ოთხშაბათმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ კარგა ხნის განმავლობაში სპორტი ძველი სახით ვერ დაგვიბრუნდება. ქვემოთ გთავაზობთ ქრონოლოგიას შუაევროპული დროის მითითებით ზუსტად ისე, როგორი თანმიმდევრობითაც ავრცელებდნენ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული სააგენტოები… 11.19. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ ახსენა 2020 წლის თამაშების ერთი ან თუნდაც ორი წლით გადატანის ვერსია. 11.22. „სიტი“-„არსენალი“ გადაიდო. 12.14. „ოლიმპიაკოსის“ მფლობელ ევანგელოს მარინაკისს ვირუსი...
წელი: 2020
გადაიდება ევრო 2020?
კორონავირუსთან დაკავშირებით მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება, მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები ერთი ცნობის დამთავრებას ვერ ასწრებენ, რომ ახალი აქვთ დასაწერი და სათქმელი, ასე რომ ვრცელი წერილის გამოქვეყნებას აზრი ჩვენთვისაც არ აქვს. უბრალოდ ვიტყვით, რომ უეფაში უკვე განიხილება ევრო 2020-ის ერთი წლით გადადების საკითხი. ეს იდეა რამდენიმე გავლენიანი საფეხბურთო ქვეყნის ფედერაციამ წამოჭრა, თუმცა როგორც ჩანს, პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი...
იუვეში კორონაა!
იუვენტუსელ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა. „იუვეს” მშობლიური ქალაქი ტურინი იტალიის ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ რეგიონში მდებარეობს, სადაც COVID-19 ძალიან არის მოდებული. რუგანიმ, რომლის ყიდვაც ადრე „არსენალს” უნდოდა თქვა: „დიახ, მე კორონავირუსი მჭირს, მაგრამ ნუ ღელავთ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მინდა ყველას მივმართო და მოვუწოდო, რომ რეკომენდაციები დაიცვას. ეს ჩვენს გარშემო მყოფთათვის, ახლობლებისთვის უნდა გავაკეთოთ”. ერთი ხნის წინ...
ოლიმპიადა იქნება…
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტის იოშირო მორის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) და ტოკიო-2020 ოლიმპიური თამაშების გადატანას ან გაუქმებას არც განიხილავს. იოშირო მორის შესაბამისი განმარტება მოჰყვა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრის ჰარუიუკი ტაკაჰასის ინტერვიუს, სადაც ის ტოკიოს თამაშების ერთი ან ორი წლის შემდეგ...
საშინაო გადაიდო, ველით ევროპულს???
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა: 1 აპრილამდე მისი ეგიდით გამართული ყველა ტურნირი შეჩერებულია. გადაწყვეტილება ლოგიკურია და სრულად ჯდება ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო კონტექსტში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფედერაციის გვერდით ვართ, მაგრამ ბელარუსთან სანაკრებო მატჩის ამბავი ისევ ჰაერშია გამოკიდებული. ქართველი ქომაგისთვის, ეს კონკრეტული და მომდევნო კიდევ ერთი მატჩი, რომელიც იმედია იქნება, ალბათ, უფრო მეტია, ვიდრე მთელი გასული 30...
უჯანოოდ
ჯანო ანანიძე კვიპროსზე, ანორთოზისში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მოსკოვის სპარტაკიდან გადაბარგდა. თემურ ქეცბაიას გუნდის რიგებში მან სულ შვიდჯერ ითამაშა და… დაშავდა… თან რა დროს… ჯანომ ვარჯიშზე მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა და თვენახევარი მოუწევს დასვენება, რაც ნიშნავს, რომ ის საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ნახევარფინალში, 26 მარტს ბელარუსთან ვერ ითამაშებს სიტყვამ მოიტანა და, საქართველო – ბელარუსის მატჩი შესაძლოა...
კორონავირუსი: პრეზიდენტს კი, მბაპეს – არა
უკვე დადასტურდა, რომ კორონავირუსითაა ინფიცირებული ბერძნული ოლიმპიაკოსის პრეზიდენტი ევანგელოს მარინაკისი. მას ვირუსი გუშინ დაუდგინეს და იმის შიშით და ვარაუდით, რომ ის 13 დღის წინაც დაავადებული იქნებოდა, პრემიერლიგის სიტი – არსენალის მატჩიც გადაიდო. საქმე ის გახლავთ, რომ ორი კვირის წინ არსენალმა ევროპა ლიგის საპასუხო მატჩში სწორედ ოლიმპიაკოსს უმასპინძლა, იქ კი მარინაკისს არსენალის რამდენიმე ფეხბურთელთან ჰქონდა პირდაპირი...
ჩაკეტილს შეწყვეტილი სჯობიაო
სამშაბათ დილას, ესპანეთის საფეხბურთო იერარქიის უმაღლესი და ზემოდან მეორე დივიზიონის კლუბებს გამოუცხადეს, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მაყურებლის გარეშე მოუწევთ თამაში. მიზეზი ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიაა. ახალი გრიპის გამო „ბებერი კონტინენტის” ბევრ ქვეყანაში სპორტული შეჯიბრებები ან შეწყდა, ან გულშემატკივრისთვის ჩაიკეტა. ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ თუ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება სთხოვს, ის მზად არის ჩემპიონატი...
მოურინიუ მოურინიუზე…
ინგლისური „ტოტენჰემის“ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს საკუთარი საფეხბურთო კარიერა შეახსენეს და მანაც ჩვეული პირდაპირობით გასცა პასუხი. – ბალტიმარ ბრიტომ ინტერვიუში ბრძანა, ჟოზე, როგორც ფეხბურთელი, აუტანელი იყოო. თურმე გამუდმებით წუწუნებდით და ზარმაციც იყავით… – ფეხბურთელი მოურინიო? თითოეული სიტყვა სიმართლეა. – რას მოუხერხებდა მწვრთნელი მოურინიო ფეხბურთელ მოურინიუს? – მარტივი გამოსავალია: ის ჩემს გუნდში ვერასოდეს ითამაშებდა. – ტრანსფერზე დააყენებდით?...
ვინ მოისაქმა ტერის საძინებელში?
„ჩელსის” ლეგენდა ჯონ ტერი 5,5 მილიონ გირვანქად ღირებულ სახლ-კარს ყიდის. მიზეზი: ეს სახლი გაძარცვეს, რის მერეც ინგლისელი ვეტერანის მეუღლე ტონის იქ ცხოვრება ზარავს. როდესაც ცოლ-ქმარი ზამთრის რომელიღაც კურორტზე ერთობოდა, მათ საცხოვრებელში ოთხმა მძარცველმა შეაღწია, საძინებელში მოისაქმა და ხელს 400 000 გირვანქის სამკაული გააყოლა. 39 წლის ვეტერანის (დღეს „ასტონ ვილაში” მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს) მეგობარმა თქვა: „სახლი ოჯახს იმ...









