ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, კორონავირუსთან მებრძოლ ესპანეთშიც არავინ იცის გაგრძელდება ლა ლიგის შეწყვეტილი პირველობა თუ სეზონს დამთავრებულად გამოაცხადებენ. გერმანულმა ბუნდესლიგამ ორიგინალური გამოსავალი მოძებნა: გადაწყვიტა ჩემპიონატს წერტილი აქ დაუსვას და შედეგად ცხრილის ბოლო ვარიანტი გამოაცხადოს.
ესპანურმა „მარკამ” ვითარებას გადახედა და ნახა, თუ რა მოხდება თუკი ლა ლიგაც გერმანელ კოლეგებს მიბაძავს და ჩემპიონატის ბოლო ვარიანტად დღევანდელ ცხრილს გამოაცხადებს — ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულია 27 ტური სულ კი წესით 38 უნდა ჩატარდეს.
ამ შემთხვევაში ესპანეთის ჩემპიონი გახდება „ბარსელონა”, რომელმაც ბოლო ტურში ორი ქულით გადაასწრო „რეალს”. ეს იქნება კატალონიელთა 27-ე ტიტული. ახალი მწვრთნელისთვის, კიკე სეტიენისთვის veni, vidi, vici-ს ნაირსახეობა გამოვა, ხოლო ლეო მესი მეთერთმეტე ოქროს მედლით დაიმშვენებს მკერდს.
„ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება. ევროპის უდიდეს საკლუბო შეჯიბრებაში ესპანეთიდან გავლენ „ბარსელონა”, „რეალი”, „სევილია” და „რეალ სოსიედადი”.
ევროლიგაზე ისევ ითამაშებს „ხეტაფე”, რომელსაც შეუერთდებიან „ატლეტიკო” და „ვალენსია”.
„სამეფო თასს” გამარჯვებული არ ეყოლება, რადგან სევილიაში „რეალ სოსიედადისა” და „ბილბაოს” ბასკური ფინალი აღარ გაიმართება.
გერმანული ვერსიის თანახმად ლა ლიგიდან არავინ გავარდება. 20 გუნდიან ჩემპიონატს დაემატებიან „კადისი” და „სარაგოსა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/10/2026 | 09:43ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
სიახლეები24/10/2026 | 08:19პარიზელი ფანები ბოიკოტს მოითხოვენ
სიახლეები23/10/2026 | 09:09ფრანგული საიტი ოქროს ბურთზე ჭორაობს
აქეთურ-იქითური22/10/2026 | 09:33პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?
