არგენტინაში არსებობს TNT Sports, რომელსაც აქვს გადაცემა Primera Tapa სადაც თქვეს, რომ ლეო მესის სამშობლოში გავრცეელებული აზრის თანახმად „ბარსელონას” შემდეგი მწვრთნელი მარსელო გალიარდო იქნება.
ფაქტია, რომ „ბლაუგრანას” საუკეთესო პერიოდი არ უდგას. მართალია, მწვრთნელის ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში დიდებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ ბასკი მათ ძველებურად ვერ ათამაშებს. გუნდმა რაღაც დაკარგა და ეს ოკეანის გადაღმიდანაც კარგად ჩანს. არგენტინელები ფიქრობენ, რომ ესპანეთის ჩემპიონი ვალვერდეს მალე გაუშვებს და მის ნაცვლად საქმეს „რივერ პლეიტის” თავკაცს ჩააბარებს.
გალიარდომ ყურადღება კოპა ლიბერტადორესის მოგებით მიიპყრო. გეხსომებათ შარშანდელი ვნებათაღელვა — არეულობა ბუენოს აირესის გუნდების, „რივერ პლეიტისა” და „ბოკა ხუნიორსის” საპასუხო ფინალური მატჩის წინ, რომლის გამოც შეხვედრა „ესტადიო მონუმენტალის” ნაცვლად მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარდა. მაშინ, „რივერმა” 3:1 იძალა. „ბოკას” სტადიონ „ლა ბომბონერაზე” გამართული პირველი შეხვედრის ანგარიში იყო 2:2.
არგენტინაში მიაჩნიათ, რომ გალიარდოს ეროვნება „ბარსას” მწვრთნელობისთვის დიდი პლიუსია — საქმე ხომ ლეო მესის გუნდს ეხება.
თავად მარსელო გალიარდოს ამ საკითხზე საჯაროდ ჯერ ხმა არ ამოუღია. ის ისევ კოპა ლიბერტადორესის გაწამაწიაშია და კვლავ „ბოკა ხუნიორსთან” არჩევს საქმეს. არგენტინის დედაქალაქის ეს ორი გუნდი ამჯერად ნახევარფინალში შეხვდა ერთმანეთს. პირველი თამაში „რივერის” გამარჯვებით დასრულდა, 2:0. საპასუხო „ლა ბომბონერაზე” 23 ოქტომბერს არის დანიშნული.
გარდა ამისა, მარსელო გალიარდოს „რივერ პლეიტთან” 2021 წლამდე აქვს კონტრაქტი და ბოლოხანს კლუბმა მის გახანგრძლივებაზე დაიწყო ლაპარაკი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
