ქომაგობა? მხოლოდ ასეთი!

Home აქეთურ-იქითური ქომაგობა? მხოლოდ ასეთი!
ქომაგობა? მხოლოდ ასეთი!
სიყვარულმა ბარიერები არ იცისო. ცარიელი ტრიბუნების წინ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატების პარალელურად სულ უფრო იხვეწება ფანების ფანტაზია, რომელთაც საკუთარი გუნდის ცოცხლად ხილვა სურთ.
პოლონური „შლიონსკის“ ფანი გუნდს პლოცკში გასვლით შეხვედრაზე გაჰყვა, სამშენებლო ამწე იქირავა და გუნდს 22 მეტრის სიმაღლიდან უქომაგა.
ძნელი სათქმელია, კინკილა ფანმა რა როლი შეასრულა, მაგრამ მატჩის მიწურულს მისმა „შლიონსკიმ“ ადგილობრივ „ვისლას“ ორი გოლი გაუტანა და 2:1 მოუგო.
ნამატჩევს გამარჯვებულთა კაპიტანმა კჟიშტოფ მონჩინსკიმ პირველ რიგში სწორედ ქომაგი მოიკითხა, აუცილებლად უნდა ვოპოვოთ და მადლობა გადავუხადოთო. იპოვა კიდეც: ტომაშ ზოლკევიჩი ამიერიდან კლუბში ფრიად დაფასებული კაცია.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".