
მადრიდის „რეალის“ თავკაცი ზინედინ ზიდანი ხვალ გუნდს მოედანზე „ეიბარის“ წინააღმდეგ გაიყვანს და ეს იქნება ზიზუს საიუბილეო, მე-200 შეხვედრა მადრიდული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში.
ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი მადიდული კლუბის მესამე თავკაცი იქნება, რომელმაც 200-მატჩიან ზღვარს მიაღწია. მთავარი მწვრთნელის რანგში რეკორდული მაჩვენებელი მიგელ მუნიოსს აქვს – 605 შეხვედრა, მეორე ადგილზე ვისენტე დელ ბოსკეა, რომელსაც „სამეფო კლუბი“ მოედანზე 236-ჯერ გაუყვანია.
განვლილ 199 მატჩში ზიდანმა 131 მოიგო, 42 ფრედ ითამაშა და 26 წააგო. ფრანგმა გუნდი 10 ტიტულამდე მიიყვანა (საშუალოდ ერთი ტიტული 19.9 მატჩში), მათ შორის სამი ჩემპიონთა ლიგის თასი გახლავთ. ზიდანის ხელმძღვანელობით „რეალმა“ გაიტანა 486 (საშუალოდ 2.44) გოლი და გაუშვა – 209 (საშუალოდ 1.05) ბურთი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
