ერთხელ წარუმატებლად – შოჰოძანი), ამჯერად გაბრაზებულმა ქართველმა კაგაიაკისთან ჰენკა თავად გააკეთა, თავდაპირველი შეჯახება აიცილა და მარტივი გამარჯვება მოიპოვა. ამ ორთაბრძოლის მოგებით, მან მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონში დარჩენა გაინაღდა. ტოჩინოშინის ბალანსი ახლა 5 მოგება და 6 მარცხია, წინ კიდევ 4 ორთაბრძოლა გველის. ლევანმა 4-დან 3-ის მოგება მაინც რომ მოახერხოს, დადებით...
წელი: 2020
ექვსკორონიანი
„ესპანიოლმა” გამოაცხადა, რომ მისი მთავარი გუნდის ექვს ფეხბურთელსა და სამწვთნელო შტაბის წევრს COVID 19 სჭირს. ესპანურ საკლუბო ფეხბურთთან დაკავშირებული ეს ცნობა კუდში მოჰყვა ცნობას იმის თაობაზე, რომ „ვალენსიას” მოთამაშეთა და მწვრთნელთა 35% დასნებოვანებულია. კერძოდ, ქალაქ ბარსელონის კლუბის განცხადებაში წერია: „დადგინდა, რომ „ესპანიოლ დე ბარსელონას” მთავარი გუნდის მწვრთნელთა და მოთამაშეთაგან ექვს ადამიანს COVID 19-ის ტესტზე დადებითი...
ასე გადაირია სესკ ფაბრეგასი (video)
ეს სახალისო ვიდეო სესკ ფაბრეგასის ტვიტერზე ვნახეთ. იზოლაციის მეოთხე დღეა და სახლში ჯდომისგან ხალხი გადაირიაო, წერს „მონაკოს” 32 წლის ვარსკვლავი. კადრში კი ხედავთ, თუ როგორ გამოდის მსოფლიოს 2010 წლისა და ევროპის 2008 და 2012 წლების ესპანელი ჩემპიონი დილით აივანზე და ყვირის: — დილა მშვიდობისა მეზობლებო. პასუხად ესმის: — წადი შენი… (ქართულად ასე უფრო კარგად აღიქმება) და...
ლიგაც, ევროპის ლიგაც, სოკ-ი დგას…
ევროპის ჩემპიონატის კვალად უეფას გადაწყვეტილებით წლის უმთავრესი მატჩებიც გადაიდო. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ბელარუსთან ერთა ლიგის ფლეი ოფი სავარაუდოდ ივნისში შედგება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით ქომაგი 26 მარტის უკვე გადადებული მატჩის ბილეთს იმ დღეს გამოიყენებს, როცა მატჩი ჩატარდება, ხოლო დაბრუნების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ TKT.GE-ს. ცხადია, გადაიდო ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის შეხვედრები. მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის ჩატარების თარიღი...
ევროპა გადაიდო
როგორც მოსალოდნელი იყო ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო. ევრო 2020 უეფას დღევანდელი გადაწყვეტილებით ევრო 2021 გახდა. მიზეზი ცხადია – COVID 19, იგივე კორონავირუსი, რომლის ეპიცენტრმაც ჩინეთიდან უკვე ევროპაში გადმოინაცვლა და რის გამოც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ პანდემია გამოაცხადა. ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება. მასპინძელი 12 ქალაქი უცვლელია. არადა, ევრო...
არის მეოთხე…
ბაშოს მეათე დღეს, ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა შოჰოძანს შეერკინა. ამ ორთაბრძოლამდე ქართველის ბალანსი 3 მოგებასა და 6 მარცხს შეადგენდა, იაპონელმა კი 8-დან მხოლოდ ორში იმარჯვა.ურთიერთშეხვედრებში, ჩვენიანის უპირატსობა თვალსაჩინო იყო – 14:8. დღევანდელ დაპირისპირებაც ლევან გორგაძის სასარგებლოდ დასრულდა. შოჰოძანი თავდაპირველ შეტაკებას თითქოს მოერიდა, ოდნავ გვერდზე გაიწია, თუმცა ტოჩინოშინმა ამ ბაშოზე მიღებული გამოცდილება გაითვალისწინა და შესაჯახებლად მთელი ძალით არ წავიდა, თავის შემაგრება მოახერხა. საბოლოოდ ტოჩიმ მეტოქე დაჯაბნა და...
იტალია 3 მაისს შენატრის
კორონავირუსმა ევროპულ ფეხბურთში ისე არია საქმეები, რომ გაუგებარია ვინ რას ამბობს და რას გეგმავს. იტალია, მოგეხსენებათ, ახალმა დაავადებამ ყველაზე მეტად დაჩაგრა. იმ მომენტისთვის, როდესაც ამ ცნობას ვწერთ, აპენინებზე 27 980 ადამიანია ავად. როგორც ცნობილია, სერია A-ს შეფებმა ჩემპიონატი 3 აპრილამდე შეაჩერეს, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ COVID 19 ასე მალე ვერ აილაგმება და რომშიც...
ზიკომდე ვირუსი არ მივიდა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ზიკომ, თავის ინსტაგრამის გვერდზე დაწერა, რომ კორონავირუსის თაობაზე ტესტი ჩაიტარა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა. „საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინათ, ჩემს მეგობარს, „ფლამენგოს“ ვიცე-პრეზიდენტ მაურუსიო გომეშ დე მატოშს შევხვდი, რომელსაც შემდეგ კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამიტომ ტესტი გავიარე. შედეგი, საბედნიეროდ, უარყოფითი აღმოჩნდა. ამან დამაწყნარა. მოუწოდებ ყველას, ვიყოთ ფხიზლად და მედიკოსების მიერ დადგენილი რეკომენდაციები...
ვალენსიას 35 პროცენტი ავადაა
„ვალენსიამ” ოფიციალური განცხადება გაავრცელა: „მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 19 თებერვალს, მილანში, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შემდეგ კლუბმა მკაცრი ზომები მიიღო — მილანი კი იმ გეოგრაფიულ რეგიონშია, რომელიც იტალიის ხელისუფლებამ ამ თამაშიდან ორიოდ დღის შემდეგ მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა — და ფეხბურთელები გულშემატკივრებსა და „ვალენსიას” სხვა თანამშრომლებს დააშორა, ბოლო გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ კორონავირუსის ტესტზე შემოწმებულთა 35 პროცენტის...
შოუ უნდა გაგრძელდესო?
ლარს კრისტერ ოლსენი შვედი კაცია, რომელიც 2007 წლამდე უეფას აღმასრულებელ კომიტეტს უძღოდა, ახლა კი ევროპის წამყვანი ლიგების (მათ რიცხვში პრემიერლიგის, ბუნდესლიგისა და ლა ლიგის) გაერთიანებას უდგას სათავეში. ის ამბობს, რომ შეწყვეტილი ჩემპიონატები აუცილებლად უნდა დასრულდეს! მან აგრეთვე მიმართა ისეთ მსხვილ ტელემაუწყებლებს, როგორებიც არიან Sky და BT. ოლსენი მათ ფინანსურ ზარალზე წასვლისა და ამით მსოფლიო ფეხბურთის გადარჩენისკენ მოუწოდებს....









