წელი: 2020

Home 2020
თუ დასცალდა ლივერპულს…
ჩანაწერი

თუ დასცალდა ლივერპულს…

ჩინეთის ქალაქ უხანში აფეთქებული ვირუსული ინფექცია ორ თვეში 56 ქვეყანას მოედო და 3 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კორონავირუსმა სპორტსაც შეუტია და ამ მიზეზით რიგ ქვეყნებში არაერთი ღონისძიება გადაიდო ან ჩაიშალა. ევროპაში, ვირუსის ყველაზე ბევრი შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება რის გამოც სერია ა-ს რამდენიმე მატჩი გადაიდო, ხოლო ევროპა ლიგის განმეორებითი დაპირისპირება „ინტერსა“ და „ლუდოგორეცს“ შორის უეფას...

დერბი იტალია გადაიდო… სხვები მიჰყვა
ჩანაწერი

დერბი იტალია გადაიდო… სხვები მიჰყვა

უმთავრესი იტალიური დერბი  – „იუვენტუსი“ VS „ინტერი“ აღარ შედგება. უფრო სწორად დაგეგმილ დროს, 1 მარტს არ გაიმართება. იტალია კორონავირუსს ებრძვის. მომაკვდინებელმა ეპიდემიამ აპენინებზე ღრმად მოიკიდა ფეხი, რამაც სერია A-ს მესვეურებს კალენდარში კორექტივების შეტანა აიძულა. თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა ფეხბურთზე მაღლა დგას. ვირუსის გამო, ქვეყანაში სიტუაცია ისედაც არასახარბიელოა და  ზედმეტი გართულებების თავიდან ასარიდებლად იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის 26-ე...

ნაბახუსევი ბავარიულად…
ჩანაწერი

ნაბახუსევი ბავარიულად…

ლონდონში, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში, “ბაიერნმა” “ჩელსი” 3:0 გაანადგურა. რა თქმა უნდა, მიუნხენელები ფავორიტები იყვნენ, თუმცა ინგლისში ასეთ დამაჯერებელ გამარჯვებას მაინც არავინ ელოდა. ამერიკელმა მომღერალმა, ბონ ჯოვიმ talkSPORT-თან ინტერვიუში თქვა, რომ წინა დღეს “ბაიერნის” რამდენიმე ვარსკვლავი ბარში ნახა, რომლებიც ვისკისა და ლუდს სიამოვნებით მიირთმევდნენ “თამაშის წინ ბარში რაღაც საქმეზე შევიარე და იქ ბაიერნის ფეხბურთელები...

სხვისი ფულით ცხოვრება
ჩანაწერი

სხვისი ფულით ცხოვრება

საბჭოთა კავშირის დაშლიდან სამი ათეული წელი გავიდა, მაგრამ როგორც ჩანს, აზრი, რომ სახელმწიფომ უკეთ იცის კომპანიის მართვა, კიდევ ბევრს მყარად აქვს თავში ჩაჭედილი. კონკრეტული ამბავი ვთქვათ: ბათუმს ჰყავს სარაგბო კლუბი, რომლის მეპატრონეც ბათუმისავე მუნიციპალიტეტია. ეს მუნიციპალიტეტი, რომელიც ბიუჯეტს საკუთარი სურვილით განკარგავს, ჩემი და თქვენი ჯიბიდან ამოღებული გადასახადით, აფინანსებს თავისივე დაარსებულ კლუბს და შემდეგ, როგორც აუდიტის...

სუნიანი შარშია
ჩანაწერი

სუნიანი შარშია

შესაძლოა, იან ტორპივით ან მაიკლ ფელპსივით პოპულარული ვერ არის, მაგრამ ჩინელი სუნ იანი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია: ოლიმპიადების 3 ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო, 9 ოქრო მსოფლიო ჩემპიონატებზე და მსოფლიოს რეკორდი 1500 მეტრზე, 9 ოქრო აზიის თამაშებზე… ერთხელ, 2014 წელს, ჩინელი დოპინგზე უკვე იყო გამოჭერილი, მაგრამ სამთვიანი დისკვალიფიკაციით გამოძვრა, რადგან აკრძალულ სიაში კონკრეტული ნივთიერება...

სუარესის გეგმები
ჩანაწერი

სუარესის გეგმები

ლუის სუარესი რეაბილიტაციის გზაზეა. შეგახსენებთ, მან იანვარში, ესპანეთის სამეფო თასის შეხვედრაში ფეხი იტკინა და ოპერაცია დასჭირდა. ამასობაში რადიო RAC1-თვის მიცემულ ინტერვიუში ურუგვაელმა თავისი კონტრაქტის საკითხებზეც ილაპარაკა. მან ფარდა აჰხადა 2021 წლის შემდეგომ გეგმებს. დარჩება თუ არა „კამპ ნოუზე”? თუ დარჩება, როგორია პირობა? 33 წლის თავდამსხმელმა განმარტა: „იმ შემთხვევაში თუ მომავალ სეზონში თამაშების 60 პროცენტში მივიღებ...

მართე როგორც ფერარი
ჩანაწერი

მართე როგორც ფერარი

…თქმა რად უნდა, პეპ გვარდიოლას ტოტალური ფეხბურთი არ მოუგონია, ეს რინუს მიხელსის იდეა იყო, თუმცა კატალონიელმა ეს უფრო დახვეწა და სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ჟოზე მოურინიო და დიეგო სიმეონე დაბადებულნიც არ იყვნენ, ელინიო ერერა „ინტერს“ დაცვითი სტილის დიდ ფეხბურთს რომ ათამაშებდა. „ნერაძური“ მაშინ პირველ გოლს რომ გაიტანდა, თამაშიც დამთავრებული იყო. დღეს, პეპისა და ჟოზეს შემხედვარე, თითქოს...

VAR-ი და უარი (ვიდეო)
ჩანაწერი

VAR-ი და უარი (ვიდეო)

ევროპა ლიგის შეხვედრებში ყურადსაღები ბევრი მოხდა, მაგრამ „მანჩესტერი“ – „ბრიუგეს“ შეხვედრის 22-ე წუთზე მინი-კომედია გათამაშდა. ანგარიში ჯერ ისევ 0:0 იყო, როცა ბელგიელთა მცველმა საიმონ დელიმ კარში დარტყმული ბურთი აკრობატულ ნახტომში ხელით მოიგერია. არბიტრმა დამრღვევს წითელი ბარათი აუფრიალა და ეს, მაინდამაინც, არც თავად გაძევებულს გაუპროტესტებია… შეხვედრა ვიდეორეფერიმ შეაჩერა და დაახლოებით ორწუთიანი პაუზის შემდეგ მსაჯს მონიტორთან უხმეს....

კარგი ბიჭია შოუ!
ჩანაწერი

კარგი ბიჭია შოუ!

„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა პოლ სქოულზი ამბობს, რომ თუკი ლუკ შოუ საქმეს მთელი გულით მიუდგება, იგი შეძლებს ევროპაში უძლიერესი მარცხენა მცველი გახდეს. სქოულზის აზრით შოუს საამისო პოტენციალი აქვს. მას ნიჭი ჯერ ბოლომდე არ გამოუმჟღავნებია. როდესაც გუნდი სამკაციანი დაცვით თამაშობს, შოუს მარცხენა ცენტრალურ მცველობას ავალებენ, რაც სქოულზის აზრით ფეხბურთელისთვის ზედმეტად კომფორტულია. მარცხენა ცენტრალურ მცველს ხომ ნომინალური მარცხენა...

ვინ დაეჯახა პოლიციელს?
ჩანაწერი

ვინ დაეჯახა პოლიციელს?

„კოპენჰაგენმა” პეპ ბიელის გოლი ისე იზეიმა, რომ გლაზგოს პოლიციას ერთხანს დაამახსოვრდება. აქვე ვთქვათ, რომ დანიის გუნდმა „სელტიკს” სტუმრად 3:1 მოუგო, რასაც არავინ ელოდა. ორი თამაშის ჯამში კონტინენტელებმა კუნძულელებს 4:2 აჯობეს და ევროლიგის მერვედფინალში გავიდნენ. ანგარიში ჩილელმა მაიკლ სანტოსმა გახსნა, მაგრამ თამაშის მიწურულს, 83-ე წუთზე, მასპინძელმა ოდსონ ედუარდმა გაქვითა. და აი, ორ წუთში, სწორედ ამას მოჰყვა პეპ ბიელის...