წელი: 2020

Home 2020
სიმულიანტი, მყვირალა, თავხედი
ჩანაწერი

სიმულიანტი, მყვირალა, თავხედი

კვირას, „ოლდ ტრეფორდზე”, მანჩესტერული დერბი იყო, „იუნაიტედმა” „სიტის” 2:0 მოუგო. ამ შეხვედრის გმირად და ვარსკვლავად დაასახელეს მასპინძელთა პორტუგალიელი ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში, რომელიც ინგლისში ახალი გადასულია და ფანებს უკვე უყვართ, ქება და დიდება არ აკლია. „სიტისთან” შეხვედრის 30-ე წუთზე, ფერნანდეშმა, ცოცხალი კედლის თავს გადავლებული ეფექტური პასით ანტონი მარსიალს გაახსნევინა ანგარიში, ოღონდ, მეტოქე გუნდის ნახევარმცველი, თურქული წარმოშობის გერმანელი ილქაი...

სამწუხაროდ, საფრანგეთიც
ჩანაწერი

სამწუხაროდ, საფრანგეთიც

კორონავირუსი ის აქლემი აღმოჩნდა, ყველა ქვეყანაში რომ დაიჩოქებს. საფრანგეთის სპორტის სამინისტრომ აკრძალა ღონისძიებები, რომლებსაც 1000 მაყურებელზე მეტი დაესწრება. კლუბებმა უნდა გადაწყვიტონ: ან 1000 ბილეთის გაყიდვა და მკაცრი კონტროლი, ანაც დახურულ კარს მიღმა თამაში. პირველი ასეთი შეხვედრა უმაყურებლოდ „ლანსსა“ და „ორლეანს“ შორის ორშაბათს უკვე შედგა. უმაყურებლოდ ჩაივლის პარიზში დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათს მატჩი პსჟ-სა და „დორტმუნდს“...

ევროკორონა: რა მოხდება ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში?
ჩანაწერი

ევროკორონა: რა მოხდება ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში?

ესპანეთში ასეა: მთავრობამ ყველა ავტონომიას თხოვნით მიმართა, განიხილონ ლა ლიგის მატჩების უმაყურებლოდ ჩატარების საკითხი. ეს გახლავთ „ელ კონფიდენსიალის” ცნობა. მიზეზი მარტივი მისახვედრია — კორონავირუსი. ქვეყნის ჯანმრთელობის მინისტრმა სალვადორ ილამ თქვა, რომ სამეფოში რიგი ოფიციალური ზომების გატარებაა მოსალოდნელი, თუმცა დასძინა, არ მინდა ვილაპარაკო საკითხებზე, რომელბიც ჯერ არ გადაწყვეტილაო. „ელ კონფიდენსიალი” თავის მხრივ წერს, რომ ილამ პირადად დაურეკა...

კანავაროს ყოფილი კლუბი უფასოდ არავის უნდა?
ჩანაწერი

კანავაროს ყოფილი კლუბი უფასოდ არავის უნდა?

შეთავაზება რეალურია. კლუბის აქტივები 100 მილიონ დოლარს აღწევს, თუმცა ამას 145-მილიონიანი ვალი ფარავს… ზამთარში კლუბი 13-მა ფეხბურთელმა დატოვა, სანაცვლოდ კი ერთიც არ მიუღიათ. საუბარი ჩინურ „ტიანცზიანზეა“, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ფაბიო კანავარო-მწვრთნელმა ბრინჯაოს მედლები მოაგებინა. გუნდის მაისურით ალეშანდრე პატო და აქსელ ვიტცელი ბურთაობდნენ, „კიოლნში“ 2018 წელს გაპარულ ფრანგ ანტონი მოდესტთან კი სასამართლო დავა დღემდე გრძელდება....

ტევესმა მარადონა წილში ჩაისვა
ჩანაწერი

ტევესმა მარადონა წილში ჩაისვა

„ბოკა ხუნიორსი“ არგენტინის ჩემპიონი კი გახდა, მაგრამ ბოლო წუთამდე ამის არავის სწამდა… ფინიშამდე ორი ტურით ადრე „რივერ პლეიტი“ 4-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობდა და საკმარისი იყო ორიდან ერთი მატჩი მაინც მოეგო, რომ… „რივერმა“ ორივე ბოლო შეხვედრა ფრედ დაასრულა, მოსისხლე „ბოკა“ კი ბოლო ტურის პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში „ხიმნასია ლა პლატას“ მასპინძლობდა. შეგახსენოთ, ვინ არის „ხიმნასიას“ მთავარი მწვრთნელი –...

ინდიან-უელსი ჩაიშალა
ჩანაწერი

ინდიან-უელსი ჩაიშალა

9 მარტიდან ინდიან-უელსში ტრადიციული სუპერტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყებოდა, მოგვიანებით კი საქმეში ძირითადი ბადეც ჩაეტთვებოდა. უკვე ცნობილია, რომ ტურნირი (სულ მცირე) გადაიდო და საერთოდ შედგება თუ არა, უცნობია. „ვწუხვართ, რომ ასე მოხდა, მაგრამ ჩვენთვის პირველ ადგილზე ჩოგბურთელების, მაყურებლების და პერსონალის ჯანმრთელობაა. ვცდილობთ, გამოვნახოთ საშუალება და ტურნირი სხვა თარიღისთვის გადავწიოთ. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ,” – განაცხადა ტურნირის დირექტორმა...

მოუგებელი ჩემპიონობის კანდიდატები
ჩანაწერი

მოუგებელი ჩემპიონობის კანდიდატები

მეორე ტურის მთავარმა მატჩმა, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონობის თეორიული კანდიდატები ხვდებოდნენ, არ გაამართლა. თბილისის და ბათუმის „დინამოების“ შეხვედრა ცოტა უფრო მძაფრი და ჟინიანი წარმოგვედგინა, ერთმანეთს ხომ წინა სეზონის ჩემპიონ-ვიცეჩემპიონი ხვდებოდნენ. მაგრამ ნუ განვსჯით მკაცრად, სეზონი ჯერ მხოლოდ იწყება და ყველაფერი წინ არის. პლუსი ის არის, რომ პირველი ტურისგან განსხვავებით, მეტოქეებმა გოლების გატანა მოახერხეს. ბათუმელთაგან თავი ჯაბა...

დიბალა ლონდონში
ჩანაწერი

დიბალა ლონდონში

პაულო დიბალას თავისი აგენტისთვის ხორხე ანტუნისთვის დაურეკავს და „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე უარი გამოუცხადებია — „იუვენტუსში” თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მაგათი დიდი ხელფასი არ მინდაო. საინტერესოა, რომ არგენტინელს აგენტისთვის სწორედ მაშინ დაურეკავს, როდესაც ის მანკუნიანელთა ლონდონის ოფისში, არც მეტი არც ნაკლები, ედ ვუდვორდის კაბინეტში მჯდარა და საქმეს აკვარახჭინებდა. რატომ არ ისურვა დიბალამ „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლა? ამბობენ,...

ასე იღლიცინა რონალდუმ
ჩანაწერი

ასე იღლიცინა რონალდუმ

კრიშტიანუ რონალდუმ იხუმრა: „იუვენტუსისა” და „ინტერის” შეხვედრის წინ, სტადიონზე, ავტობუსიდან ჩამოსულმა, წარმოსახვით ფანებს ხელი ხელს დაუკრა (იხ. ვიდეო). მოგეხსენებათ, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში იტალიაში სერია A-ს შეხვედრები დახურულ კარს მიღმა ტარდება. თამაშებზე ხალხს არ უშვებენ. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის ოინები ამით არ დასრულებულა. მოედანზე გასვლის შემდეგ ის ოთხივე ტრიბუნისკენ მიტრილდა და ტაში დაუკრა. რა იყო ეს?...

ტოჩი ვერას გახდა…
ჩანაწერი

ტოჩი ვერას გახდა…

იაპონური ოსაკას ედიონ-არენაზე დახურულ კარს მიღმა გაიხსნა გაზაფხულის ბაშო. ტოჩინოშინი რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითებული შეხვდა ტურნირს. ერთ დროს ოძეკი ლევან გორგაძე მხოლოდ მე-9 მაეგაშირაა. მისი პირველი მეტოქე მე-11 მაეგაშირა სადანოუმი იყო და ქართველი ვერას გახდა. ხვალ მისი მეტოქე მე-11 მაეგაშირა ტიოტაირიუ იქნება. წინა 10 შეხვედრაში ლევანმა 8-ჯერ გაიმარჯვა და ეგებ ახლაც იყოჩაღოს…