წელი: 2020

Home 2020
ტიაგო მესი და ბენჟამინ სუარესი…
ჩანაწერი

ტიაგო მესი და ბენჟამინ სუარესი…

ლეო მესისა და ლუის სუარესს კარიერის საუკეთესო სეზონი რომ არ აქვთ, ისეც ნათელია. „ბარსელონას“ ურუგვაელი ვარსკვლავი აგერ უკვე სამი თვეა ტრავმირებულია, არგენტინელს კი მთელი გუნდის ტვირთის ტარება მხოლოდ საკუთარი ზურგით უწევს. ჰოდა, ვიდრე „ბარსელონას“ არც თუ საუკეთესო პერიოდი უდგას, მამების გახარებას შვილები ახერხებენ… კატალონიელთა 8-წლამდელთა გუნდში ტიაგო მესი და ბენჟამინ სუარესი ხერარდ პიკეს უფროს ვაჟ...

რონალდინიოს ყალბი პასპორტი
ჩანაწერი

რონალდინიოს ყალბი პასპორტი

 მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიო საზღვრის ყალბი პასპორტით გადაკვეთის გამო პარაგვაიში დააკავეს. სასტუმროში, სადაც რონალდინიო ძმასთან ერთად დაბინავდა, ჩხრეკა ჩატარდა. რონალდინიოს შარშან პოლიციამ, გადასახადების დამალვის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, ბრაზილიური და ესპანური პასპორტები ჩამოართვა, რის გამოც ყოფილმა ფეხბურთელმა სამოგზაუროდ ყალბი პასპორტი გამოიყენა. პარაგვაის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რონალდინიო გამოძიებასთან თანამშრომლობს.

მტრების დარტყმები…
ჩანაწერი

მტრების დარტყმები…

ესპანეთში პირველობისთვის ბრძოლა ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს. ელ კლასიკომდე, პირველ ადგილზე „ბარსელონა“ თუ იყო, ახლა „რეალი“ გალიდერდა და, არ დაგვავიწყდეს, რომ გასათამაშებელი კიდევ 33 ქულაა. დარჩენილ დროში რა მოხდება, კაცმა არ იცის. თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერს ითვლიან და ლა ლიგაშიც ყველაფერი დაიანგარიშეს. როგორც გაირკვა, კარისკენ დარტყმების მხრივ ესპანეთში პირველ ადგილზე „რეალია“ – საშუალოდ, მატჩში 16.15; მეორეზე „ვილიარეალი“...

ბასკები VS ბასკები
ჩანაწერი

ბასკები VS ბასკები

პირველად ესპანური ფეხბურთის ისტორიაში, სამეფო თასის ფინალში ერთმანეთს „რეალ სოსიედადი” და „ბილბაო” შეხვდებიან. თამაშს 18 აპრილს ქალაქი სევილია, ”ესტადიო დე ლა კარტუხა” უმასპინძლებს. დავაზუსტოთ (თუმცა, შეიძლება დავიბნეთ): ორი ბასკური კლუბი ფინალში ადრეც შეხვედრია ერთმანეთს. სამი შემთხვევა იყო ასეთი. 1910 წელს „ბილბაომ” „ბასკონია სპორტინგ კლაბს” (იმავე „რეალ სოსიედადს”) მოუგო 1:0; 1913 წელს ირუნის „რასინგმა” 1:0 აჯობა ზემოხსენებულ...

მამა ჰაალანდის ესპანური ფლირტი
ჩანაწერი

მამა ჰაალანდის ესპანური ფლირტი

47 წლის ალფ-ინგე ჰაალანდი გახლავთ „დორტმუნდის” 19 წლის ვარსკვლავის ერლინგ ჰაალანდის მამა, რომელმაც ესპანური AS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი შვილის შესახებ დაწვრილებით ილაპარაკა. თავადაც ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც კარიერის განმავლობაში „ნოტინგემ ფორესტში”, „ლიდს იუნაიტედსა” და „მანჩესტერ სიტიში” თამაშობდა, ნორვეგიის ნაკრების მაისურა კი 34-ჯერ მოირგო, AS-ს უთხრა, რომ მისი ვაჟისთვის ესპანეთში გადაბარგება შესანიშნავი იქნებოდა. მამა-ჰაალანდმა ესპანელებს ტკბილი სიტყვა...

ჩანაწერი

ახალი ჩემპიონთა ლიგა?

უეფა მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანია Relevent Sports-თნ, რაც მიზნად ისახავს ახალი საზაფხულო ტურნირის გამართვას, რომლის ფორმატიც, ფაქტობრივად ჩემპიონთა ლიგის იდენტური იქნება. მასში უძლიერესი ევროპული კლუბები ჩაერთვებიან, საკვალიფიკაციო და ჯგუფურ ეტაპებს გაივლიან და მერე უძლიერესს ფლეი-ოფში გაარკვევენ. ხელშეკრულება რვაწლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს და უკვე 2021 წელს პირველად გაიმართება. პირველ ეტაპზე ტურნირს აშშ-ი უმასპინძლებს, მერე კი აზიაში გადაინაცვლებს. ამ...

ლევან მოსეშვილიც წავიდა…
ჩანაწერი

ლევან მოსეშვილიც წავიდა…

კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი. გარდაიცვალა ლევან მოსეშვილი. კაცი, რომელიც ცხოვრობდა კალათბურთით, რომელსაც უყვარდა კალათბურთი, რომელიც თავად იყო კალათბურთი. რთულია, დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ბატონი ლევანის გარეშე წარმოდგენა. თბილისის „დინამოში“ ამ დიდმა კაცმა შექმნა ეპოქები. ჯერ, როგორც კალათბურთელმა და შემდეგ, როგორც – მწვრთნელმა. ჩვენ ვამაყობთ იმ თამაშით, რომელშიც ამ ადამიანმა და დანარჩენმა დინამოელებმა 1962 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის...

ტრადიცია, ღირსება და ძალა
ჩანაწერი

ტრადიცია, ღირსება და ძალა

„ზაარბრუკენმა“ საფეხბურთო სამყაროს თავი კიდევ ერთხელ შეახსენა. გერმანიის თასის 1/4 ფინალში, ამ მეოთხელიგელმა გუნდმა, „დიუსელდორფი“ პენალტების სერიაში (7:6) დაამარცხა და პირველი კლუბი გახდა, რომელიც ასეთი დაბალი ლიგიდან ნახევარფინალში გავიდა. და რა გაუკეთებია ამ გუნდს აქამდე ისეთი, ფეხბურთის ქომაგის ყურადღება რომ მიიპყროს? მაგალითისთვის, შორეულ 1951 წელს უნდა მივაკითხოთ, როდესაც ეს გუნდი, საერთაშორისო რანგის შეხვედრაში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“...

ვილიანი საბოლოოდ გაიბუტა
ჩანაწერი

ვილიანი საბოლოოდ გაიბუტა

„ჩელსის” ვარსკვლავი ვილიანი 31 წლისაა და დასავლეთლონდონელებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა. ბრაზილიელს „სტემფორდ ბრიჯზე” ორიოდ თვეღა დარჩა, შემდეგ კი თავისუფალი აგენტი გახდება. არადა, სულ ახლახან, თებერვალში, ვილიანმა ინტერვიუში თქვა, რომ ლონდონი მისი მეორე სახლია. ის მოწადინებული იყო „ჩელსიში” დასარჩენად. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. ბრაზილიურ  UOL Esporte-თვის მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთელმა განმარტა, რომ მთავარი დაბრკოლება ახალი ხელშეკრულების ხანგრძლივობაა....

რონალდუმ გვერდი წაშალა
ჩანაწერი

რონალდუმ გვერდი წაშალა

ცნობილ საფეხბურთო აგენტ ჟორჟე მენდეშის მისი კლიენტებისგან სიმბოლური ნაკრების გაკეთება სთხოვესმ რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა: ედერსონი, პაულისტა, სემედო, ფაბინიო, დი მარია… ცხადია, სიმბოლურში მოხვდა მენდეშის ყველაზე ვარსკვლავური კლიენტი კრიშტიანუ რონალდუ. მის სატრანსფერო ღირებულებად 75 მილიონი ევრო მიუთითეს. თუმცა, სიმბოლურში მოხვდა მასზე უფრო ძვირად შეფასებული ფეხბურთელიც: ბერნარდო სილვას სამომავლო ტრანსფერი 100 მილიონი ევრო ყოფილა. რონალდუ...