მზიურში ჯერ ფრეა

Home კატეგორიის გარეშე მზიურში ჯერ ფრეა
მზიურში ჯერ ფრეა

დევისის თასზე საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებ გუნდებს შორის ანგარიში პირველი სათამაშო დღის შემდეგ საყაიმოა.

პირველები კორტზე ჩვენი სეფემეჩოგნე ნიკოლოზ ბასილაშვილი და ვლადიმირ ივანოვი გავიდნენ. ნიკამ იოლად მოუმთავრა საქმე მეტოქეს – 6:4, 6:1.

მეორე შეხვედრაში ალექსანდრე მეტრველს კრისტიან ტამი ერგო. სანდრომ კი იბრძოლა, მაგრამ გადამწყვეტი სეტი ესტონელს დარჩა – 4:6, 6:4, 3:6.

შეხვედრები „მზიურის“ კორტებზე ხვალ დილის 10 საათიდან განახლდება.

ზუკა ტყემალაძე და გიორგი ცივიძე ვლადიმირ ივანოვი-მატიას სიიმარის წყვილს დაუპირისპირდებიან.

ამის შემდეგ ერთეულთა შორის ორი შეხვედრაც შედგება, რომლებშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი და ალექსანდრე მეტრეველი მეტოქეებს გაცვლიან.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".