გერმანული ბუნდესლიგის 31-ე ტურში „დორტმუნდი“ დიუსელდორფის „ფორტუნას“ სტუმრობდა და თუმცა ჯახი სახუმარო არ იყო, შეხვედრა უგოლო ფრისკენ მიდიოდა. მერე იყო გასროლა… 95-ე წუთზე დორტმუნდელების ვარსკვლავბიჭუნა ერლინჰ ჰოლანდმა გამარჯვებისა გაიტანა. ნორვეგიელისთვის ეს მე-12 ბუნდესლიგურ შეხვედრაშერლინი გატანილი მე-11 გოლი იყო. სულ ჰოლანდმა დორტმუნდელთა მაისური 15 შეხვედრაში მოირგო და 14 გოლით ისახელა თავი. გაცილებით შთამბეჭდავია სტატისტიკა, თუ ჰოლანდს...
წელი: 2020
ქალაქური საქციელი
ინგლისურ პრემიერლიგას უპირობო ყოჩი ჰყავს „ლივერპულის“ სახით. მერსისაიდელები 29 ტურის შემდეგ 25-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობენ პირველობას. საკმარისია უახლოეს ორ ტურში გამარჯვება და მეტოქეთა შედეგებისგან დამოუკიდებლად იურგენ კლოპის გუნდი ნაინანატრ ტიტულს მოიპოვებს. ეს უახლოესი ორი შეხვედრა „ლივერპულს“ თანაქალაქელ „ევერტონთან“ (21 ივნისს) და „კრისტალ პალასთან“ (24 ივნისს) უწევს. დიდი შანსია, კლოპი და მისი ბანდა 2 ივლისს მანჩესტერში უახლოეს...
პანათინაიკოსი ევროლიგიდან გარბის
მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს ბერძნული საკალათბურთო კლუბი „პანათინაიკოსი“ – გუნდი მზად არის გაწყვიტოს კონტრაქტი ევროლიგასთან, რომელსაც ხელი 2015 წლის ნოემბერში 10 წლის ვადით მოაწერა. კლუბის უფროსობის განცხადებით, ბოლო თვეების მანძილზე ევროლიგის ხელმძღვანელობასთან ტურნირის დატოვების შესახებ წერილობით კონტაქტი ჰქონდათ, თუმცა მათი კითხვები უპასუხოდ დარჩა და ყველაფერი პანდემიით გამოწვეულ კრიზისს დაბრალდა. „პანათინაიკოსი“ ახლა უკვე დაბეჯითებით ითხოვს ეს საკითხი...
ზიდანი იუბილის მოლოდინშია
მადრიდის „რეალის“ თავკაცი ზინედინ ზიდანი ხვალ გუნდს მოედანზე „ეიბარის“ წინააღმდეგ გაიყვანს და ეს იქნება ზიზუს საიუბილეო, მე-200 შეხვედრა მადრიდული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში. ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი მადიდული კლუბის მესამე თავკაცი იქნება, რომელმაც 200-მატჩიან ზღვარს მიაღწია. მთავარი მწვრთნელის რანგში რეკორდული მაჩვენებელი მიგელ მუნიოსს აქვს – 605 შეხვედრა, მეორე ადგილზე ვისენტე დელ ბოსკეა, რომელსაც „სამეფო კლუბი“...
შეეშალა და რას იზამ
„ბარსელონას” დღეს აქვს ლა ლიგის აღდგენილი ჩემპიონატის პირველი შეხვედრა. ესპანეთის ჩემპიონი მალიორკაზე თამაშობს. შეხვედრა საქართველოს დროით შუაღამისას დაიწყება, ასე რომ ფორმალურად ჩვენთვის ის ხვალაა. ამ მატჩისთვის მზადების დროს მოხდა ასეთი შემთხვევა: 26 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ნესლონ სემედომ სადღაც, ისეთ ადგილზე ამოჰყო თავი, სადაც ოცზე მეტი ადამიანი იყო ერთად შეკრებილი. ეს კი განა მხოლოდ კლუბ „ბარსელონას”...
ფეხბურთი იტალიაშია, იუვენტუსი — ფინალში
როგორც იქნა, იტალიაში ბურთი გაგორდა — კორონაპაუზის შემდგომი პირველი მატჩი გახლდათ „იუვენტუსისა” და „მილნის” დაპირისპირება, რომელიც 0:0 დასრულდა. ეს იყო თასის საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრა. კორონამდე გამართული პირველი თამაში, „სან სიროზე” 1:1 დასრულდა და ორი შეხვედრის ჯამში, „ბებერმა ქალბატონმა” გაიმარჯვა. „იუვე” ფინალშია”. დღეს მეორე წყვილი თამაშობს, „ნაპოლი” „ინტერს” მასპინძლობს. მათი პირველი მატჩი „ნაპოლიმ” მოიგო 1:0. მართალია,...
ქომაგობა? მხოლოდ ასეთი!
სიყვარულმა ბარიერები არ იცისო. ცარიელი ტრიბუნების წინ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატების პარალელურად სულ უფრო იხვეწება ფანების ფანტაზია, რომელთაც საკუთარი გუნდის ცოცხლად ხილვა სურთ. პოლონური „შლიონსკის“ ფანი გუნდს პლოცკში გასვლით შეხვედრაზე გაჰყვა, სამშენებლო ამწე იქირავა და გუნდს 22 მეტრის სიმაღლიდან უქომაგა. ძნელი სათქმელია, კინკილა ფანმა რა როლი შეასრულა, მაგრამ მატჩის მიწურულს მისმა „შლიონსკიმ“ ადგილობრივ „ვისლას“ ორი გოლი...
ყინულოვანი აიაქსი
ამსტერდამულმა კლუბმა ახალი ფორმის პრეზენტაცია მოაწყო, რომელმაც ფურორი მოახდინა. მწარმოებელმა „ადიდასმა“ თავადვე უწოდა მას ყინულისფერი. ტრადიციული თეთრ-წითელ ზოლებში გადაწყვეტილი მაისურები არსად გამქრალა. ის საშინაო ფორმაა, ყინულისფრად კი „აიაქსი“ გასვლით მატჩებში შეიმოსება. შეგახსენებთ, რომ „ადიდასთან“ ამსტერდამელებმა ახლახანს ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს და ჯამურად 50 მილიონ ევროს მიიღებენ. მაისური, რომლის დიზაინმაც 80-90-იანი წლების მოგონებები აღძრა, ქომაგისთვის 90...
ვერნერი კორონამ ჩაკეტა
ტიმო ვერნერმა ლონდონის „ჩელსისთან ტრანსფერის ყველა საკითხი უკვე შეათანხმა, თუმც „გალურჯება“ მაინც უგვიანდება. კონტრაქტის გაფორმებამდე „ლაიფციგის“ ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, მაგრამ ლონდონში ვერ მიდის. საქმეში, რასაკვირველია, კორონავირუსი ჩაერია – ბუნდესლიგის წესების გამო, ვერნერი ბრიტანეთში გაფრენას ვერ ახერხებს. მთავარი პრობლემა კარანტინია, რადგან ინგლისში ჩასვლის შემთხვევაში, ვერნერი ორკვირიან იზოლაციაში ამოყოფს თავს. ლონდონური კლუბი კი, მზად არის...
ბოდიში ბაქოს. არ ჩამოვალთ
„ფორმულა 1“-ს ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2020 წელს აზერბაიჯანის, სინგაპურისა და იაპონიის გრან-პრი არ გაიმართება. პირველ ორ შემთხვევაში რბოლები ქალაქის პირობებში იმართება და სწორედ ამიტომ, ფორმულას ბოსებმა ჩათვალეს, რომ პანდემიის პირობებში საქალაქო ტიპის ტრასების მომზადება მეტისმეტად რთული იქნება და გარისკვა არ ღირს. სხვა ვითარებაა იაპონიაში: ქვეყნის ხელმძღვანელობამ საზღვრები ჩაკეტა და იაპონიაში უცხოელთა შესვლა აკრძალა. ხაზგასმულია,...









