„მილანის“ექსდირექტორმა ზვონიმირ ბობანმა კლუბიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. „არ ვიცოდი, თუ ჩრდილოეთ კორეაში ვიმყოფებით. ჩემი ინტერვიუ იურიდიულად უზადო იყო. ის შედგა შიდა სიტუაციის შესახებ დასმული უამრავი კითხვის შემდეგ, რომლებიც უპასუხოდ დარჩა,“ – განაცხადა ბობანმა. შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს „გაძეტა დელო სპოტყისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხორვატმა უკმაყოფილება გამოთქვა გენდირექტორ ივან გაზიდისის ქცევით, რომელიც ყველას ზურგს უკან...
წელი: 2020
მანჩესტერიდან მოვდივარ, უკან მაბრუნებს ქარიო
მდაა, ოთხი წელიწადი. ეს ოთხი წელიწადი სულ ერთნაირი დამარცხების, სირცხვილის, დაცინვის ეპოქაა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გამარცხებს ვოლგოგრადი, ტრაბზონი, ავტოქარხანა, ისთანბულის გარეუბანი, სოფელ ვარიანის მეფრინველეობის კომლექსის დუბლშემადგენლობა. გიგებს ლამის რომ აბოვიანის „კოტაიკი“ და შენა ხარ შვიდგზის შერცხვენილი, რადგან ზედიზედ იგებ მსოფლიოს უძველეს ეროვნულ ჩემპიონატს, კუნძულს გამოცდენილი კი თავლაფდასხმული ხარ. დიახაც, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბევრჯერ იყო...
ტოჩი იწყებს. გაგამარუ არ წასულა
8 მარტს იაპონიაში საგაზაფხულო, ანუ ჰარო-ბაშო აიღებს სტარტს. სუმოს ასოციაციამ გამოაქვეყნა პირველი ორი დღის საშეჯიბრო განრიგი. პირველ დღეს ტოჩინოშინის მეტოქე სიდანოუმი იქნება, 9 მარტს კი ლევან გორგაძე ტიოტაირიუს დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, იაპონია კორონოვირუსის გავრცელების ერთ-ერთი სახიფათო ზონაა და ორგანიზატორებმა თადარიგი დაიჭირეს და უმკაცრესი პირობები დათქვეს – ტურნირი დახურულ დარბაზში, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაივლის. თითოეულ სუმოისტს, მწვრთნელს...
ძველი ამბავი
საბედნიეროდ, ყველაფერი საუკეთესო ფინალამდე მივიდა: საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დიდი ანგარიშით მოიგო, ბონუს-ქულაც მიითვალა და რაც მთავარია, მორიგი ტიტული რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა. არადა, მოვლენები პორტუგალიასთან პარიზული მატჩის მთელი 67 წუთის განმავლობაში ისე ვითარდებოდა, რომ ჰაერში სენსაციის ჩვენთვის არასასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. პირველ ტაიმში ბორჯღალოსნებმა თავისი კოზირების გამოყენება ვერადავერ მოახერხეს, თან სოსო...
უსახელო მარცხი ესტონეთთან
დევისის თასის გათამაშების მეორე ჯგუფის ფლეი ოფს ოპტიმისტურად დავხვდით. ჯერ ერთი, რომ მასპინძლები ვიყავით და მეორეც, რეიტინგი ჩვენს უპირატესობაზე მეტყველებდა. ნიკილოზ ბასილაშვილი რომ მსოფლიო დონის ჩოგბურთელია, ეგ იქით იყოს და ჩვენი მეორე ნომერი ალექსანდრე მეტრეველიც (რეიტიგის 679-ე ნომერი) აღემატებოდა კრისტიან ტამს (729) და ვლადიმირ ივანოვს (757). ბასილაშვილმა საკუთარი მოსაგები პარასკევს კი მოიგო, მაგრამ მეტრეველი დამარცხდა...
აუტი ფეხით, ყვითელზე გაძევება
ნიდერლანდური ფეხბურთის მამების გადაწყვეტილებით, ახალგაზრდულ ლიგაში რამდენიმე ახალი წესის ტესტირება მოხდება. მათ შორის უმთავრესი ხუთია: – აუტიდან ბურთის შემოტანა ხელის ნაცვლად ფეხით იქნება შესაძლებელი – ჯარიმის გათამაშებისას ფეხბურთელს შეეძლება, საკუთარ თავს დაუგოროს ბურთი და გააგრძელოს თამაში – ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში ფეხბურთელს დროებით გააძევებენ დაახლოებით ისე, როგორც რაგბიში ან ჰოკეიში ხდება – შეცვლების რაოდენობა შეუზღუდავი...
კორონაინგლისი
ბრიტანეთის სპორტისა და მაუწყებლობის ბოსები ორშაბათს ლონდონში არიან დაბარებულები. მთავრობამ დიდი თათბირი დაგეგმა. კორონავირუსს უნდა მოუხერხონ რამე. ამ დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლები მასობრივი სპორტული ღონისძიებების მომწყობებს აქა-იქ კი ხვდებოდნენ და რაღაცებს გეგმავდნენ, მაგრამ ახლა უკვე მსხვილ თათბირზეა ლაპარაკი. სავარაუდოდ, ყველა სახეობის წარმომადგენელს შეეკითხებიან, რამდენად შეუძლიათ მათ (ფინანსურად, ტექნიკურად და სხვა) იტალიასავით მაყურებლის გარეშე ჩაატარონ შეჯიბრებები. იტალიამ,...
უელსის ყველაფერი
ევრო 2020-ის გათამაშებაში გიგზის გეგმა მარტივია, მოედანზე ბეილთან ერთად კიდევ 10 სხვა ფეხბურთელი უნდა გაიყვანოს. ეს ფორმულა აქამდე წარმატებით მუშაობდა და, მიუხედავად იმისა, რომ „რეალის“ ვარსკვლავს კლუბში ხშირი სათამაშო დრო არ ეძლევა, მწვრთნელი ნაცადი ტაქტიკის შეცვლას არც ახლა აპირებს „ის როცა ჩვენთან არის, ყველა შეხვედრაში თამაშობს და მოედანზე ბოლომდე იხარჯება. ვერ გეტყვით მომავალში რა მოხდება, მაგრამ...
მზიურში ჯერ ფრეა
დევისის თასზე საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებ გუნდებს შორის ანგარიში პირველი სათამაშო დღის შემდეგ საყაიმოა. პირველები კორტზე ჩვენი სეფემეჩოგნე ნიკოლოზ ბასილაშვილი და ვლადიმირ ივანოვი გავიდნენ. ნიკამ იოლად მოუმთავრა საქმე მეტოქეს – 6:4, 6:1. მეორე შეხვედრაში ალექსანდრე მეტრველს კრისტიან ტამი ერგო. სანდრომ კი იბრძოლა, მაგრამ გადამწყვეტი სეტი ესტონელს დარჩა – 4:6, 6:4, 3:6. შეხვედრები „მზიურის“ კორტებზე ხვალ...
პარიზში, მგლებთან…
7 მარტს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პარიზში მატჩს გამართავს, რომელმაც შესაძლოა ტურნირის ჩემპიონის ვინაობა ვადაზე ადრე გამოავლინოს. ბორჯღალოსანთა მეტოქე პორტუგალიის ნაკრები, „ლობუში“ (მგლები) იქნება, ეს გუნდი კი დამაჯერებლად დაწინაურებული ქართველების უახლოესი მდევარია. პორტუგალია ევროპის რაგბის ჩემპიონატში ახლაღა, 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და საქმეს ეგრევე შეუდგა: ჯერ ბელგიას შინ 23:17 მოუგო, შემდეგ კი რუმინეთს უმასპონძლა და...









