„ბოკა ხუნიორსი“ არგენტინის ჩემპიონი კი გახდა, მაგრამ ბოლო წუთამდე ამის არავის სწამდა…
ფინიშამდე ორი ტურით ადრე „რივერ პლეიტი“ 4-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობდა და საკმარისი იყო ორიდან ერთი მატჩი მაინც მოეგო, რომ…
„რივერმა“ ორივე ბოლო შეხვედრა ფრედ დაასრულა, მოსისხლე „ბოკა“ კი ბოლო ტურის პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში „ხიმნასია ლა პლატას“ მასპინძლობდა. შეგახსენოთ, ვინ არის „ხიმნასიას“ მთავარი მწვრთნელი – დიეგო არმანდო მარადონა. საჭიროა შეგახსენოთ, რა დამოკიდებულება აქვს დიეგოს მშობლიურ „ბოკასთან“ და მის ფანებთან? ამის მიუხედავად, ვერავინ იტყვის, მარადონამ თამაში დათმოო.
განსაკუთერებით პირველ ტაიმში „ხიმნასია“ ძალიან კარგი იყო და მწვავედაც უტევდა. შესვენების მაუწყებელი სასტვენისას დიეგომ პირჯვარი გადაიწერა, თუმცა უცნობია, რომელი გუნდისთვის ილოცა.
„ბოკას“ ჩემპიონობა 35 წლის კარლოს ტევესის მიერ 72-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა მოუტანა.
„კარლიტომ“ სიხარული ჯერ მეუღლეს გაუზიარა, მერე კი ჩვეულ-გიჟურად ტრიბუნებზე აიჭრა და…

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
