საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა რევაზ გიგაურმა, „ნიცაში“ გატარებული 4 სეზონის შემდეგ მორაგბის კარიერა დაასრულა. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ის გუნდში ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე დარჩება და აკადემიაში, ასევე სკოლებთან იმუშავებს. 36 წლის ვეტერანს სხვადასხვა დროს „მონლუსონში“, „მასიში“, „ფიჟაკში“ უთამაშია. 2006-2015 წლებში გიგაურმა საქართველოს ნაკრების მაისურით 39 მატჩი ჩაატარა (2 ლელო). ის 2007 და 2011 წლების მსოფლიო თასის...
წელი: 2020
ორმაგი მოტეხილობის ფასად
მეკარეობა სახიფათო საქმეა და მუდმივად ტრავმასაშიში. თურქული „გალათასარაისა“ და ურუგვაის ნაკრების კარის დარაჯის ფერნანდო მუსლერას ამბავმა ამაში ერთხელაც დაგვარწმუნა. თურქეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში სტამბოლელები წუხელ „რიზესფორს“ ხვდებოდნენ. მე-14 წუთი მიმდინარეობდა, როცა მუსლერა მეტოქის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ბურთზე თამამად გამოვიდა, მოიგერია კიდეც, მაგრამ… მეტოქის ფორვარდი მილან შკოდა მეტისმეტად უხეშად შეეჯახა მეკარეს. ურუგვაელმა განწირულად იყვირა. საჭირო...
ზიდანმა იღრიალა!
ზინედინ ზიდანისთვის თავისი ფეხბურთელების გამოლანძღვა უცხო საქციელია, მაგრამ გუშინ, მადრიდში, სწორედ ასეთი უცნაური დღე იყო. ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე „რეალმა” „ეიბარს” 3:1 მოუგო. მასპინძლები პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს იგებდნენ, მეორეში კი თავს არ ჰგავდნენ. პრეს-კონფერენციაზე ლეგენდარული ფრანგი თავშეკავებული გახლდათ, აზრებს აკადემიურად გამოხატავდა. მან თქვა: „ყველაფერი, რაც პირველ ტაიმში მოხდა, კარგი იყო. ჩვენ 3:0-ს ვიგებდით. შემდეგ...
თავნება სანჩო მზადაა გვარდიოლას წყენა დაუვიწყოს
„დორტმუნდის” ინგლისელი ყმაწვილი ჯეიდონ სანჩო თურმე მზად არის პეპ გვარდიოლას წყენა დაუვიწყოს და სამშობლოში დაბრუნდეს, რადგან ეშინია, რომ უცხოეთში გადახვეწილი, ინგლისში ყველას მიავიწყდება. ამრიგად, 20 წლის ფეხბურთელს ზაფხულზე ბუნდესლიგიდან პრემიერლიგაში სურს გადასვლა. მოგეხსენებათ, რომ აქამდე ბევრს ლაპარაკობდენ სანჩოს „მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგებაზე, მაგრამ ტრანსფერს წინააღმდეგობა შეხვდა და სანჩოს მეგობრებისთვის უთქვამს, იქნებ „სიტიში” მაინც დავბრუნდეო. „დორტმუნდის” მიერ...
კოუტინიუს ქალაქელები ეპატიჟებიან
გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონას“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიუ, ვინც იჯარით მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობს, კლუბს შეიცვლის. საქმე ის არის, რომ მიუნხენური კლუბი ბრაზილიელის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვას არ გეგმავს. კოუტინიუ მაინცდამაინც არც თავად „ბარსელონას“ სურს და, შესაძლოა, ფეხბურთელი ზაფხულში ინგლისში დაბრუნდეს. ნისლიან ალბიონზე 28 წლის ბრაზილიელს „ლივერპულში“ აქვთ ნათამაშევი, სადაც გუნდის ლიდერი იყო. ამჯერად მას ასევე კარგად ნაცნობი პეპ...
მესის 20+
ესპანური პრიმერას 28-ე ტურში „ბარსელონამ“ „მალიორკას“ 4:0 მოუგო. ლეო მესის ანგარიშზე გოლი და ორი საგოლე პასია. ლეოსგან ამგვარები გასაკვირი ნამდვილად არაა, მაგრამ არგენტინელი საკუთარ მიღწევებს აუმჯობესებს, რისი გატარებაც არ შეიძლება. მაშ ასე: მესი შეიქნა პირველი ფეხბურთელი ესპანური პრიმერას ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 12 სეზონის განმავლობაში 20 და მეტი გოლი გაიტანა. სადღეისოდ ლეოს ამ სეზონში 20 გოლი...
ბლატერს მილიონი ამოუქექეს
შვეიცარიის ფედერალურმა პროკურატურამ ფიფას ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი მილიონი დოლარის უკანონოდ გაცემის საქმეში დაადანაშაულა და ბრალი წაუყენა. ბლატერი ეჭვმიტანილია საფეხბურთო სფეროში არსებული თანხების არამიზნობრივად მართვაში. საქმე აღიძრა თანხის უპროცენტოდ გაცემის გამო, რომელიც ფიფამ 2010 წლის 13 აპრილს ტრინიდადი და ტობაგოს საფეხბურთო ასოციაციას გამოუყო. საქმეში მითითებული იყო, რომ განაცემი თანხა იყო უპროცენტო, უზრუნველყოფის გარეშე და შემდგომში...
ჭიქა კი ნახევრად სავსეა, მაგრამ ფინალში ნაპოლი გავიდა
ანტონიო კონტემ თქვა, რომ იტალიის თასის ორი ნახევარფინალური შეხვედრის ჯამში მისი „ინტერი” „ნაპოლიზე” მეტად იმსახურებდა ფინალში გასვლას. კონტეს აზრით უპირატესობას „ნეროაძური” ფლობდა, მეტოქემ კი წარმატებას მეკარის წყალობით მიაღწია. პირველი შეხვედრა „სან სიროზე” ნეაპოლელებმა 1:0 მოიგეს. საპასუხო მატჩი „ინტერისთვის” კარგად დაიწყო. მესამე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც კრისტიან ერიკსენმა გოლი პირდაპირ კუთხურიდან შეაგდო (იხილეთ ვიდეო) და ჯამური ანგარიში...
გაიქცა, კაცი გაიქცა…
„მალიორკამ” „ბარსელონას” უმასპინძლა, თამაში დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, ვიღაც გულშემატკივარი კი მოედანზე შევარდა და მესისთან სელფის გადაღება სცადა… როდესაც ფანმა მოედანზე შეღწევა მოახერხა, ტელეკამერამ კადრი მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე გადაიტანა, რადგან ასეთი მდგომარეობა პროტოკოლით გათვალისწინებული არ იყო და ხალხმა, რომელსაც რეპორტაჟი მიჰყავდა არ იცოდა როგორ მოქცეულიყო — წესითა და რიგით იქ ხომ უცხო პირი საერთოდ არ...
ძალოსნობა დოპინგზე ჩავარდა
უსიამოვნო ამბავი – საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახის განცხადებით, ძალოსნობა, შესაძლოა, ამოღებული იქნას ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან. რატომ რის ჩვენთვის არასასიამოვნო, ადვილი მისახვედრია – გვყავს ლაშა ტალახაძე, ვისგანაც მძიმე წონაში არამარტო გარანტირებულ ოქროს ველით ხოლმე, არამედ მსოფლიოსა და ოლიმპურ რეკორდებს. მედლები გვაქვს სხვა წონით კატეგორიებშიც. რატომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე სოკ-ი? მიზეზი ესაა: ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას...









