ჭდე: კოპა ლიბერტადორესი

Home კოპა ლიბერტადორესი
ბარსას მომავალი მწვრთნელი
ჩანაწერი

ბარსას მომავალი მწვრთნელი

არგენტინაში არსებობს TNT Sports, რომელსაც აქვს გადაცემა Primera Tapa სადაც თქვეს, რომ ლეო მესის სამშობლოში გავრცეელებული აზრის თანახმად „ბარსელონას” შემდეგი მწვრთნელი მარსელო გალიარდო იქნება. ფაქტია, რომ „ბლაუგრანას” საუკეთესო პერიოდი არ უდგას. მართალია, მწვრთნელის ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში დიდებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ ბასკი მათ ძველებურად ვერ ათამაშებს. გუნდმა რაღაც დაკარგა და ეს ოკეანის გადაღმიდანაც კარგად ჩანს. არგენტინელები ფიქრობენ,...

ჩანაწერი

მოკლეს!

შემზარავი რამ მოხდა არგენტინის ქალაქ პოსადასში, რომელიც მისიონესის პროვინციაში მდებარეობს. გასულ კვირას, 9 დეკემბერს, მადრიდში ჩატარებული „კოპა ლიბერტადორესის” მეორე ფინალური შეხვედრის დამთავრებიდან ფაქტობრივად წუთების შემდეგ, „ბოკა ხუნიორსის” ორმა ფანმა „რივერ პლეიტის” გულშემატკივარი მოკლა. მათ 21 წლის ესეკიელ აარონ ნერისს დანაც დაარტყეს და წიხლებითაც შედგნენ. აღსანიშნავია, რომ ნერისი ორიოდ თვის წინ მოტოცილკით ავარიაში მოხვედრილა და ნაოპერაციევი...

ჩანაწერი

რივერი! ანუ როგორ გაშორდნენ არგენტინელები ცოლებს

ლიბერტადორესის თასის მრავალტანჯული საპასუხო ფინალური მატჩი „რივერ პლეიტსა” და „ბოკა ხუნიორსს” შორის ისევე დრამატულად წარიმართა, როგორც მათი დაპირისპირების მთელი გაჭიანურებული პროცესი და დამატებით დროში „რივერის” გამარჯვებით დასრულდა — 3:1. ძირითადი დროის ანგარიში გახლდათ 1:1. შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების მიზეზით თამაში, რომელიც ბუენოს აირესში უნდა გამართულიყო, მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარდა. პირველი შეხვედრა, „ლა ბომბონერაზე” ანუ „ბოკას” სტადიონზე 2:2...

ვინ დაესწრება სუპერკლასიკოს მადრიდში?
ჩანაწერი

ვინ დაესწრება სუპერკლასიკოს მადრიდში?

როგორც მოგახსენეთ, „კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალური შეხვედრის ამბავი გაირკვა: თამაში მადრიდში, „სანტიგო ბერნაბეუზე” გაიმართება. ბუენოს აირესის გუნდებმა პირველი შეხვედრა 2:2 დაასრულეს, მეორე კი „რივერ პლეიტის” ხულიგანი ფანების გამო ვერ ჩატარდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მადრიდში გადმოტანილ შეხვედრას სდევს ბილეთების განაწილებაა. ამ ასპექტის მოგვარება ორგანიზატორებმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას მიანდეს. გადაწყდა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე” დასწრების უპირატესობა...

გადაწყდა: სუპერკლასიკო მადრიდში გაიმართება
ჩანაწერი

გადაწყდა: სუპერკლასიკო მადრიდში გაიმართება

„კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალური შეხვედრა 9 დეკემბერს მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე”, საქართველოს დროით 23 საათსა და 30 წუთზე ჩატარდება! „რივერ პლეიტისა” და „ბოკა ხუნიორსის” მეორე კონტინენტური დაპირისპირება ბუენოს აირესიდან 9600 კილომეტრით გადაიტანეს. მიზეზი: განრიგით დანიშნულ დღეს, „რივერ პლეიტის” ხულიგანმა ფანებმა „ბოკა ხუნიორსის” ავტობუსი დაარბიეს და ფეხბურთელები დაასახიჩრეს. არგენტინის პოლიციამ ვერც მაშინ შეძლო უსაფრთხოების დაცვა და როგორც...

გენუა მზად არის ბოკას და რივერის სამასპინძლოდ
ჩანაწერი

გენუა მზად არის ბოკას და რივერის სამასპინძლოდ

იტალიის ქალაქმა გენუამ „რივერ პლეიტსა” და „ბოკა ხუნიორსს” თავი ლიბერტადორესის თასის საპასუხო შეხვედრის ჩატარების ადგილად შესთავაზა. მიზეზი: ორივე არგენტინული კლუბი ფესვებით გენუას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ „სუპერკლასიკოდ” წოდებული ბუენოს აირესის დერბი ამ შემოდგომაზე ქვეყნის მასშტაბს გასცდა და კონტინენტური შეჯიბრების ფინალის სახით მოგვევლინა. პირველ შეხვედრაში „ბოკამ” და „რივერმა” 2:2 ითამაშეს, საპასუხო კი ვერ გაიმართა, რადგან „რივერ პლეიტის”...

ტრამპი, მეი, პუტინი და არგენტინელი იდიოტები
ჩანაწერი

ტრამპი, მეი, პუტინი და არგენტინელი იდიოტები

თამაში, რომელსაც არგენტინის საუკუნის დერბის უწოდებდნენ კიდევ ერთხელ გადაიდო, ამჯერად გაურკვეველი ვადით. სამხრეთ ამერიკული ქვეყნის მედია ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა 8 დეკემბერს ჩაატარონ. ლაპარაკია „კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალურ შეხვედრაზე „რივერ პლეიტსა” და „ბოკა ხუნიორსს” შორის. პირველი მატჩი 2:2 დასრულდა. კონმებოლის პრეზიდენტმა, პარაგვაელმა ალეხანდრო დომინგეს უილსონ-სმიტმა განაცხადა: „ამ ეტაპზე ორივე გუნდის თანაბარ პირობებში ჩაყენება ვერ მოხერხდება....

საგიჟეთი არგენტინაში
ჩანაწერი

საგიჟეთი არგენტინაში

„კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალური მატჩის წინ „რივერ პლეიტის” ფანებმა „ბოკა ხუნიორსის” ავტობუსი დაარბიეს, რის გამოც ორი ფეხბურთელი საავადმყოფოში გახდა წასაყვანი. სტადიონზე მისულ „ბოკას” ვარსკვლავებს, მათ შორის ევროპელი გულშემატკივრისთვის კარგად ცნობილ კარლოს ტევესს გასახდელში გული ერეოდათ — ასე იმოქმედა ცრემლსადენმა გაზმა, რომლის ბალონებიც ხულიგნებმა ავტობუსის ჩამტვრეულ ფანჯრებში შეყარეს. არეულობის გამო სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ შეხვედრა თავიდან...