ჭდე: კიოლნი

Home კიოლნი
კიოლნი ბელარუსების წინააღმდეგ
ჩანაწერი

კიოლნი ბელარუსების წინააღმდეგ

გერმანული „კიოლნის“ ხელმძღვანელობამ უეფას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც ბელარუსული კლუბების ევროთასებიდან მოკვეთას სთხოვს. ეს ამბავი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია. „კიოლნმა“ ასეთი ინიციატივა იმიტომ გამოიჩინა, რომ კონფერენციის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პოტენციურად შეიძლება ბატეს, „გომელს,“ სოლიგორსკის „შახტიორს“ ან მინსკის „დინამოს“ შეხვდეს. „თხებმა“ ანალოგიური შეტყობინება გერმანიის საფეხბურთო კავშირსაც აახლეს. ამ დღეებში კი სხვა კლუბებს უკავშირდებიან და მათაც სთხოვენ...

თხების ახალი მწყემსი
ჩანაწერი

თხების ახალი მწყემსი

გერმანულმა `„კიოლნმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. 67 წლის ფრიდჰელმ ფუნკელი გუნდს სეზონის ბოლომდე გაუძღვება. რას უშველის „ჰერტას“ და „აინტრახტის“ ექს-თავკაცი „თხებს“? ყოფილი მწვრთნელის მარკუს გიზდოლის ხელში „კიოლნმა“ ბოლო 8 ტურში ორად ორი ფრე გაახერხა, რაც მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა. ამჟამად გუნდი 23 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლისწინა საფეხურს იკავებს.

ჰოლანდმა ორი გოლი გაიტანა და გაბრაზდა
ჩანაწერი

ჰოლანდმა ორი გოლი გაიტანა და გაბრაზდა

„დორტმუნდმა” ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა — კიოლნში 2:2 ითამაშა და რომ არ წააგო, ერლინგ ჰოლანდს უნდა უმადლოდეს. „კიოლნი” წლეულს სუსტად თამაშობს, ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. „დორტმუნმა” მასთან შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზევე გახსნა — პირველი გოლიც ჰოლანდმა შეაგდო — მაგრამ, შემდეგ მასპინძლებმა ფხა გამოიჩინეს, ორი გაიტანეს და გამარჯვებამდე აღარაფერი აკლდათ, მაგრამ სტუმრები...

დი მარია კინაღამ კიოლნში გადავიდა
ჩანაწერი

დი მარია კინაღამ კიოლნში გადავიდა

ანხელ დი მარია „კიოლნში”? ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ, როგორც „შპორტ ბილდი” წერს, ეს ტრანსფერი კინაღამ შედგა. „შპორტ ბილდი” კი 66 წლის კრისტოფ დაუმის ავტობიოგრაფიულ წიგნს ეყრდნობა. წიგნს ჰქვია „მუდამ ზღვარზე”. საქმე ეხება 2007 წლის დასაწყისს, როდესაც არგენტინელი ვარსკვლავი ჯერაც 18 წლის იყო და დაუმს მისი რაინლანდზე გადაყვანა უნდოდა. დაუმს სკაუტინგ-ტური ჰქონია, ახალ ფეხბურთელებს ეძებდა და...

გერმანიამ დაიწყო, ინგლისი იწყებს, ფიზიო ავადაა
ჩანაწერი

გერმანიამ დაიწყო, ინგლისი იწყებს, ფიზიო ავადაა

პრემიერლიგის კლუბები კორონავირუსზე ტესტებს უკვე იკეთებენ. იმისათვის, რომ ინგლისის შეწყვეტილი ჩემპიონატი განახლდეს, სულ საჭიროა 40 000 ტესტი, რაც 4 მილიონი გირვანქა დაჯდება. გაირკვა, რომ ერთ წაყვან კლუბს უკვე დაუწყია თავისი მოთამაშეებისა და თანამშრომლების შემოწმება. მას ტესტები შეუძენია და ფეხბურთელებისთვის შინ დაუგზავნია. კლუბს ჯერ არ ასახელებენ. გეგმის თანახმად, პრემიერლიგელებმა ვარჯიში შემდეგ ორშაბათს უნდა განაახლონ. ჯერჯერობით, ლაპარაკია ინდივიდუალურ...

ბუნდესლიგას კიოლნი დაემუქრა
ჩანაწერი

ბუნდესლიგას კიოლნი დაემუქრა

გერმანული ბუნდესლიგა საქმეში დაბრუნებას უკვე 9 მაისიდან გეგმავდა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ცალსახა პასუხის არარსებობის გამო, თარიღი კიდევ უფრო გადაიწევს. ახლა აქცენტი 15 მაისზე კეთდება. ყველაფერი 6 მაისს გაირკვევა, როცა კანცლერი ანგელა მერკელი მინისტრთა კაბინეტს შეხვდება და სხვა საკითხებთან ერთად სპორტული ღინისძიებების განახლების ვადებსაც განიხილავს. მანამდე კანცელარიის ხელმძღვანელ ჰელგე ბრაუნს დაევალა სპეციალური რეზოლუციის პროექტის მომზადება, რომელშიც...

ჰოლანდის თებერვალი
ჩანაწერი

ჰოლანდის თებერვალი

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი ბუნდესლიგაში თებერვლის თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. გამოკითხვაში მან უკან მოიტოვა „ლაიფციგის“ ნახევარმცველი კრისტოფერ ნკუნკუ და „კიოლნის“ მცველი ისმაილ იაკობსი. თებერვალში ჰოლანდმა 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა. ჯამში ახალბედამ „დორტმუნდის“ მაისური 11 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს,...

კანავაროს ყოფილი კლუბი უფასოდ არავის უნდა?
ჩანაწერი

კანავაროს ყოფილი კლუბი უფასოდ არავის უნდა?

შეთავაზება რეალურია. კლუბის აქტივები 100 მილიონ დოლარს აღწევს, თუმცა ამას 145-მილიონიანი ვალი ფარავს… ზამთარში კლუბი 13-მა ფეხბურთელმა დატოვა, სანაცვლოდ კი ერთიც არ მიუღიათ. საუბარი ჩინურ „ტიანცზიანზეა“, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ფაბიო კანავარო-მწვრთნელმა ბრინჯაოს მედლები მოაგებინა. გუნდის მაისურით ალეშანდრე პატო და აქსელ ვიტცელი ბურთაობდნენ, „კიოლნში“ 2018 წელს გაპარულ ფრანგ ანტონი მოდესტთან კი სასამართლო დავა დღემდე გრძელდება....

შესანიშნავი ბოლო
ჩანაწერი

შესანიშნავი ბოლო

კლაუდიო პიზარო კარიერას ამთავრებს. ეს ამბავი პერუელმა თავდამსხმელმა საზოგადოებას თავად ამცნო, კარიერის ბოლო სეზონს ვიწყებო… “შესანიშნავი იქნება, თუ კარიერას „ვერდერი“-„ბაიერნის“ მატჩით დავასრულებ. იდეალური ვარიანტი გამოვა. უკვე ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემს კარიერაში ბოლო სეზონი იქნება. თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ უკვე საკმარისად ვითამაშე,” – თქვა 40 წლის ფეხბურთელმა. პერუს ნაკრებისა და ბრემენის „ვერდერის“ ფორვარდს ევროპაში...