ნიდერლანდებს მსოფლიო ფეხბურთისთვის ბევრი ვარსკვლავი უჩუქებია, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მაგრამ ბევრისთვის იოჰან კრუიფის შემდეგ საუკეთესო მარკო ვან ბასტენი გახლავთ. ამ დიდმა ფორვარდმა კი საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რაც, ვეჭვობთ, კრიშტიანუ რონალდუსა და მის ქომაგებს დიდად არ ეამებათ: „კრიშტიანუ რონალდუ უდავოდ მაღალი დონის ფორვარდია, მაგრამ ვინც ფიქრობს და ამასთან ერთად ამტკიცებს, რომ ის მესიზე უკეთესია...
წელი: 2020
დაიწყო
სეზონი მოქმედი ჩემპიონის, თბილისის „დინამოსა“ და ელიგის დებიუტანტის, „თელავის“ მატჩით გაიხსნა. დინამოელთა მეორე ოფიციალური შეხვედრა ვნახეთ წლეულს და უნდა ითქვას, რომ კახა ჩხეტიანის გუნდს, ჯერ გუნდი არ ჰქვია. ცხადია, ბევრი ახალწვეული ჰყავთ, ტრავმირებულებიც არ აკლიათ, მაგრამ, სუპერთასზე „საბურთალოსთან“ წაგებული მატჩის არ იყოს, არც ამჯერად ეტყობოდათ ჟინი, ან თამაშის სურვილი. რაღაც შებოჭილები ჩანდნენ. ერთი, რითაც გამოირჩნენ,...
პიკე: ისე ცუდად, როგორც პირველ ტაიმში, რეალს ბერნაბეუზე არ უთამაშია
„ელ კლასიკო” „რეალის” გამარჯვებით დასრულდა, 2:0. გოლები გაიტანეს ვინისიუს ჟუნიორმა და მარიანომ. 26 ტურის შემდეგ მადრიდელებს 56 ქულა აქვთ, ბარსელონელებს 55. შეხვედრა გამოვიდა სანახაობრივი, სადაც მასპინძლებმა მეორე ტაიმში ჩინებულად ითამაშეს და დამსახურებულად მოიპოვეს სამი ქულა, თუმცა „ბარსას” ვეტერანმა ჟერარდ პიკემ აქცენტი პირველ ტაიმზე გააკეთა, როდესაც ბურთის ფლობა (57%-43%) და კარისკენ დარტყმები (6-5) სტუმრების სასარგებლოდ იყო. ცნობისათვის,...
შესვენებაზე ის უნდა მოეკლათ!
კარლო ანჩელოტიმ თამაშის დამთავრების შემდეგ წითელი ბარათი მიიღო. მიზეზი: ის აღშფოთდა, რადგან „ევერტონს” „მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრის მიწურულს VAR-მა გამარჯვების გოლი არ ჩაუთვალა. მატჩი დასრულდა 1:1. არადა, რა გულით ზეიმობდნენ ლივერპულელები ჰარი მაგუაირის მიერ მსაჯის წამატებულ დროში საკუთარ კარში შეგდებულ გოლს. სიხარულისგან მთელი გუნდი ერთმანეთს დაახტა. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, გოლი არ ჩაითვალა და ალბათ სწორადაც, რადგან...
მილანიდან ლეგენდები მიდიან?
დიდი შანსია, სეზონის დასრულების შემდეგ „მილანის“ დირექტორმა ზვონიმირ ბობანმა თანამდებობა დატოვოს. თუ ასე მოხდა, კლუბიდან სპორტული დირექტორი პაოლო მალდინიც წავა. „გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, მათ ღიად გამოხატეს უკმაყოფილება „მილანის” გენერალური დირექტორის ივან გაზიდისის მიმართ. აღმოჩნდა, რომ, გაზიდისი ბობანისა და მალდინის ზურგს უკან აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანელ რალფ რანგნიკთან და მას მწვრთნელის გარდა, სპორტული დირექტორის პოსტსაც სთავაზობს....
თავი 41
ელ კლასიკო მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკრანებს ისეთი ხალხიც მიუსხდება, რომლებმაც ფეხბურთის სამყაროში მხოლოდ ათი გვარი თუ იციან. „რეალისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრები ყოველთვის საინტერესოა, დღეს კი, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, ორი დიდი კაპიტანისა და ლეგენდის – სერხიო რამოსისა და ლეო მესის 41-ე შერკინებას ვიხილავთ. … „ბარსას“ ათიანი ამ თამაშის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (26 გოლით) და...
აკაპულკო, დუბაი, დოჰა…
2020 წლის საჩოგბურთო სეზონი კარგად გახურდა. წლის პირველ დიდი სლემის ტურნირთან ერთად უკან, რამდენიმე პრესტიჟული შეჯიბრია მოტოვებული. სამწუხარო ის არის, ჩოგბურთის მეფეს – როჯერ ფედერერს ტრავმისგან გამოწვეული ქირურგიული ჩარევის გამო იძულებითი შესვენება უწევს და ზაფხულამდე უქმობს. მაესტროს არყოფნას კი რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსებენ, რომლებმაც თავიანთ შთამბეჭდავ კოლექციას კიდევ ერთი ჯილდო მიამატეს. ესპანელმა მექსიკურ...
ლივერპულს გულზე მოეშვა
ოცნება დაუმარცხებელი სეზონის შესახებ დაიმსხვრა. ახლა იურგენ კლოპი აცხადებს, რომ მისი გუნდი არ გატყდება და დასახულ მიზნებს ახალი ძალით შეუტევვს. თუკი ვინმემ „ლივერპულის” „უოტფორდთან” 0:3 წაგებით გაიხარა, „არსენალის” ფანები არიან. მიზეზი: პრემიერლიგაში, დაუმარცხებელი ჩემპიონები მხოლოდ არსენ ვენგერის „მეთოფეები” (2003-04) იყვნენ და ასეთად რჩებიან. თან, წაგებაც არის და წაგებაც: 0:3 გუნდთან, რომელიც გავარდნის საშიშროების წინაშე დგას,...
ასეთი გახსოვთ?!
ბუნდესლიგაში დაუჯერებელი ამბები ხდება. გერმანიის ჩემპიონატში რა არ გვახსოვს, კარის ბადეს გარეთ მოხვედრილი ბურთი გოლადაც ჩაუთვლიათ, მაგრამ გუნდები დემონსტრაციულად დამდგარიყვნენ და 13 წუთის განმავლობაში ბურთი ერთმანეთთან გაეთამაშებინათ – არა! მიზეზი გაინტერესებთ? გერმანელი გულშემატკივრების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ცენტრი მოთამაშეები და ქომაგები არიან, კლუბები კი არა კერძო საკუთრებაში, არამედ მუნიციპალიტეტის მფლობელობაში უნდა იყვნენ. მართალია დიტერ...
სერხიო რამოსი მესიზე: წარმატებები…
პირველ მარტს მადრიდის „რეალი“ საკუთარ „სანტიაგო ბერნაბეუზუ“ კატალონიურ „ბარსელონას“ მასპინძლობს. ამ გუნდების ყველა ჯახი ისედაც საფეხბურთო კლასიკაა, მაგრამ კვირა საღამოს სულ სხვა დატვირთვა ექნება. კიკე სეტიენის გუნდს ორქულიანი ფორა აქვს და თუ მოიგო, ფაქტობრივად უიმედოდ ჩამოიტოვებს სამეფო კლუბს. თავის მხრივ, ზიზუს და კომპანიას უკან დასახევი მისხალიც არ დარჩათ. ჩემპიონთა ლიგაში „სიტისთან“ საშინაო მარცხმა მათი სამეოთხედფინალო...









