წელი: 2020

Home 2020
ჩანაწერი

რუსეთს ვალი არ გადაუვადეს

სამძლეოსნო ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციამ რუსეთის ფედერაციას ვალის გადავადებაზე უარი უთხრა. მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ 2015 წელს ჩამოერთვა ასოციაციის წევრობა და 10 მილიონი დოლარი ჯარიმის გადახდაც დაეკისრა. აქედან 5 მილიონი პირობითი ჯარიმაა, მეორე 5 მილიონი კი 1 ივლისამდე უნდა დაიფაროს. საერთაშორისო ასოციაციის პრესმდივანმა ნიკოლ ჯეფრიმ გადაწყვეტილების ურყევობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში ტოკიოს ოლიმპიადაში...

ფსიქო-კორონა
ჩანაწერი

ფსიქო-კორონა

კორონავირუსმა, გარდა იმისა, რომ ლეტალური შემთხვევები დააფიქსირა, არც თუ დადებითად იმოქმედა ფსიქოლოგიურ განწყობაზე. ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვარჯიშის მოტივაციის ნაკლებობას ათლეტთა 50 პროცენტი განიცდის. გამოიკითხა 135 ქვეყნის 4.089 წარმომადგენელი. მათი 80 პროცენტი სპორტსმენები იყვნენ, 13 პროცენტი – მათი გარემოცვა, ხოლო 7 პროცენტი ეროვნული და საერთაშორისო სპორტული ფედერაციების და ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები. ზუსტად ნახევარი...

ოცნება საფრანგეთი და ავსტრალია
ჩანაწერი

ოცნება საფრანგეთი და ავსტრალია

ამერიკელი ჩოგბურთელი ვინუს უილიამსი 17 ივნისს 40 წლის გახდება. ჩოგბურთელი ამ ასაკშიც კი „დიდი მუზარადის“ კიდევ ერთი ტურნირის მოგებაზე ოცნებობს. „ადამიანმა ყოველთვის უნდა იოცნებოს. მეც ამის ვაკეთებ. ძალიან მინდოდა „როლან გაროსის“ მოგება და ამასთან ახლოს ვიყავი. იგივეს ვიტყოდი Australian Open-ზე. არ მიმართლებდა – ყოველთვის სულ ცოტა მაკლდებოდა. რა თქმა უნდა, დიდხანს ჩოგბურთს ვერ ვითამაშებ. ვნახოთ,...

ვარსკვლავები 70-იანებში გადაისროლეს
ჩანაწერი

ვარსკვლავები 70-იანებში გადაისროლეს

ფიფა 1970 წელს მექსიკაში გამართული მონდიალის 50-წლისთავს აღნიშნავს. ფიფამ იხუმრა და twitter-ის გვერდზე თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავების რეტროფოტოები დადო. ორგანიზაციამ გვიჩვენა, თუ როგორები იქნებოდნენ არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ფორვარდი ლეო მესი, ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი და მისივე თანაგუნდელი, ფრანგი შემტევი კილიან მბაპე 70-იან წლებში. შეგახსენებთ, რომ მექსიკაში გამართული 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიის...

დიდი და გარეთ
ჩანაწერი

დიდი და გარეთ

ოლე გუნარ სულშერმა ქერინგტონში, „მანჩესტერ იუნაიტედის” საწვრთნელ ბაზაზე, 20 კვადრატულ მეტრიანი მონიტორი დააყენებინა. ასე ემზადება ნორვეგიელი მწვრთნელი 19 ივნისს „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” სათამაშოდ. შეხვედრა ლონდონში გაიმართება. „სფურზის” თავკაცი, მოგეხსენებათ, არც მეტი-არც ნაკლები „იუნაიტედის” ყოფილი თავკაცი ჟოზე მოურინიუა. ეკრანი, რომელიც ქერინგტონის ბაზაზე დააყენეს, ყველანაირ ამინდს უძლებს. ის ტაქტიკის გაკვეთილებისთვის სჭირდებათ. „იუნაიტედის” ბევრი თანამშრომელი მისმა ზომამ გააკვირვა. ერთ-ერთმა,...

რატომ არ გადავიდა ლევანდოვსკი რეალში
ჩანაწერი

რატომ არ გადავიდა ლევანდოვსკი რეალში

რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა გაიხსენა, თუ რა ახლოს იყო პოლონელი ფორვარდი „რეალში” გადასვლასთან. ლევანდოვსკი ბუნდესლიგაში გოლების მანქანადაა ცნობილი და რაა გასაკვირი, რომ მადრიდიდან მას სულ უტრიალებდნენ, გადაბირება სურდათ. პირველად „სანტიაგო ბერნაბეუზე” პოლონელით 2013 წელს დაინტერესდნენ. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის მერე. მაშინ ფორვარდი „დორტმუნდში” თამაშობდა და „რეალს” ერთ შეხვედრაში ოთხი გოლი გაუტანა. თამაში დასრულდა...

შენგელია რუსულ არმიაში ჩაეწერა
ჩანაწერი

შენგელია რუსულ არმიაში ჩაეწერა

უკვე მთელი ევროპული მედია თორნიკე შენგელიას რუსულ ცსკა-ში გადასვლაზე წერს. ყველა დადასტურებულად – მხოლოდ შენგელიას ყოფილ კლუბ „ბასკონიასა“ და ახალს – ცეესკას არ  უთქვამთ არაფერი. არადა, ქართველი კალათბურთელის რუსული არმიის კლუბში გადასვლამდე მანამდეც ბევრი იწერებოდა, მაგრამ დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ თორნიკემ ცეესკას კალათბურთელია. რუსებმა თავისი მაინც გაიტანეს და „ბასკონიასთან“, რომელთანაც ქართველ ფორვარდს კონტრაქტი...

ბუნდესლიგას ნასტუმრები რეკორდი
ჩანაწერი

ბუნდესლიგას ნასტუმრები რეკორდი

გერმანულ ბუნდესლიგაში ახალი რეკორდი დამყარდა – კლუბებმა ერთ სეზონში სტუმრად მოგებული მატჩების საუკეთესო მაჩვენებელი განაახლეს. ბუნდესლიგის 31-ე ტურში სტუმრებმა ექვსი მატჩი მოიგეს, შედეგად, ამ მაჩვენებელმა სეზონში 106-ს მიაღწია. ძველი შედეგი – 102 გასვლითი მოგებული შეხვედრა 2011-12 წლების სეზონზე მოდის. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ გერმანიის ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ სამი ტურია დარჩენილი. სატურნირო ცხრილს მიუნხენის „ბაიერნი“...

კაიზერი სულს ღაფავს
ჩანაწერი

კაიზერი სულს ღაფავს

გერმანიის 4-გზის ჩემპიონი (1951, 1953, 1991, 1998), 2-გზის თასის მფლობელი (1990, 1996) და სუპერთასის (1991) გამარჯვებული „კაიზერსლაუტერნი“, რომელიც ამჟამად გერმანიის მესამე დივიზიონში გამოდის, გაბანკროტების პირას არის. ამ კვირაში კლუბის ხელმძღვანელობა შესაბამის სამსახურში განცხადებას შეიტანს, რომ დაგროვილი ვალების გადახდას ვერ შეძლებს. ვალი კი დაახლოებით 20 მილიონი ევროა. მოლაპარაკებები კრედიტორებთან, ვალების ერთი წლით გადავადებაზე, წარუმატებლად  დასრულდა. „კაიზერსლაუტერნის“...

ტარო ოლიმპიადას აუქმებს
ჩანაწერი

ტარო ოლიმპიადას აუქმებს

ტოკიოს გუბერნატორობის კანდიდატმა ტარო იამამოტომ პირობა დადო, რომ გააუქმებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც პანდემიის გამო 2021 წლის ზაფხულისთვის გადაიდო. პარტია „რეივა სინსენგუმის“ ლიდერი გამარჯვების შემთხვევაში პრეფექტურის ყველა მაცხოვრებელს 100 ათას იენს (934 დოლარი) შეპირდა პანდებიის გამო შექმნილი პრობლემების დასაძლევად. არჩევნები 5 ივლისს გაიმართება და იამამოტოს კონკურენტი მოქმედი გუბერნატორი იურიკო კოიკე იქნება.