ესპანეთის ნაკრები რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია ლაპარაკი არ უნდა. ერთადერთი, რაზეც ბოლოხანს გულშემატკივრები დავობდნენ მეკარის პოზიცია იყო. ვინ უნდა იდგეს მუნდიალზე „ლა როხას“ კარში? – აი, ეს კითხვა აწუხებდათ იბერიის ნახევარკუნძულზე, მაგრამ, როგორც გაირკვა, მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს ყველაფერი იმთავითვე მოფიქრებული ჰქონია. მეტიც, ესპანელთა თავკაცს თურმე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გადაუწყვეტია, თუ...
ჭდე: პერუს ნაკრები
ვალერის გოლი ვალერას გუნდის კარში
რთულ დღეშია „პარი სენ ჟერმენის’’ მეკარე მატვეი საფონოვი. კლუბში ლუკა შევალიეს მიყვანამ ისედაც სათადარიგო მთლად სათამაშო წუთების გარეშე დატოვა და აგერ, პრაქტიკანაკლულმა რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში, პერუსთან შეხვედრაში უხეში შეცდომა დაუშვა. მის გამო რუსებმა პეტერბურგში დიდი ხნის მონატრებულ საერთაშორისო შეხვედრაში ვერ გაიმარჯვეს, არადა 82-ე წუთამდე 1:0-ს იგებდნენ. ანგარიში მე-18 წუთზე „მონაკოს’’ ნახევარმცველმა ალექსანდრ გოლოვინმა გახსნა. მიუხედავად...
წარმატებული ჯამბაზობაც ამას ჰქვია
ეს უნდა ნახოთ! 33 წლის ავსტრალიელ მეკარეს ენდრიუ რედმეინს ნაკრებში სულ სამი თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ მან „სოკერუ” (ანუ ავსტრალიის ნაკრები) მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა. კლუბ „სიდნეის” კარის მცველმა, რომელიც ეროვნულ გუნდში სათადარიგოთა შორის სათადარიგოა, პერუსთან ფლეი-ოფის ბოლოს, პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია და ყატარი 2022-ის საგზური მოინადირა. ის მოედანზე დამატებითი დროის ბოლოს, 120-ე წუთზე შევიდა....
შესანიშნავი ბოლო
კლაუდიო პიზარო კარიერას ამთავრებს. ეს ამბავი პერუელმა თავდამსხმელმა საზოგადოებას თავად ამცნო, კარიერის ბოლო სეზონს ვიწყებო… “შესანიშნავი იქნება, თუ კარიერას „ვერდერი“-„ბაიერნის“ მატჩით დავასრულებ. იდეალური ვარიანტი გამოვა. უკვე ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემს კარიერაში ბოლო სეზონი იქნება. თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ უკვე საკმარისად ვითამაშე,” – თქვა 40 წლის ფეხბურთელმა. პერუს ნაკრებისა და ბრემენის „ვერდერის“ ფორვარდს ევროპაში...
წითელი ფინალში
გაბრიელ ჟესუსი მძვინვარებდა და ტიროდა — ის „კოპა ამერიკას” ფინალში გააგდეს. ბრაზილიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა ამავე შეხვედრაში საგოლე პასი გადააწოდა და გოლიც გაიტანა. თამაშის მე-15 წუთზე მან „გრემიოს” ფორვარდ ევერტონს გაუწია ასისტენტობა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს, უფრო სწორად, მსაჯის წამატებულ დროში, პერუელთა მიერ ანგარიშის გათანაბრებიდან ოთხი წუთის შემდეგ, ჩემპიონატის მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა...




