ვიდრე შვეიცარიელი ფილიპ სენდეროსი ერთა ლიგის წილისყრისას C ლიგის საუკეთესო ოთხეულს გაანაწილებდა, მეორე ჯგუფში მოხვედრა ვინატრე. ისე ყველაფერი კარგად აგიხდეთ. ჩვენი მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი და სომხეთი იქნებიან. ის ჯგუფია, სადაც პირველობას სენსაციად არავინ ჩაგვითვლის, მაგრამ ჯერ რა დროს „ოპლაა“?! ახლა კი ოთხივე ლიგის ყველა ჯგუფს მივყვეთ. ლიგა A. I ჯგუფი 1. ჰოლანდია 2. იტალია...
წელი: 2020
სანჩესმა ხელფასი უნდა გაინახევროსო
ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი, გასულ ზაფხულს „მანჩესტერდან“ მილანის „ინტერში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა. შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. მისი ყოველკვირეული ჯამაგირი 400 ათასი გირვანქა გახლავთ, პლუს ბონუსები. ისიც ცნობილია, რომ მისი წლიური, დაახლოებით 21 მილიონიანი ანაზღაურებიდან, „ინტერმა“ მხოლოდ 4,5 მილიონის გადახდაზე თქვა თანხმობა. მიმდინარე სეზონში ჩილელმა მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანა „ინტერის“ მაისურით. მიზეზი გასაგებია, მძიმე ტრავმა მიიღო და...
ბექემი საქმეს შეუდგა
დევიდ ბექემი საქმეშია – MLS-ში მისი მაიამის „ინტერის“ დებიუტი შედგა. პირველი შეხვედრა სახარბიელო ვერ გამოდგა, ბექემის გუნდმა „ლოს ანჯელესთან“ სტუმრად წააგო, თუმცა ეგ არაფერი, ინგლისელს დიდი ამბიციები აქვს. კლუბს, რომელსაც კონკაკაფის ორგზის ჩემპიონი დიეგო ალონსო თავკაცობს, დღე არ გავა მსოფლიოს ვარსკვლავები რომ არ დაუკავშირონ. იწერება ედისონ კავანის, ნეიმარისა და იოზილის შესაძლო ტრანსფერებზე, თავად ბექზი კი...
მჭედლიძემ ნავსი გატეხა
თაზო მჭედლიძემ ნავსი გატეხა და პირადი მშრალი სერია დასრულა. მისი „რუანი“ პრო დ2-ის ერთ-ერთ მოწინავე გუნდს, ბასკურ „პერპინიანს“ სტუმრობდა და მიმდინარეობდა პირველი ნახევრის ბოლო წუთი, როცა მასპინძელთა ლელოში რუანელთა მძლავრი მოლი შევარდა ხოლო ბურთის დამიწება ქართველმა შუამარბმა ითავა. მჭედლიძის ლელომ ჩამორჩენა რამდენადმე შეამცირა, თუმცა საბოლოოდ „რუანმა“ მაინც გამანადგურებელი მარცხი განიცადა 12:57 – და ცხრილის ბოლოსწინა...
კლოპმა ბიჭები დაამშვიდა
„ლივერპულმა” რომ პრემიერლიგაში „უოტფორდთან” 0:3 წააგო, რეზონანსული ამბავი გამოდგა. გავარდნის რისკის წინაშე მდგომ გუნდთან დამარცხებამ მერსისაიდელებს „არსენალის” 2003-04 წლების რეკორდის გამეორებისა და წაგების გარეშე გაჩემპიონების შანსი დააკარგინა. ცნობილი გახდა, რომ „ვიკარიჯ როუდზე” მატჩის დასრულების შემდეგ „წითლების” მწვრთნელი იურგენ კლოპი თავის ფეხბურთელებს გაესაუბრა. ჟორჟინიო ვინალდუმი: „თამაშის დამთავრებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ის ჩვენთან შემოვიდა და გულწრფელად გველაპარაკა....
რეალი გახდება ჩემპიონი თუ ბარსელონა?
კვირას ჩატარებულმა „ელ კლასიკომ” ლა ლიგის ცხრილში პირველ ადგილზე „რეალი” მოაქცია. მოუგეს რა „ბარსელონას” 2:0, მადრიდელებმა 26 ტურის შემდეგ 56 ქულა დააგროვეს. ამდენივე შეხვედრიდან 55 ქულა აქვს „ბარსას”, მოქმედ ჩემპიონს. ამრიგად, ესპანეთის ორ უდიდეს გუნდს ერთმანეთთან საქმე მოთავებული აქვს. დარჩენილია ჩემპიონატის მესამედზე ნაკლები ანუ ამიერიდან ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებენ ლიდერები დარჩენილ მეტოქეებთან....
ოლიმპიადა მაყურებლების გარეშე
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტი მუდმივ კავშირშია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. მთავარი კითხვა: რამდენად შეამცირებს კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ოთხწლეულის უმთავრესი სტარტების ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართვა. ბუნებრივია, უმაყურებლო ოლიმპიადა ზარალია, მაგრამ ამის ალტერნატივა შეიძლება მსუყე სატელევიზიო კონტრაქტები გახდეს. ჯერჯერობით ორგანიზატორები ამის იმედად არიან, თუმცა უმთავრესი იმედი მაინც ვირუსის მასშტაბების შემცირებაა. ჯერჯერობით იაპონიაში 25 თებერვლის მონაცემებით ინფიცირების 862 შემთხვევა...
არ ავნო, არ დაამტვრიო, არ დაამცირო…
გაიმართა რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელსაც პრეზიდენტის არჩევნების ახალი თარიღი უნდა დაედგინა. მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდა, გამგეობამ მიმართვა გავრცელა, რომელსაც იცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს რაგბის თემმა, მოქმედი სარაგბო კლუბების, რაგბის კავშირის გამგეობისა და ხელმძღვანელობის ჩათვლით 2011 წელს მიიღო რაგბის ქარტია, დოკუმენტი რომელიც ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას რაგბის, როგორც ფასეულობათა სისტემის მიმართ. ჩვენთვის რაგბი არასდროს ყოფილა გატაცება, აზარტი...
კალდერონის გზა
ხდება ხოლმე, ადამიანები რაღაცას ქმნიან და შემდეგ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, სამარადისო მონუმენტს საკუთარ სახელს უგებენ. თანამედროვე სამყაროში ფეხბურთი ხომ მხოლოდ მწვრთნელები და ფეხბურთელები აღარ არიან, საფეხბურთო მოღვაწეები კლუბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. ფლორენტინო პერესის დიდი ამბიციები რომ არა, შესაძლოა „რეალი“ დღეს ასეთი წარმატებული არ ყოფილიყო. მეორე მადრიდული გუნდისთვის, „ატლეტიკოსთვის“, ვისენტე კალდერონი სწორედ ასეთი პრეზიდენტი იყო....
როჯერი კვარცხლბეკიდან გააძევეს
თანამედროვე ჩოგბურთის უპირველესმა ლეგენდა როჯერ ფედერერმა ტრავმის გამო დუბაის ტურნირი გამოტოვა. შესაბამისად, როჯერ ფედერერმა შარშანდელი გამარჯვებისთვის მიღებული 500 სარეიტინგო ქულა დაკარგა და რეიტინგში მესამე ადგილი ავსტრიელ დომინიკ ტიმს გადაულოცა. ეს ტიმის დებიუტია უძლიერესთა სამეულში. სამაგიეროდ, იმავე დუბაისა და აკაპულკოში ტრიუმფებით პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმა. ახლა ბასილაშვილისაც ვთქვათ: მიუხედავად იმისა, რომ...









