მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელმა გოლიადორმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბრემენში, „ვერდერთან“ ეშეხვედრისას ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდს ისტორიაში 30-ე საჩემპიონო ტიტული მოუპოვა. ბავარიელებმა ბუნდესჩემპიონობა ზედიზედ მერვედ მოიპოვეს, ხოლო ლევანდოვსკისათვის ბრემენში შეგდებული ბურთი ახალი რეკორდის მაუწყებელი გამოდგა.
პირველი ტაიმის მიწურულს ჯერომ ბოატენგმა მეტოქის საჯარიმო მოედნისკენ ბურთი გაგზავნა, პოლონელმა ფორვარდმა ბურთი მკერდით მიიღო, შემდეგ კი მოწინააღმდეგის კარში ზუსტად დაარტყა. მიმდინარე სეზონში ეს რობერტ ლევანდოვსკის 31-ე გოლია. გარდა იმისა, რომ ეს პირადი რეკორდია, ამ მაჩვენებელით მეხუთე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ბუნდესლიგაში 30 გოლიან ნიშნულს გადააბიჯა.
სხვადასხვა დროს ხსენებული ზღვარი გადალახეს ლოთარ ემირიხმა, გერდ მიულერმა, დიტერ მიულერმა და პიერ-ემირიკ ობამეიანგმა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:34აპოლომ აპოლონს მოუგო
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
სიახლეები04/11/2026 | 20:22დინამო ფინალშია…
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
