კვირას ჩატარებულმა „ელ კლასიკომ” ლა ლიგის ცხრილში პირველ ადგილზე „რეალი” მოაქცია. მოუგეს რა „ბარსელონას” 2:0, მადრიდელებმა 26 ტურის შემდეგ 56 ქულა დააგროვეს. ამდენივე შეხვედრიდან 55 ქულა აქვს „ბარსას”, მოქმედ ჩემპიონს.
ამრიგად, ესპანეთის ორ უდიდეს გუნდს ერთმანეთთან საქმე მოთავებული აქვს. დარჩენილია ჩემპიონატის მესამედზე ნაკლები ანუ ამიერიდან ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებენ ლიდერები დარჩენილ მეტოქეებთან.
„ბლაუგრანას” „ატლეტიკოსთან” და „სევილიასთან” ჯერ კიდევ საბრძოლველი აქვს. მადრიდელებს ჩემპიონი 33-ე ტურში, 26 აპრილს, „კამპ ნოუზე” მასპინძლობს, ხოლო „სევილიასთან”, „სანჩეს პისხუანზე”, მანამდე, 30-ე ტურში, 5 აპრილს ითამაშებს.
ორივე გუნდს ექვსი თამაში შინ ელის და ამდენივე სტუმრად.
„რეალი” მასპინძლობს „ეიბარს”, „ვალენსიას”, „მალიორკას”, „ხეტაფეს”, „ალავესს” და „ვილიარეალს”, ხოლო სტუმრად ეთამაშება „ბეტისს”, „რეალ სოსიედადს”, „ესპანიოლს”, „ბილბაოს”, „გრანადასა” და „ლეგანესს”.
„ბარსელონა” მასპინძლობს „რეალ სოსიედადს”, „ლეგანესს”, „ბილბაოს”, „ატლეტიკოს”, „ესპანიოლს” და „ოსასუნას”, სტუმრად კი შეხვდება „მალიორკას”, „სევილიას”, „სელტას”, „ვილიარეალს”, „ვალიადოლიდსა” და „ალავესს”.
საინტერესოა, რომ მომდევნო ექვსი შეხვედრა თვენახევარზე გაიწელება — 7 მარტიდან 22 აპრილამდე პერიოდში — ხოლო ბოლო ექვს მატჩს ერთ თვეში ჩატევენ: 26 აპრილიდან 24 მაისამდე.
მიზეზი: მარტის ბოლოს ფიფას სანაკრებო დღეებია, ხოლო 18 ან 19 აპრილს ესპანეთის სამეფო თასის ფინალია დაგეგმილი.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
სიახლეები16/09/2026 | 08:49ტოპმიოლერი გააგდეს!
