ანხელ დი მარია „კიოლნში”? ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ, როგორც „შპორტ ბილდი” წერს, ეს ტრანსფერი კინაღამ შედგა. „შპორტ ბილდი” კი 66 წლის კრისტოფ დაუმის ავტობიოგრაფიულ წიგნს ეყრდნობა. წიგნს ჰქვია „მუდამ ზღვარზე”.
საქმე ეხება 2007 წლის დასაწყისს, როდესაც არგენტინელი ვარსკვლავი ჯერაც 18 წლის იყო და დაუმს მისი რაინლანდზე გადაყვანა უნდოდა.
დაუმს სკაუტინგ-ტური ჰქონია, ახალ ფეხბურთელებს ეძებდა და დი მარიაც იქ უნახავს. აღფრთოვანებულს თანაშემწეებისთვის უთქვამს:
„ამას უყურებთ? ხედავთ, როგორ ეწებება ბურთი ამ ბიჭის ფეხს? ამ მოთამაშეს ყველა პირობა აქვს მართლა ძალიან დიდი ვარსკვლავი გახდეს”.
ამ ტურიდან ერთი წლის შემდეგ დაუმი დი მარიას აგენტებს დაუკავშირდა და არგენტინელის „კიოლნში” გადაყვანაზე ჩამოუგდა სიტყვა, მაგრამ გარიგება ვერ შედგა, რადგან „კიოლნი” იმხანად მეორე ბუნდესლიგაში გამოდიოდა.
„მეორე დღეს დი მარიას აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩვენი გუნდი ბუნდესლიგაში ვერ გადავიდოდა, ხოლო ის ახალგაზრდა ვარსკვლავს მეორე ბუნდესლიგაში ორი წლით საწვალებლად ვერ გამოუშვებდა”, — იგონებს დაუმი, რომელმაც 2007-08 წლების სეზონში „კიოლნი” ბუნდესლიგაში გადაიყვანა და 2009 წელს „ფენერბაჰჩეში” გადავიდა.
ბოლოს, 2016-17 წლებში კრისტოფ დაუმი რუმინეთის ნაკრებს ედგა სათავეში, რის შემდეგაც სამწვრთნელო ასპარესზზე არ გამოჩენილა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
