გული შუაზე იყოფა

Home კატეგორიის გარეშე გული შუაზე იყოფა
გული შუაზე იყოფა

შოტლანდიის პრემიერლიგის „ჰართსმა“ ფეხბურთელები და სრული პერსონალი გააფრთხილა, რომ კორონავირუსის პანდემიით განოწვეული პაუზის დროს, ხელფასების 50 პროცენტს ვერ მიიღებენ.

როგორც კლუბის პრეზიდენტი ენ ბადჯი აცხადებს, იძულებითმა პაუზამ მათი ბიუჯეტი  მილიონი გირვანქით აზარალა. კლუბმა დაკარგა სატელევიზიო უფლებებისა და მატჩებზე დასააწრები ბილეთების გაყიდვებით დაგეგმილი თანხა.

„ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელიც ხელფასის განახევრებით უკმაყოფილოა და კლუბის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, შეუძლია კლუბი დატოვოს,“ – დასძინა ბადჯიმ.

„ჰართსი“ 30 ტურის შემდეგ დაგროვილი 23 ქულით ბოლო ადგილზეა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...