მადრიდის „რეალის“ თავკაცი ზინედინ ზიდანი ხვალ გუნდს მოედანზე „ეიბარის“ წინააღმდეგ გაიყვანს და ეს იქნება ზიზუს საიუბილეო, მე-200 შეხვედრა მადრიდული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში. ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი მადიდული კლუბის მესამე თავკაცი იქნება, რომელმაც 200-მატჩიან ზღვარს მიაღწია. მთავარი მწვრთნელის რანგში რეკორდული მაჩვენებელი მიგელ მუნიოსს აქვს – 605 შეხვედრა, მეორე ადგილზე ვისენტე დელ ბოსკეა, რომელსაც „სამეფო კლუბი“...
