წელი: 2020

Home 2020
ნაპოლის მეექვსე წარმატება!
ჩანაწერი

ნაპოლის მეექვსე წარმატება!

რომის „სტადიო ოლიმპიკოზე” იტალიის თასის ფინალში „ნაპოლიმ” „იუვენტუსს” პენალტების სერიით აჯობა. ძირითადი დრო დასრულდა 0:0. საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა არცთუ მრავლად. ქების ღირსი იყვნენ მეკარეები, 23 წლის ნეაპოლელი ალექს მერეტი და 42 წლის ტურინელი ლეგენდა, უბერებელი ჯანლუიჯი ბუფონი. სიახლე გახლდათ თავად თამაშის ფორმატში: ფრედ დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ დამატებითი 30 წუთი არ დანიშნულა,...

ქეიფი გადადებულია!
ჩანაწერი

ქეიფი გადადებულია!

ამ უქმეებზე, მერსისაიდზე, შამპანურს დროებით ყინულში ჩატოვებენ. „ლივერპულის” ყოფილმა მოთამაშემ რაჰიმ სტერლინგმა იურგენ კლოპის გუნდს ჩემპიონობა გადაუვადა. არადა, „მანჩესტერ სიტის” „არსენალთან” ფეხი რომ დაცდენოდა, „ლივერპულს” მიეცემოდა შესანიშნავი შანსი, კვირას მერსისაიდულ დერბიში გამხდარიყო ჩემპიონი. ტიტულის მაინცდამაინც „გუდისონ პარკზე”, „ევერტონთან” შეხვედრაში მოპოვება „წითლებისთვის” განსაკუთრებით ტკბილი იქნებოდა. თან, უკვე 30 წელს გადაცდა, რაც ისინი ინგლისის ჩემპიონები არ გამხდარან,...

ივლისში აგვისტო დამტკიცდება
ჩანაწერი

ივლისში აგვისტო დამტკიცდება

უეფას აღმასკომი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების კენჭისყრის თარიღად 10 ივლისს დაადასტურებს. მოგეხსენებათ, ამ ეტაპის საგზურები უკვე მოიპოვეს „ატალანტამ“, „ატლეტიკომ“, პსჟ-მა და „ლაიფციგმა“. კიდევ ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა კი 7-8 აგვისტოს „იუვენტუსი“ – „ლიონის“, „ბარსელონა“ – „ნაპოლის“, „სიტი“ – „რეალისა“ და „ბაიერნი“ – „ჩელსის“ საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრებში გაირკვევა. ამის შემდეგ მოვლენათა ეპიცენტრი ლისაბონში, „და ლუჟზე“ და „ჟოზე ალვარადეზე“...

საქართველო – ბელარუსი 8 ოქტომბერს შედგება
ჩანაწერი

საქართველო – ბელარუსი 8 ოქტომბერს შედგება

უეფაში ჩვენთვის საინტერესო სხდომა გაიმართა. ცხადია, ერთა ლიგის ნახევარფინალების მატჩების ჩატარებაზე ვსაუბრობთ, რომლის საბოლოო თარიღები, როგორც იქნა გაირკვა. საქართველოსა და ბელარუსის მატჩი „დინამო არენაზე“ 8 ოქტომბერს გაიმართება, ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, კოსოვოსა და მაკედონიას შორის გამარჯვებულს 12 ნოემბერს ვუმასპინძლებთ. ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელი იქნება თუ არა მაყურებლის დასწრება ამ ისტორიულ თამაშზე (თამაშებზე). ეს საკითხი მოგვიანებით, კორონავირუსის...

კრიშტიანუ „ჩელსიში“ ?
ჩანაწერი

კრიშტიანუ „ჩელსიში“ ?

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ, შესაძლოა, კარიერა ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელოს. 35 წლის პორტუგალიელის საკუთარ გუნდში ხილვა, პირადად „არისტოკრატთა“ მფლობელ რომან აბრამოვიჩს სურს და სატრანსფეროდ 120 მილიონი ევროს გადახდასაც არ დაზარდება. შეგახსენებთ, რომ რონალდუს უკვე უთამაშაია პრემიერლიგაში. 2003-09 წლებში ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა. „იუვენტუსში“ კი 2018 წლის ზაფხულში 117 მილიონ ევროდ გადავიდა მადრიდის „რეალიდან.“  ტურინულ...

შვედური მაგიდა იტალიურ ფინალში
ჩანაწერი

შვედური მაგიდა იტალიურ ფინალში

იტალიის თასის ფინალში ერთმანეთის პირისპირ ტურინის „იუვენტუსი“ და  „ნაპოლი“ წარსდგებიან. ნახევარფინალში ორივემ მილანური ბარიერი გადალახა – ტურინელებმა „მილანს“ აჯობეს, ნეაპოლელებმა კი ორი მატჩის ჯამში „ინტერი“ დაამარცხეს. ბუნებრივია, შეხვედრა უმაყურებლოდ ჩაივლის, მაგრამ სერია A-ს გენერალური დირექტორის ლუიჯი დე სიერვოს განცხადება მაინც მოულოდნელი იყო: „მატჩის შემდეგ გუნდები დამოუკიდებლად დაიჯილდოებენ თავს. ცერემონიაში არც ერთი გარეშე პირი არ ჩაერევა....

რობერტ V
ჩანაწერი

რობერტ V

მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელმა გოლიადორმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბრემენში, „ვერდერთან“ ეშეხვედრისას ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდს ისტორიაში 30-ე საჩემპიონო ტიტული მოუპოვა. ბავარიელებმა ბუნდესჩემპიონობა ზედიზედ მერვედ მოიპოვეს, ხოლო ლევანდოვსკისათვის ბრემენში შეგდებული ბურთი ახალი რეკორდის მაუწყებელი გამოდგა. პირველი ტაიმის მიწურულს ჯერომ ბოატენგმა მეტოქის საჯარიმო მოედნისკენ ბურთი გაგზავნა, პოლონელმა ფორვარდმა ბურთი მკერდით მიიღო, შემდეგ კი მოწინააღმდეგის კარში ზუსტად დაარტყა. მიმდინარე...

ბერლუსკონი – გალიანი – ზლატანი
ჩანაწერი

ბერლუსკონი – გალიანი – ზლატანი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, 6 მილიონ ევროს თუ გადაუხდიან, გენერალურ დირექტორ ივან გაზიდისთან კონფლიქტის მიუხედავად, თანახმაა ერთი წლითაც დარჩეს „მილანში“. შეგახსენებთ, რომ 38 წლის შვედი მილანში იანვრიდან ბურთაობს და სეზონის მეორე ნახევარში 3,5 მილიონი ევრო ერგება. თუ „მილანი“ ზლატანის პირობებს არ დააკმაყოფილებს, მას სილვიო ბერლუსკონის „მონცა“ ეპატიჟება, რომელსაც ადრიანო გალიანი ხელმძღვანელობს. „მონცა“ წლეულს სერია C – ში...

ბაიერნის რვა!
ჩანაწერი

ბაიერნის რვა!

„ბაიერნმა” ზედიზედ მერვედ მოიპოვა ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული. გადამწყვეტ შეხვედრაში მან უმაყურებლო ტრიბუნების წინაშე სტუმრად 1:0 მოუგო „ვერდერს”. შეხვედრის ბედი რობერტ ლევანდოვსკიმ გადაწყვიტა. ეს იყო მისი 46-ე გოლი მიმდინარე სეზონში. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი კი ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს — რაც პანდემიით დაბრკოლებულმა გერმანიამ ფეხბურთის ჩემპიონატი განაახლა, „ბაიერნმა” შვიდივე თამაში მოიგო. ვეტერან პოლონელს ბუნდესლიგის მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 31...

მსოფლიოს ჩემპიონი კლდიდან გადაიჩეხა
ჩანაწერი

მსოფლიოს ჩემპიონი კლდიდან გადაიჩეხა

საფრანგეთში ტრაგედია დატრიალდა. მეკლდეურობაში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონი ლუსი დუადი მეგობრებთან ერთად საკუთარი სახლის ახლოს მდებარე კლდებთან დასეირნობდა, სადაც მეკლდეურობაში ორი საწვრთნელი ტრასაცაა მოწყობილი. გოგონას მოულოდნელად ფეხი დაუცდა და 150 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ლუსი დუადი არის მსოფლიოს ჩემპიონი ე.წ. ბოულდერინგში – მეკლდეურობის ნაირსახეობაში, რომელიც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც არის შეტანილი. 16 წლის ჩემპიონი წინა წლიდან...