„ბოდიპანჩერი“ საკრივო ტერმინია და სიტყვასიტყვით სხეულზე დამრტმელს, ტანზე მცემელს ნიშნავს. ეს ტერმინი იმ მოკრივეთა მიმართ გამოიყენება, რომელთათვისაც ღმერთს მართლად ცემის ნიჭი მოუმადლებია, მაგრამ არ მიუნიჭებია კრივში ეგოდენ საჭირო და პრესტიჟული უნარი სანოკაუტო დარტყმისა. დიახ, კრივში არსებობს სხვა ტერმინიც – „ქეიოპანჩერი“, რაც იმას გულისხმობს, რომ მავან მოკრივეს მანოკაუტებელი დარტყმა ძალუძს. ასეთი რამ იმას ნიშნავს, რომ კრივის...
წელი: 2020
თვითიზოლაციის დამრღვევი
ინგლისელმა ფეხბურთელებმა მეისონ მაუნტიმ და დეკლან რაისმა ხალხი გააბრაზეს — კორონავირუსის პანდემიის დროს მეგობრებთან ერთად საბურთაოდ და სალაღობოდ პარკში წავიდნენ. მაუნტი „ჩელსის” ფეხბურთელია და მას სავარაუდოდ კლუბი დააჯარიმებს. არის კიდეც დასასჯელი, რადგან დასავლეთ ლონდონელთა ფეხბურთელი კალუმ ჰადსონ-ოდოი COVID 19-ით არის ავად და შესაბამისად მთელ გუნდს თვითიზოლაციაში ყოფნა აქვს დავალებული. მაუნტი კიდევ 10 დღის განმავლობაში შინიდან...
ტოჩი – 3:6
ჰარუ ბაშოს მე-9 დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა მიოგირიუს შეერკინა. აქამდე ურთიერთშეხვედრებში ორივეს სრული თანაფარდობა ჰქონდა – 12:12. მიმდინარე ტურნირი კი წარმატებული არც ერთისთვის გამოვიდა, თუ ტოჩინოშინს ამ ორთაბრძოლამდე 3 გამარჯვება და 5 მარცხი ჰქონდა, მიოგირიუმ რვიდან მხოლოდ ერთი მოიგო. წინა ორი შერკინების მსგავსად, ტოჩისთან უპირატესობის მოპოვება დასაწყისში ისევ მოწინააღმდეგემ მოიპოვა, თუმცა აქ ქართველმა გადაწყობა...
სუპერ რაგბიც გაჩერდა…
მსიფლიო რაგბი კორონავორუსის ტყვეობში აღმოჩნდა. პანდემიის გამოცხადენამ სპორტის ამ სახეობის მამებიც დააფირა და სარაგბო ტურნირების შეწყვეტის ტალღამ სტარტი ევროპაში აიღო – მთელ პლანეტას გადაუარა და სამხრეთ ნახევარსფერომდეც მიაღწია. ბოლო ბასტიონი დაეცა და სუპერ რაგბიც გაჩერდა…
ალან შირერის ბლოგი
სეზონის არ-დამთავრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი სხვა გზა აღარ იქნება. მანამდე კი საჭიროა საკითხი განვიხილოთ ყოველი კუთხით, უნდა გადავხედოთ ყველა შესაძლო სცენარს, თუნდაც ისეთს, რომელიც შემდეგი სეზონის დაწყების გვარიანად გადაწევას გულისხმობს. დღეს არსებობს უამრავი აზრი, ვარაუდი. და გასაგებია, რომ ამწუთას გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია წინა პლანზე, მაგრამ თუ (და ეს ძალიან დიდი „თუ”-ა) სეზონს ვერ...
ტოჩიმ ტამავაში მავაშით დაითრია
ნაკაბი – ასე ეწოდება მერვე საშეჯიბრო დღეს, როცა ბაშო ეკვატორს გადის. ლევან გორგაძემ დღეს ზედიზედ მეორე, სულ კი მესამე გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინმა ტამავაშის მავაში მოიგდო და მონღოლი იმ წამიდან უშანსოდ იყო. ლევანს დადებითი ბალანსისთვის დარჩენილ შვიდ ბრძოლაში ხუთი გამარჯვება სჭირდება. ამოცანა ძალიან რთულია, მაგრამ არა შეუსრულებელი. ხვალ მისი მეტოქე მიოგირიუ იქნება. აქამდე მეტოქები დოჰიოზე 24-ჯერ...
ზარალი
თუ კორონავირუსის გამო შეწყვეტილი სეზონი არ განახლდება, ინგლისურმა ფეხბურთმა შეიძლება 10 მილიარდი გირვანქა დაკარგოს. პრემიერლიგის შეფების მონაწილეობით მომდევნო თათბირი სამშაბათს არის დანიშნული. სავარაუდოდ ეს იქნება ონლაინ-შეკრება, სადაც შეეცდებიან მდგომარეობის გადარჩენის ახალი გზები დასახონ. არადა, როგორ გინდა დასახო გზა, როდესაც ხელისუფლება მასობრივ თავყრილობებს კრძალავს. უფრო სავარაუდოა, რომ სეზონს, რომელსაც „ლივერპული” 25 ქულიანი უპირატესობით იგებდა, წერტილი დაესმება. „დეილი...
კრიში ჰოსპიტალებს ხსნის
კრიშტიანუ რონალდუ ჯერაც პორტუგალიაშია და თვითიზოლაციაში იმყოფება მას შემდეგ, რაც მის თანაგუნდელ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდასტურდა. ესპანური „მარკას“ ცნობით, რონალდუმ გადაწყვიტა, პორტუგალიაში მისი კუთვნილი რამდენიმე სასტუმრო ჰოსპიტალად გადააკეთოს და კორონავირუსთან მებრძოლ შტაბს უსასყიდლოდ დაუთმოს. მეტიც: ექიმებს და მთელ დამხმარე პერსონალს კრიშტიანუ ხელფასს საკუთარი ჯიბიდან გადაუხდის.
ვარსკვლავების თვითიზოლაცია და ჯორდან პიკფორდის ოფოფები
ლეო მესიმ თავის მილიონობით გულშემატკივარს საყვარელ ხალხთან ერთად შინ ჯდომისკენ მოუწოდა — COVID 19, რომელიც იშიფრება, როგორც „კორონავირუსის დაავადება (disease) 2019″, ჯერ კიდევ უტევს მსოფლიოს და ამ ეტაპზე უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია. მოგეხსენებათ, ახალმა გრიპმა სპორტს სერიოზულად დაარტყა. გაურკვეველი ვადით შეწყდა შეჯიბრებები. ბურთი, სულ მცირე, სამი კვირის განმავლობაში აღარ გაგორდება, თუმცა ეს დრო შესაძლოა გაცილებით მეტიც...
დაიმახსოვრეთ: ეს ბიჭი შორს წავა
ტურინის „იუვენტუსი“, მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ – როცა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ეს საფეხბურთო მონსტრები ერთვებიან, დანარჩენი მსურველების ხსენებაც არ ღირს. ვისზეა საუბარი? ბიჭუნა მხოლოდ 16 წლისაა, ნახევარმცველია და „ლიონის“ აკადემიაში წამოიჩიტა. რაიან ჩერკის ფრანგული კლუბის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი შარშან ოქტომბერში ჰქონდა. თანდაყოლილი საფეხბურთო თავხედობისა და კარგი ფიზიკური კონდიციების წყალობით უმაღლეს ფრანგულ დივიზიონთან ადაპტაცია მაინც და მაინც...









