სიყვარულმა ბარიერები არ იცისო. ცარიელი ტრიბუნების წინ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატების პარალელურად სულ უფრო იხვეწება ფანების ფანტაზია, რომელთაც საკუთარი გუნდის ცოცხლად ხილვა სურთ. პოლონური „შლიონსკის“ ფანი გუნდს პლოცკში გასვლით შეხვედრაზე გაჰყვა, სამშენებლო ამწე იქირავა და გუნდს 22 მეტრის სიმაღლიდან უქომაგა. ძნელი სათქმელია, კინკილა ფანმა რა როლი შეასრულა, მაგრამ მატჩის მიწურულს მისმა „შლიონსკიმ“ ადგილობრივ „ვისლას“ ორი გოლი...
