„ესპანიოლმა” გამოაცხადა, რომ მისი მთავარი გუნდის ექვს ფეხბურთელსა და სამწვთნელო შტაბის წევრს COVID 19 სჭირს.
ესპანურ საკლუბო ფეხბურთთან დაკავშირებული ეს ცნობა კუდში მოჰყვა ცნობას იმის თაობაზე, რომ „ვალენსიას” მოთამაშეთა და მწვრთნელთა 35% დასნებოვანებულია.
კერძოდ, ქალაქ ბარსელონის კლუბის განცხადებაში წერია:
„დადგინდა, რომ „ესპანიოლ დე ბარსელონას” მთავარი გუნდის მწვრთნელთა და მოთამაშეთაგან ექვს ადამიანს COVID 19-ის ტესტზე დადებითი პასუხი ჰქონდა. ყველა მათგანს აღენიშნება სუსტი სიმპტომები და ისინი ექიმების რჩევებს ითვალისწინებენ”.
„ესპანიოლმა” აქტივობა 13 მარტს შეწყვიტა და ფეხბურთელები შინ, თვითიზოლაციაში გაუშვა.
ამის მიუხედავად, არ არის გამორიცხული, რომ მალე კორონავირუსი გუნდის სხვა ფეხბურთელებსაც აღმოაჩნდეს, რადგან ორიოდ დღის წინ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/08/2026 | 09:35ალისონმა მეოთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია
სიახლეები30/08/2026 | 08:06კვერნაძემ და კომპანიამ ფიორენტინას იუბილე ჩაუშხამეს
მთავარი ამბავი30/08/2026 | 07:05ჩემპიონთა ლიგაში ქართული დერბის ვარიანტებია 20 ოქტომბერი და 3 ნოემბერი
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 09:52სილამაზის სალონში ტრანსფერს ადასტურებენ
