ტიმო ვერნერმა ლონდონის „ჩელსისთან ტრანსფერის ყველა საკითხი უკვე შეათანხმა, თუმც „გალურჯება“ მაინც უგვიანდება. კონტრაქტის გაფორმებამდე „ლაიფციგის“ ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, მაგრამ ლონდონში ვერ მიდის.
საქმეში, რასაკვირველია, კორონავირუსი ჩაერია – ბუნდესლიგის წესების გამო, ვერნერი ბრიტანეთში გაფრენას ვერ ახერხებს. მთავარი პრობლემა კარანტინია, რადგან ინგლისში ჩასვლის შემთხვევაში, ვერნერი ორკვირიან იზოლაციაში ამოყოფს თავს.
ლონდონური კლუბი კი, მზად არის ფეხბურთელს გამოკვლევა გერმანიაშივე ჩაუტაროს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
