არგენტინელი მარკოს როხო, რომელიც სხვადასხვა დროს თამაშობდა „ესტუდიანტესში”, მოსკოვის „სპარტაკში”, ლისაბონის „სპორტინგში”, „ბოკა ხუნიორსში”, ახლა „რასინგშია”, ყველაზე მეტხანს კი (2014-21) „მანჩესტერ იუნაიტედის” წევრი იყო და მსოფლიო გულშემატკივრისთვის ალბათ პრემიერლიგის რეპორტაჟებიდან გახდა ცნობილი, არგენტინის ჩემპიონატში შარში გაეხვა: „რივერ პლეიტთან” თამაშის დროს მოწინააღმდეგე გუნდის ცენტრალურ მცველს ლუკას მარტინეს კუარტას საჯარიმოში ძიძგილაობისას თავში აგრესიულად ჩაარტყა; მსაჯმა სებასტიან სუნინომ...
ჭდე: რივერ პლეიტი
კვირის სუპერკლასიკოს ცეცხლზე ნავთი დაასხეს
არგენტინაში, „ბოკა ხუნიორსისა” და „რივერ პლეიტის” დაპირისპირება უბრალოდ თამაში არასდროს ყოფილა. ბუენოს აირესის ამ ორი გუნდის ქიშპობა 1913 წლიდან იღებს სათავეს. მას სუპერკლასიკო ჰქვია. დაპირისპირებას სოციალური საფუძველი აქვს. „ბოკა” იმთავითვე მუშათა კლასის საყვარელი გუნდი გახდა, ხოლო „რივერს” ყოველთვის უფრო მაღალი საზოგადოება უჭერდა მხარს. განა მარტო ბუენოს აირესის მოსახლეობას, „სუპერკლასიკო” მთელს არგენტინას ყოფს ორ ნაწილად. გამოკითხვებმა...
ენცო
კოვიდპანდემია დაერია არგენტინულ „რივერ პლეიტს“. ერთბაშად 20 მოთამაშე დაინფიცირდა, მათ შორის, ოთხივე მეკარეც. არადა, წუხელ კოლუმბიურ „სანტა-ფესთან“ ლიბერტადორესის თასის მატჩი უწევდათ. ქვეყნის ჩემპიონატის ბოლო ტურში დებიუტანტი, 21 წლის მეკარე ლეონარდო დიასი უთამაშებიათ. მაგრამ ლეონარდო საკოპალიბერტადორესო განაცხადში შეყვანილი არ ჰყოლიათ და ერთი შეხედვით, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილან. მაგრამ გამოსავალი მაინც იპოვნეს. კარში არგენტინის ნაკრებისა და „ვალენსიის“ ყოფილი...
ფეხბურთელებმა ფანებს ქვებით შეუტიეს
ბრაზილიის შტატ პიაუზის ჩემპიონატში „რივერისა“ და „ფლამენგოს“ (2:3) მატჩის შემდეგ უჩვეულო ამბავი მოხდა. „რივერის“ ფანების ერთმა ჯგუფმა გუნდს „კლასიკოში“ მარცხი არ აპატია, ავტობუსს ალყა შემოარტყა და ფეხბურთელებს სტადიონის დატოვების საშუალებას არ აძლევდა. პროტესტანტების დასაშლელად პოლიცია მივიდა, რომლებმაც ხელკეტებით რომ ვერაფერი გაახერხეს, ხალხს რეზინის ტყვიები დაუშინეს. რის შემდეგ ავტობუსმა თავისუფლად დატოვა სტადიონის ტერიტორია. თუმცა, რამდენიმე გულშემატკივარი...
ტევესმა მარადონა წილში ჩაისვა
„ბოკა ხუნიორსი“ არგენტინის ჩემპიონი კი გახდა, მაგრამ ბოლო წუთამდე ამის არავის სწამდა… ფინიშამდე ორი ტურით ადრე „რივერ პლეიტი“ 4-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობდა და საკმარისი იყო ორიდან ერთი მატჩი მაინც მოეგო, რომ… „რივერმა“ ორივე ბოლო შეხვედრა ფრედ დაასრულა, მოსისხლე „ბოკა“ კი ბოლო ტურის პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში „ხიმნასია ლა პლატას“ მასპინძლობდა. შეგახსენოთ, ვინ არის „ხიმნასიას“ მთავარი მწვრთნელი –...
ბარსას მომავალი მწვრთნელი
არგენტინაში არსებობს TNT Sports, რომელსაც აქვს გადაცემა Primera Tapa სადაც თქვეს, რომ ლეო მესის სამშობლოში გავრცეელებული აზრის თანახმად „ბარსელონას” შემდეგი მწვრთნელი მარსელო გალიარდო იქნება. ფაქტია, რომ „ბლაუგრანას” საუკეთესო პერიოდი არ უდგას. მართალია, მწვრთნელის ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში დიდებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ ბასკი მათ ძველებურად ვერ ათამაშებს. გუნდმა რაღაც დაკარგა და ეს ოკეანის გადაღმიდანაც კარგად ჩანს. არგენტინელები ფიქრობენ,...
მოკლეს!
შემზარავი რამ მოხდა არგენტინის ქალაქ პოსადასში, რომელიც მისიონესის პროვინციაში მდებარეობს. გასულ კვირას, 9 დეკემბერს, მადრიდში ჩატარებული „კოპა ლიბერტადორესის” მეორე ფინალური შეხვედრის დამთავრებიდან ფაქტობრივად წუთების შემდეგ, „ბოკა ხუნიორსის” ორმა ფანმა „რივერ პლეიტის” გულშემატკივარი მოკლა. მათ 21 წლის ესეკიელ აარონ ნერისს დანაც დაარტყეს და წიხლებითაც შედგნენ. აღსანიშნავია, რომ ნერისი ორიოდ თვის წინ მოტოცილკით ავარიაში მოხვედრილა და ნაოპერაციევი...
რივერი! ანუ როგორ გაშორდნენ არგენტინელები ცოლებს
ლიბერტადორესის თასის მრავალტანჯული საპასუხო ფინალური მატჩი „რივერ პლეიტსა” და „ბოკა ხუნიორსს” შორის ისევე დრამატულად წარიმართა, როგორც მათი დაპირისპირების მთელი გაჭიანურებული პროცესი და დამატებით დროში „რივერის” გამარჯვებით დასრულდა — 3:1. ძირითადი დროის ანგარიში გახლდათ 1:1. შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების მიზეზით თამაში, რომელიც ბუენოს აირესში უნდა გამართულიყო, მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარდა. პირველი შეხვედრა, „ლა ბომბონერაზე” ანუ „ბოკას” სტადიონზე 2:2...
ვინ დაესწრება სუპერკლასიკოს მადრიდში?
როგორც მოგახსენეთ, „კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალური შეხვედრის ამბავი გაირკვა: თამაში მადრიდში, „სანტიგო ბერნაბეუზე” გაიმართება. ბუენოს აირესის გუნდებმა პირველი შეხვედრა 2:2 დაასრულეს, მეორე კი „რივერ პლეიტის” ხულიგანი ფანების გამო ვერ ჩატარდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მადრიდში გადმოტანილ შეხვედრას სდევს ბილეთების განაწილებაა. ამ ასპექტის მოგვარება ორგანიზატორებმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას მიანდეს. გადაწყდა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე” დასწრების უპირატესობა...
გადაწყდა: სუპერკლასიკო მადრიდში გაიმართება
„კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალური შეხვედრა 9 დეკემბერს მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე”, საქართველოს დროით 23 საათსა და 30 წუთზე ჩატარდება! „რივერ პლეიტისა” და „ბოკა ხუნიორსის” მეორე კონტინენტური დაპირისპირება ბუენოს აირესიდან 9600 კილომეტრით გადაიტანეს. მიზეზი: განრიგით დანიშნულ დღეს, „რივერ პლეიტის” ხულიგანმა ფანებმა „ბოკა ხუნიორსის” ავტობუსი დაარბიეს და ფეხბურთელები დაასახიჩრეს. არგენტინის პოლიციამ ვერც მაშინ შეძლო უსაფრთხოების დაცვა და როგორც...







