ბერლუსკონი – გალიანი – ზლატანი

Home აქეთურ-იქითური ბერლუსკონი – გალიანი – ზლატანი
ბერლუსკონი – გალიანი – ზლატანი
SM: Ibrahimovic destined to leave after heated confrontation with ...ზლატან იბრაჰიმოვიჩი, 6 მილიონ ევროს თუ გადაუხდიან, გენერალურ დირექტორ ივან გაზიდისთან კონფლიქტის მიუხედავად, თანახმაა ერთი წლითაც დარჩეს „მილანში“.
შეგახსენებთ, რომ 38 წლის შვედი მილანში იანვრიდან ბურთაობს და სეზონის მეორე ნახევარში 3,5 მილიონი ევრო ერგება.
თუ „მილანი“ ზლატანის პირობებს არ დააკმაყოფილებს, მას სილვიო ბერლუსკონის „მონცა“ ეპატიჟება, რომელსაც ადრიანო გალიანი ხელმძღვანელობს. „მონცა“ წლეულს სერია C – ში გამოდიოდა, რომელიც აღარ გაგრძელდება. ჩემპიონატის შეჩერების მომენტისთვის არსებული მდგომარეობით „მონცა“ ისტორიაში პირველად სერია B-ში აღზევდა.
ზლატანს მესამე – „საპენსიო“ ვარიანტიც აქვს. შეუძლია კარიერა შვედურ „ჰამარბიში“ დაასრულოს, რომლის აქციათა ნაწილს თავადვე ფლობს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".