შესანიშნავი ბოლო

Home კატეგორიის გარეშე შესანიშნავი ბოლო
შესანიშნავი ბოლო

კლაუდიო პიზარო კარიერას ამთავრებს. ეს ამბავი პერუელმა თავდამსხმელმა საზოგადოებას თავად ამცნო, კარიერის ბოლო სეზონს ვიწყებო…

“შესანიშნავი იქნება, თუ კარიერას „ვერდერი“-„ბაიერნის“ მატჩით დავასრულებ. იდეალური ვარიანტი გამოვა. უკვე ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემს კარიერაში ბოლო სეზონი იქნება. თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ უკვე საკმარისად ვითამაშე,” – თქვა 40 წლის ფეხბურთელმა.

პერუს ნაკრებისა და ბრემენის „ვერდერის“ ფორვარდს ევროპაში გადმობარგების შემდეგ სხავადასხვა დროს „ჩელსიში“, „ბაიერნში“ და „კიოლნში“ უთამაშია. ბუნდესლიგაში 472 მატჩი აქვს ჩატარებული და 197 გოლი გატანილი. პიზარო მიუნხენურ გრანდთან ერთად 6-ჯერ გერმანიის ჩემპიონატი, 6-ჯერ ქვეყნის თასი, თითო-თითოჯერ კი ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა, სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

პიზაროს ბუნდესლიგის რამდენიმე რეკორდი ეკუთვნის. ის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია ვინც გოლის გატანა შეძლო და ვისაც, ლეგიონერებს შორის გერმანიის ჩემპიონატში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.