„ვესტ ჰემის“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ კლუბი სრული შემადგენლობით კარანტინშია. თვითიზოლაციის მიზეზი კორონავირუსის გავრცელებული საშიშროებაა. თანაც, კლუბის წარმომადგენლების უმეტესობას რამდენიმე დღის წინ COVID19-ით ინფიცირებულ მიკელ არტეტასთან ჰქონდა კონტაქტი – „ჩაქუჩები“ „არსენალს“ პრემიერლიგის 29-ე ტურში შეხვდნენ (0:1). პრემიერლიგის გათამაშება ინგლისის სხვა საფეხბურთო დივიზიონებთან ერთად შეწყდა და სავარაუდოდ 4 აპრილს განახლდება.
წელი: 2020
თუკი ესპანეთი გერმანიას მიბაძავს
ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, კორონავირუსთან მებრძოლ ესპანეთშიც არავინ იცის გაგრძელდება ლა ლიგის შეწყვეტილი პირველობა თუ სეზონს დამთავრებულად გამოაცხადებენ. გერმანულმა ბუნდესლიგამ ორიგინალური გამოსავალი მოძებნა: გადაწყვიტა ჩემპიონატს წერტილი აქ დაუსვას და შედეგად ცხრილის ბოლო ვარიანტი გამოაცხადოს. ესპანურმა „მარკამ” ვითარებას გადახედა და ნახა, თუ რა მოხდება თუკი ლა ლიგაც გერმანელ კოლეგებს მიბაძავს და ჩემპიონატის ბოლო ვარიანტად დღევანდელ ცხრილს...
პრემიერლიგას განულებაც ემუქრება
სამკვირიანი შეჩერება კი გადაწყვიტეს, მაგრამ დიდი შანსია პრემიერლიგის შეფებს სეზონის დასრულებულად გამოცხადება მოუწიოთ. ყოველ შემთხვევაში ზეწოლა დიდია და ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების დინამიკაც ამას უწყობს ხელს. ინგლისის უმაღლესი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმშვენიერესი ლიგის 20 მეწილე ვერდიქტის გამოსატანად ორიოდ დღეში შეიკრიბება. რას შეიძლება ველოდოთ? სულ მცირე ორ კლუბს გაუხარდება თუკი სეზონი გაუქმდება და „ლივერპული” 1990 წლის...
პოგბა აღარ უნდათ
ფლორენტინო პერესი ალბათ უარს იტყვის „მანჩესტერიდან“ პოლ პოგბას გადაბირებაზე. ამის წინაპირობა სამეფო კლუბში ფედერიკო ვალვერდეს დამაჯერებელი თამაშია. ამას გარდა, „რეალი“ აპირებს „სოსიდადში“ განათხოვრებული მარტინ ედეგორი დაიბრუნოს. მადრიდში თვლიან, რომ ურუგვაელი და ნორვეგიელი საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველები არიან, მოედანზე დაახლოებით იგივე ფუნქციას ასრულებენ, რასაც პოლ პოგბა და თუ მწვრთნელის განკარგულებაში ორივე იქნება, პოგბაში უამრავი მილიონის გადახდა აზრს...
კორონა-სპორტი
☣ კორონავირუსმა უპრეცედენტო ზიანი მიაყენმა პოროფესიულ სპორტს. შეჩერებულია ჩემპიონატები, გუნდები კარანტინში არიან წასულები, შეჯიბრები უმაყურებლოდ ტარდება. ამ წუთისთვის არავინ იცის რა ბედი ელის წლის უმთავრეს სპორტულ მოვლენებს: ზაფხულის ოოლიმპიადას, ჩემპიონთა ლიგის ფინალს, ევრო 2020-ს, თუმცა მათი გადადების ალბათობა უკვე ძალიან დიდია. 🏀 დავიწყოთ კალათბურთით. რამდენიმე დღის წინ „იუტა ჯაზის“ ფრანგი კალათბურთელმა რუდი გობერმა კორონავირუსზე იხუმრა....
ბუნდესლიგა მთავრდება და ფართოვდება
16 მარტს გერმანიის საფეხბურთო კავშირი, დიდი ალბათობით, წლევანდელ სეზონს დასრულებულად გამოაცხადებს. ორივე ბუნდესლიგისთვის ბოლო 13-16 მარტს გასამართი ტური იქნება. ჩემპიონატში გამარჯვებული არ გამოვლინდება, თუმცა მეორე ბუნდესლიგიდან ერთბაშად 4 გუნდი დაწინაურდება. შესაბამისად, 2020-2021 წლების სეზონში პირველ ბუნდესლიგაში 22 გუნდი ითამაშებს. სეზონის ბოლოს მეორე ბუნდესლიგაში ოთხი გუნდი გავარდება, ერთი კი დასარჩენად მეორელიგელთან იბრძოლებს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ამ...
ვირუსმა საქართველო-რუსეთიც გადადო
დიახ, სტადიონზე მისვლა აგვიკრძალეს და რუსების რბევისთვის ყურება ტელევიზორში გვთხოვეს, მაგრამ ვაგლახ, რომ არც ამას გვაღირსებენ… ეს-ესაა, „რაგბი ევროპის“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელი ყველა მატჩი გადაიდო მინიმუმ 15 აპრილამდე. ეს ამბავი საქართველოს რაგბის კავშირშიც დაგვიდასტურეს. მიზეზები ყველასთვის ცნობილია – კორონავირუსი…
იტალიელებმა უეფა იუარეს
მოგეხსენებათ, ევროპის ლიგის თასზე ორი იტალიურ-ესპანური მერვედფინალი ჩამოყალიბდა. „რომა“-„სევილიას“ და „ინტერი“-„ხეტაფეს“ პირველი შეხვედრები ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის გაუქმების გამო გადაიდო. უეფამ გამოსავლის ძებნისას ასეთი ვარიანტიც მოიაზრა: თუ იტალიელები თავად იყტვიან უარს ტურნირში შემდგომ მონაწილეობაზე, დანარჩენი ბადის გამართვა და ჩამთავრება თუნდაც უმაყურებლოდ, მაგრამ შესაძლებელი იქნება.. უეფა დაუკავშირდა „რომასა“ და „ინტერის“ ხელმძღვანელობას, მაგრამ დაუყოვნებლივი უარი მიიღო. ამ...
მეკარეს მეკარისა…
მადრიდული მატჩის შემდეგ იურგენ კლოპი და ვირჯილ ვან დაიკი მეტოქეს „ენფილდის“ ატმოსფეროთი ემუქრებოდნენ. ლივერპულელთა საშინაო არენას და გიჟურ ფანობას არაერთი დიდი გუნდი გაუტარებია ქარცეცხლში და წუხელაც, პრინციპში, ყველაფერი იყო – „ლივერპულმა“ „ატლეტიკოს“ ვეინალდუმის გოლით ანგარიში კი გაუთანაბრა და ოდნავ მაინც რომ გამართლებოდა ძირითად დროშივე მოემთავრებდა საქმეს, მაგრამ… ამ „მაგრამს“ ოთხშაბათს იან ობლაკი ერქვა. მადრიდელთა მეკარე...
ვითომ ეს უშველის…
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს რაგბის კავშირს მაინც მოუწია არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება – საქართველოსა და რუსეთის მატჩი 14 მარტს „მიხეილ მესხზე“ უმაყურებლოდ ჩატარდება. კორონავირუსმა კორექტივები ყველა სფეროში შეიტანა, მათ შორის სპორტშიც და ცხადია, გვერდი არც რაგბს აუარა. აგერ, „ექვსი ერის“ ჩემპიონატი საერთოდაც შემოდგომაზე დასრულდება, რადგან ამ ტურნირის მონაწილე იტალია ხსენებული ვირუსული ინფექციის გავრცელების უმთავრესი წყაროა და...









