რობერტ ლევანდოვსკის იმდენი გოლი გააქვს და ისე თავისუფლად, გეგონება მის წინ მცველები და მეკარე კი არა, უბრალოდ გამცილებლები დგანან. დარჩა ინტრიგა: დაეწევა გერდ მიულერს ბუნდესლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით? „ერის ბომბარდირს“ 365 გოლი აქვს, ლევანდოვსკის კი – 300… დაწევა რთული იქნება, მაგრამ პოლონელისთვის რა არის წარმოუდგენელი? აქვე, ყველა დროის 10 ბუნდესმეგოლე. ათეულსაც მიულერი ამთავრებს, ოღონდ დიტერი……
რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ მორიგი რეკორდი დაამყარა — ბუნდესლიგაში წლის 43-ე გოლი გაიტანა და ლეგენდარული გერდ მიულერის 1972 წლის შედეგს აჯობა. ეს მოხდა შეხვედრაში, რომელიც „რეკორდმაისტერმა“ „ვოლფსბურგს“ 4:0 მოუგო. ყველა შეჯიბრებაში ერთად, ეს იყო პოლონელი ვარსკვლავის 69-ე გოლი 2021 წელს. ამდენივე ჰქონდა გატანილი 2013-ში კრიშტიანუ რონალდუს. რეკორდი კი ლეო მესის ეკუთვნის — 91 გოლი 2012 წელს….
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ყველა ქვეყნის ოცნების გუნდი შეადგინა. ცხადია, საქმეში საქართველოც მოხვდა. ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოქმედი ფეხბურთელებიდან, ცხადია, ვერავინ მოხვდა, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან მხოლოდ კახა კალაძე. 10 ფეხბურთელი კი საბჭოთა პერიოდიდან არის. IFFHS-ს ვერსიით, საქართველოს ყველა დროის ნაკრები ასე გამოიყურება. ანზორ კავაზაშვილი; რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა…
გერდ მიულერი კარიერის განმავლობაში რეკორდს რეკორდზე ამყარებდა, მაგრამ მთავარი გოლი 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიტანა, როდესაც გერმანიის (ფედერაციული რესპუბლიკის) ნაკრებს უდიდესი საფეხბურთო ტიტული მოუტანა. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა 75 წლისა გარდაიცვალა. სიკვდილამდე ოთხი წლით ადრე, მიულერმა წიგნში „გოლი“ საინტერესო ამბები გაიხსენა. 700 გოლის ავტორი და 14 დიდი ტიტულის მფლობელი ჰოლანდიასთან ფინალის წინ თურმე იმაზე ნერვიულობდა,…
რობერტ ლევანდოვსკიმ ერთ სეზონში 40 გოლი გაიტანა! უფრო სწორედ, მეორმოცე… რადგან წინ კიდევ კიდევ არის თამაში. „ბაიერნი” შინ „აუგსბურგს” შეხვდება. „შპორტ ბილდი“ წერს, რომ პოლონელის მეორმოცე გოლი („ბაიერნმა” ფრაიბურგში 2:2 ითამაშა) ულამაზო იყო, რადგან მან პენალტი დაარტყა. სამაგიეროდ, ის იყო ისტორიული — 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ლეგენდარული გერდ მიულერის 1971-72 წლების შედეგი გაიმეორა. შედეგი,…
სრულიად საფეხბურთო გერმანიამ 3 ნოემბერს გერდ მიულერის 75 წლის იუბილე აღნიშნა. გენიალურ თავდამსხმელს მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაში „ზალცბურგთან“ 6:2 მოგება უძღვნა, მაგრამ დღის ბოლოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ შოკი გამოიწვია. ის, რომ მიულერს ალცჰეიმერის დაავადება სჭირდა, ჯერ კიდევ 5 წლის წინ გახდა ცნობილი. მას შემდეგ მდგომარეობა სერიოზულად დამძიმდა და ჭკუასუსტობაში გადაიზარდა. ფეხბურთელის მეუღლის,…
ბუნდესლიგის მეხუთე ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ შინ „აინტრახტს“ დაუხვდა და 5:0 გაანადგურა. ამაში გასაკვირი არაფერია – ბავარიული გუნდისთვის მსგავსი ანგარიში უცხო არ არის. არც ის არის გასაკვირი, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ თრიქი გააკეთა. ბუნდესლიგის ეგიდით მატჩში სამი გოლი პოლონელმა ფორვარდმა მეთერთმეტედ გაახერხა და ახლა, მასზე მეტი გატანილი ჰეთ თრიქი სულ სამი ფეხბურთელს დარჩა – მარიო გომესს,…
არგენტინელი გენია ლეო მესი ესპანეთის ბომბარდირი (პიჩიჩი) მეშვიდედ გახდა და ამ მაჩვენებლით ტელმო სარას გადაასწრო, რომელიც ესპანეთის მთავარმეგოლე 6-ჯერ აქვს ყოფილა. რაც შეეხება მესის მიღწევას ტოპ 5 ჩემპიონატის მასშტაბით, აქ მისი კონკურენტი გერმანული და, ზოგადად, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა გერდ მიულერია, რომელიც ასევე 7-ჯერ გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო მეგოლე. წელს ლეომ ლა ლიგაში 25 გოლი გაიტანა, ეს…
მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელმა გოლიადორმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბრემენში, „ვერდერთან“ ეშეხვედრისას ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდს ისტორიაში 30-ე საჩემპიონო ტიტული მოუპოვა. ბავარიელებმა ბუნდესჩემპიონობა ზედიზედ მერვედ მოიპოვეს, ხოლო ლევანდოვსკისათვის ბრემენში შეგდებული ბურთი ახალი რეკორდის მაუწყებელი გამოდგა. პირველი ტაიმის მიწურულს ჯერომ ბოატენგმა მეტოქის საჯარიმო მოედნისკენ ბურთი გაგზავნა, პოლონელმა ფორვარდმა ბურთი მკერდით მიიღო, შემდეგ კი მოწინააღმდეგის კარში ზუსტად დაარტყა. მიმდინარე…
მიუნხენის კაფე „გრიზელაში“, 1900 წლის 27 თებერვალს, ფრანც ჯონის მეთაურობით, 11 კაცი შეიკრიბა და კლუბის დაარსება გადაწყვიტა… დღეს კი ძნელად დასაჯერებელია, რომ დიდებულ რეკორდმაისტერს საფუძველი ასე უღიმღამოდ ჩაეყარა. ხშირად ხდება, დიდი საქმეები პატარა ნაბიჯით იწყება. 29-დან პირველი ჩემპიონობა 32 წლის შემდეგ, 1931-1932 წლების სეზონში იზეიმეს. თითქოს ამ დროს გერმანული მანქანა მოიმართა კიდეც, მაგრამ ხელისუფლებაში ნაციონალ-სოციალისტები მივიდნენ, ჰიტლერი…
ფეხბურთი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თითქოს ყველაზე უკეთ ასახავს. დილეტანტისთვისაც ადვილი შესამჩნევია, ბრაზილიისა და გერმანიის, იტალიისა თუ ჰოლანდიის სათამაშო სტილი ერთმანეთისგან როგორ განსხვავდება. ადამიანს გეჩვენება, თითქოს ამ სპორტს სახელმწიფოს მაჯისცემაზე თითი უდევს და მის მდგომარეობაზე რეაგირებს. თამაშის სტილით, დღევანდელი გერმანია ოცი წლის წინანდელს არ შეიძლება შეადარო. არ ვდავობ რომელი სჯობს, მრისხანება არც ერთ ფორმაციას აკლია, განსხვავება…
„ადიდასმა“ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი წარადგინა. ახალი ბურთი, გარდა იმისა, რომ უახლესი ტექნოლოგიებითაა დამზადებული, ამავდროულად კლასიკის გადააზრებაც გახლავთ. პირველი სამსოფლიოჩემპიონატო ბურთი Telstar, „ადიდასმა“ 1970 წელს წარმოადგინა. დღეს ეს სახელი კიდევ ერთხელ გვახსენებს შესანიშნავ ფეხბურთელებს, ვისაც მაშინ მექსიკის სტადიონებზე გაუგორებია ბურთი: პელე, გერდ მიულერი, ბობი მური, ჯაჩინტო ფაკეტი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენს. ასეთივე…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes