წელი: 2020

Home 2020
არასწორი, მართალი ერიკი
ჩანაწერი

არასწორი, მართალი ერიკი

„ტოტენჰემ ჰოთსფურისა” და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ერიკ დაიერი ტრიბუნაზე ავარდა და ფანებს დაუპირისპირდა. ეს ამბავი ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ნორვიჩთან” პენალტებით დამარცხების შემდეგ მოხდა. დაიერის ამბავს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია გამოიკვლევს. ჟოზე მოურინიუმ კი პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ერიკი ასე მისი უმცროსი ძმის გამო მოიქცა, რომელიც, როგორც ჩანს, ამ ისტორიასთან რაღაც შუაშია. სოციალურ მედიაში ტრიალებს რამდენიმე ვიდეო, რომელთაგან...

რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა
ჩანაწერი

რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა

დღეს რობერტ შავლაყაძე, გუშინ შოთა გორგოძე – დიდი ოლიმპიური ჩემპიონი და კაცი, რომელმაც დიდი „დინამოს“ შექმნაში უდიდესი წილი დაიდო… დღეს რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა… ბოლოს მას პლეხანოვზე, შინ მივაკითხე. წელისტკივილი აწუხებდა და ხეირიანად სიარული უჭირდა… არაფერი შეუმჩნევია, თბილად, ღიმილით დამხვდა, ბევრი ილაპარაკა, ძველი ამბები გაიხსენა, ბოლოს კი მგონი დარდმა სძლია, ისე ჩაილაპარაკა, თუმც მალევე ძველი, ისევ...

შაკას ლოგიკა: ნეიმარი ნაღდად გადავა ბარსელონაში!
ჩანაწერი

შაკას ლოგიკა: ნეიმარი ნაღდად გადავა ბარსელონაში!

ყოფილმა მეკარემ, ახლა კი ESPN-ის მიმომხილველმა შაკა ჰისლოპმა თქვა, რომ „ბარსელონა” ამ ზაფხულს ნეიმარს უეჭველად დაიბრუნებს, რადგან „პარი სენ ჟერმენს” ბრაზილიელის თავიდან მოშორება უნდა. მოგეხსენებათ, უკვე კარგა ხანია, რაც ნეიმარის „ბარსაში” ტრანსფერზე ლაპარაკობენ. თავდამსხმელი კატალონიის დედაქალაქიდან პარიზში 2017 წელს გადაბარგდა. ფრანგულმა კლუბმა მასში სარეკორდო თანხა, 222 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ ვარსკვლავი ახალ გარემოს ვერ შეეწყო,...

ბატონო ვაის, თქვენი ყისმათი, ჩვენი ნიჭი…
ჩანაწერი

ბატონო ვაის, თქვენი ყისმათი, ჩვენი ნიჭი…

ბედი მომეციო და… არავინ თქვას, რომ სპორტში მხოლოდ ოსტატობა და მომზადება იმარჯვებს. იღბალი, ანუ ჩვენებურად ყისმათიც უდიდეს როლს თამაშობს და ხშირად ერთწამიან გამართლებას (ან პირიქით) ისტორიის გადაწერა შეუძლია. მარტივი მაგალითი? რობი რენსენბრინკი დიდებული იყო და მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის ფინალის ბოლო წუთზე ის ბურთი ძელს რომ არ მოხვედროდა, კაცმა არ იცის, ვინ იქნებოდა ჰოლანდიაში საუკუნის...

მეკარე
ჩანაწერი

მეკარე

ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგა ისვენებს და ახალგაზრდების ჩემპიონთა ლიგისთვის ყურადღება მეტი დაგვრჩა. ამჯერად გმირი დან რიზიგერი გახდა – ჰოლანდიური „აიაქსის“ ახალგაზრდული გუნდის მეკარე. მადრიდის „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში საქმე პენალტების სერიამდე მიდიოდა და 93-ე წუთზე მოედანზე რიზიგერი შეუშვეს. კიპერმა სამი პენალტი მოიგერია, მაგრამ სერია მერვე დარტყმამდე მივიდა. დანი გაბრაზდა, თანაგუნდელებს ვეღარ ენდო, გადამწყვეტი პენალტი თავად დაარტყა და...

ბილინგემი – დორტმუნდში გასაზრდელი ინგლისელი სუპერვარსკვლავი
ჩანაწერი

ბილინგემი – დორტმუნდში გასაზრდელი ინგლისელი სუპერვარსკვლავი

„დორტმუნდის” ფანები 19 წლის ჯეიდონ სანჩოს ერთ წელიწადზე მეტხანს შეჰხაროდნენ. იანვრიდან გამოჩნდა ახალი სათაყვანებელი ყმაწვილი, ასევე 19 წლის ერლინგ ჰაალანდი. ახლა კი დაირხა ხმა, რომ „სიგნალ იდუნა პარკზე”, რომელსაც ნათლობის სახელი „ვესტფალენშტადიონი” ჰქვია, შეიძლება ახალმა მეგავარსკვლავმა გააგოროს ბურთი. ლაპარაკია 16 წლის ჯუდ ბილინგემზე (სრული სახელია, ჯუდ ვიქტორ ვილიამ ბილინგემი), რომელიც ინგლისური ფეხბურთის მეორე დივიზიონში, ჩემპიონშიპში, „ბირმინგემ...

ბელარუსი წესრიგით იმუქრება
ჩანაწერი

ბელარუსი წესრიგით იმუქრება

„კარგად გვესმის, რა ამბავიც იქნება თბილისში 26 მარტს. ყველა ბილეთი გაყიდულია. დიდი აჟიოტაჟია. ზედმეტი მღელვარება კი, რამაც შეიძლება ფეხბურთელებზე იმოქმედოს, ჩვენი ნაკრების მწვრთნელებმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ. ფსიქოლოგიური მუშაობაა საჭირო, რათა 55 000-იანმა სტადიონმა და მეტოქის მხარდაჭერამ ბელარუსის ნაკრები არ მოშალოს. რა თქმა უნდა, კავკასიაში თამაში რთულია და ეს ჯერ კიდევ საბჭოეთის დროს იგრძნობოდა. თბილისშიც, ბაქოშიც,...

სტარიჯი ყომარში გამოიჭირეს
ჩანაწერი

სტარიჯი ყომარში გამოიჭირეს

ათი წლის წინ ათი ინგლისელი ქომაგისთვის რომ გეკითხათ, ქვეყანაში ამომავალ ვარსკვლავად ვის მიიჩნევთო, სულ მცირე შვიდი, დენიელ სტარიჯიო, გიპასუხებდათ. მართლაც, ყველაფერი კარგად დაიწყო: „ჩელსიში“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თავი ევრო თუ მსოფლიო ჩემპიონატიდანაც დაგვამახსოვრა და მერე, „ლივერპულს“ ტრანსფერისთვი 15 მილიონი გირვანქის გადახდა მოანდომებინა... მერე იყო ტრავმები, რამდენიმე განათხოვრება და სათადარიგო ფორვარდის სტატუსი. წინა ზაფხულის მერე ლიგის...

დედა საავადმყოფოშია
ჩანაწერი

დედა საავადმყოფოშია

კრიშტიანუ რონალდუ გუშინ სასწრაფოდ გაფრინდა პორტუგალიაში, საიდანაც შეატყობინეს, რომ დედამისს დოლორეშ ავეირუს გულის შეტევა ჰქონდა. მოგვიანებით კი მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ტვიტერზე დაწერა, რომ დედა უკეთაა და მხარში დგომისთვის მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს. „დიდი მადლობა მესიჯებისა და მხარდაჭერისთვის. ამ ეტაპზე დედა საავადმყოფოშია, სტაბილურადაა და გამოჯანმრთელების გზაზე დგას. მე და ჩემს ოჯახს გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ექიმების...

დინამოს ისტორიული მოგება
ჩანაწერი

დინამოს ისტორიული მოგება

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში თბილისის „დინამომ“ „მარსელს“ უმასპინძლა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. რევაზ ჩომახიძის შეგრიდებმა მეტოქე 15:12 დაამარცხეს. მატჩი თბილისში, ოლიმპიკის საწყლოოსნო კომპლექსში კორონა ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქომაგთა გარეშე ჩატარდა. თითქმის მთელი მატჩი ჩვენების უპირატესობით მიმდინარეობდა. „დინამო“ შესანიშნავად თამაშობდა. განსაკუთრებით ეს პირველ და მეორე მეოთხედზე ითქმის. „დინამომ“ მხოლოდ ბოლო მეოთხედი დათმო, ამ პერიოდში...