კანავაროს ყოფილი კლუბი უფასოდ არავის უნდა?

Home აქეთურ-იქითური კანავაროს ყოფილი კლუბი უფასოდ არავის უნდა?
კანავაროს ყოფილი კლუბი უფასოდ არავის უნდა?

შეთავაზება რეალურია. კლუბის აქტივები 100 მილიონ დოლარს აღწევს, თუმცა ამას 145-მილიონიანი ვალი ფარავს…

ზამთარში კლუბი 13-მა ფეხბურთელმა დატოვა, სანაცვლოდ კი ერთიც არ მიუღიათ. საუბარი ჩინურ „ტიანცზიანზეა“, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ფაბიო კანავარო-მწვრთნელმა ბრინჯაოს მედლები მოაგებინა. გუნდის მაისურით ალეშანდრე პატო და აქსელ ვიტცელი ბურთაობდნენ, „კიოლნში“ 2018 წელს გაპარულ ფრანგ ანტონი მოდესტთან კი სასამართლო დავა დღემდე გრძელდება.

სახუმაროდ ნამდვილად არაა საქმე. ერთ-ერთი უმსხვილესი საფეხბურთო (სპორტული) ბაზარი, ფაქტობრივად დახურულია და პანიკამ კი მსოფლიოს სპორტული ინდუსტრია მოიცვა.

ხვალ?

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.