არგენტინელი გენია ლეო მესი ესპანეთის ბომბარდირი (პიჩიჩი) მეშვიდედ გახდა და ამ მაჩვენებლით ტელმო სარას გადაასწრო, რომელიც ესპანეთის მთავარმეგოლე 6-ჯერ აქვს ყოფილა.
რაც შეეხება მესის მიღწევას ტოპ 5 ჩემპიონატის მასშტაბით, აქ მისი კონკურენტი გერმანული და, ზოგადად, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა გერდ მიულერია, რომელიც ასევე 7-ჯერ გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო მეგოლე.
წელს ლეომ ლა ლიგაში 25 გოლი გაიტანა, ეს მისთვის განსაკუთრებული შედეგი არ არის, თუმცა, ბომბარდირობისთვის მაინც საკმარისი გამოდგა, მეორე ადგილოსანმა ქარიმ ბენზემამ 21 გოლით დაასრულა ჩემპიონატი.
ასეთი დაბალი მაჩვენებელით, „პიჩიჩი“ ბოლოს რუუდ ვან ნისტერლოიმ დაისაკუთრა, ასევე 25 გოლით (2006-07).
მესი, დი სტეფანოსა და უგო სანჩესის შემდეგ, გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც „პიჩიჩი“ ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა.
ახლა წინ კიდევ ერთი გამოწვევა აქვს: ლეგენდარული ბრაზილიელი, პელე, ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ერთი კლუბის („სანტოსის“) რიგებში 643 გოლი გაიტანა. ბარსელონას არგენტინელი კაპიტანი აღნიშნულ რეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდა და ახლა სულ 10 გოლით ჩამორჩება. სავარაუდოდ, მესი ამ რეკორდს ზამთრამდე დაამხობს…

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 21:29ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
